SOS – არაპოლიტკორექტულობა

12-საქართველოს ჰყავს ხალხისაგან შერჩეული პრემიერ-მინისტრი;
-საქართველოს ჰყავს ქართველთაგან სიმპათიით აღვსილი ჯანდაცვის მინისტრი;
-საქართველოს ჰყავს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე- საერთო სახალხო პატივისცემით და პრემიერის ხელდასმით არჩეული დეპუტატი

…და რაოდენ საწყენია მათ შორის დაპირისპირება რიგითი მოქალაქისათვის, რომელსაც სამთავეს იმედი აქვს.

ვთქვათ-სიმართლე გაირკვა; ვთქვათ-საქმე გამოკეთდა. მაგრამ რა ეშველება იმ საჩვენებელ თითს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაუქნია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თუნდაც მისივ მხარდაჭერის წყალობით გადეპუტატებულს.
თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლებოდა პრეზიდენტისაგან ხალხის რჩეულისადმი უდიერი მოპყრობა, რატომ უნდა შეიძლებოდეს პრემიერისაგან საპარლამენტო ცხოვრებაში უხეში ჩარევა?!
ეს ძალიან საშიში პრეცედენტია! უფრო საშიში, ვიდრე სადაზღვევო კომპანიების, პარლამენტის ან პრემიერის მუშაობის პრობლემები.
ხომ არ იყებს ჩამოყალიბებას ახალი ტიპის ერთმმართველობა? მითუმეტეს, ახალ ხელოსუფლებას უკვე აღარ ესმის ხალხის არაერთი მოთხოვნა… მითუმეტეს, ახალი მმართველი ძალის მიერ დაიბლოკა არაერთი ღირსეული პოლიტიკოსი და წარმოჩინდა არანაკლები ოდენობის უღირსი და ქართული ცნობიერებისათვის მიუღებელი პიროვნება.
დღეს ამ ფაქტის სახელი-არაპოლიტკორექტულობაა.
ხვალ-?

გია სიხარულიძე
“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი
22/04.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *