(ინტერპრესნიუსი)მოძრაობა “ერთსულოვნების” წევრებმა პრეზიდენტის სასახლის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

21.6მოძრაობა “ერთსულოვნების” წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს .
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი აქციით მოძრაობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე 21 იანვრიდან უკანონოდ რჩება.
“ღირსება აქვს ისეთ კაცს, რომელიც არ ითმენს ასეთ პრეზიდენტსა და ასეთ მხედართმთავარს. ჩვენ ამ აქციით დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ თვითმარქვია და სამარცხვინო პრეზიდენტი გვყავს. მიხეილ სააკაშვილი რეალურად იმ დღიდან აღარ არის პრეზიდენტი, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციაშია. ძალიან მინდა, რომ გაბედულად იმოქმედოს პრემიერმა. ვურჩევ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტს, ნუ იღებენ პასუხისმგებლობას იმ კაცის ქმედებებზე, რომელსაც უბედურების მოტანა უნდა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ისევ გააგრძელებს.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *