(newspress)კოალიცია „ერთსულოვნება“ კონფერენციას გამართავს

ertsulovnebaკოალიცია „ერთსულოვნება,“ რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, აქციებს რამდენიმე დღეა მართავს, დღეს კოალიციის რიგით მე-6 კონფერენციას ჩაატარებს.
კონფერენცია სასტუმრო D-პლაზაში დღეს, 15 საათზე დაიწყება.

კოალიციის ინფორმაციით, კონფერენციაზე განიხილება საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, ქუთაისში, პარლამენტთან „ღირსების შეკრების“ მოწყობის შესახებ, რომელსაც კოალიცია მთელი საქართველოდან მობილიზებული ძალებით გეგმავს. შეკრება პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მისვლის დღეს იგეგმება.

„ აღნიშნულის მოსამზადებლად ჩამოყალიბდება ჯგუფები და მთელ საქართველოს შემოვივლით ხელმეორედ, რათა ყველა ჩვენს თანამემამულეს ადგილზე გავაცნოთ ქუთაისში დაგეგმილი აქციის შესახებ. ამასთან ერთად ვაცხადებთ, რომ ხელმოწერები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თავად ხალხის ნებიდან გამომდინარე კიდევ გრძელდება და ალბათ მალე 2 მილიონსაც მიაღწევს“ – აცხადებენ კოალიციაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *