ცნობა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სააქციო საზოგადოებად დაფუძნდა 1996 წლის 27 დეკემბერს. იმავე წლის 31 დეკემბერს საზოგადოების აქციონერებად დარეგისტრირდნენ : საქართველოს სახელმწიფო _ 51%, საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო _ 48,2%, შრომითი კოლექტივი _ 0,8%. საზოგადოების კაპიტალმა არაფულადი შენატანით შეადგინა 29700168 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 თებერვლის ¹105 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს კუთვნილი აქციები (48,2%) აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაიყიდა. აუქციონის შედეგების მიხედვით 14256080 აქციაზე შემოსულმა თანხამ შეადგინა 1539373 ლარი ანუ ნომინალური ღირებულების 10,8%.
სს ‘’ფეროს’’ აქციათა სახელმწიფო წილის (51%) პრივატიზება განხორციელდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით ავსტრიულ კომპანია ‘‘დისიემზე’’ (DCM DEKOmetal international Trading Gmbh) საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N321 ბრძანებულების საფუძველზე. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ავსტრიულ ფირმას საწარმოს საკონტროლო პაკეტი 7,1 მლნ. აშშ დოლარად წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით გადაეცა.
სს ‘‘ფეროსა’’ და ახალ ავსტრიელ ინვესტორს _ ‘’დისიემს’’ შორის ხელშეკრულება ინვესტიციების განხორციელების შესახებ გაფორმებულ იქნა 2003 წლის 1 ივლისს. აქციათა საკონტროლო პაკეტის (51%) გადაცემიდან 2004 წლის ივნისის თვემდე საწარმოში განხორციელდა დაახლოებით 3,179 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისთვის ინვესტორმა გაისტუმრა 3992426,65 ლარი კრედიტორული დავალიანება. ‘’დისიემმა’’ აღებული ვალდებულებები შეასრულა, რის შედეგადაც საწარმოში მკვეთრად გაუმჯობესდა ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა წარმოებული პროდუქციის მოცულობა. წარმოების ზრდის ტენდენცია 2005 წელშიც გრძელდებოდა.
აქციონერთა რეესტრის ამონაწერის თანახმად 2004 წლის აგვისტოს მდგომარეობით სს ‘’ფეროს’’ აქციათა 97,3%-ის მფლობელი გახდა 4 იურიდიული პირი : DCM DEKOmetal international Trading Gmbh – 15147085 აქცია (51%), Fontwell Servises LTD – 7425043 აქცია (25%), Waberdinge Limited – 6030807 აქცია (20,3%), Ronli holdings Limited – 297001 აქცია (1%).დანარჩენ აქციებს ამ დროისათვის ფლობდა 3414 ფიზიკური პირი (2,7%).
2005 წლის დასაწყისში ‘’ჭიათურმანგანუმისა’’ და ‘’ვარციხეჰესის’’ პრივატიზების თაობაზე ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დღის წესრიგში ასევე დადგა ერთიან პაკეტში სს ‘’ფეროს’’ აქციათა გაყიდვის საკითხი. ასეთი მიდგომა ითვალისწინებდა ამ საწარმოთა ფუნქციონირებას ერთიან საწარმოო ციკლში და შესაბამისად რეგიონში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კომპლექსურად გადაწყვეტას. 2005 წლის 24 იანვარს საქართველოს სახელმწიფოს, ‘’ევრაზჰოლდინგს’’ და სს ‘’ფეროს’’ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებას. 130 მლნ. აშშ დოლარის გადახდის შემდეგ ‘’ევრაზჰოლდინგს’’ უნდა მიეღო აქციების 65%, ხოლო სს ‘’ფეროს’’ აქციონერებს – აქციების 35%.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, 2005 წლის 14 თებერვალს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ავსტრიულ კომპანია ‘’დისიემს’’ უფლებას აძლევდა 2 მლნ. აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში სს ‘’ფეროს’’ აქციების 51%-იანი პირობადადებული წილი მიეღო უპირობო საკუთრებაში. კომპანია ‘’დისიემმა’’ აღნიშნული თანხა გადაიხადა და, მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების ჩაშლის მიუხედავად, ამ აქციების უპირობო მფლობელი გახდა.
ზემოაღნიშნული პროცესების პარალელურად მოხდა სს ‘’ფეროს’’ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელის შეცვლა. კომპანია ,,დისიემმა’’ სხვა აქციონერი კომპანიების მსგავსად, ჯერ კიდევ 2005 წლის მაისში აქციები მიჰყიდა კომპანია ,,სელრომექსს’’ (რომელიც მ.წ. 15 თებერვლამდე სს ,,ფეროს’’ აქციების 96.3%-ის მფლობელი იყო), რომელიც თავის მხრივ შეიძინა ინგლისურმა კომპანია ‘’სტემკორმა’’ (იგი ‘’დისიემის’’ მსგავსად შავი და ფერადი ლითონების მსოფლიო ბაზარზე მოქმედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპანიას წარმოადგენს) 2006 წლის 15 თებერვალს. ‘’სტემკორი’’ დასახელდა სს ‘’ფეროს’’ აქციების 96%-ის მფლობელად.
სს ‘’ფეროში’’ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, წარმოების პროცესი არ შეფერხებულა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნედლეულისა და მასალების თვენახევრის მარაგი გააჩნია. დროულად გაიცემა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასები და სხვა განაცემები.
საწარმოს გენერალური დირექტორი ნიკა ჩიქოვანი და აღმასრულებელი დირექტორი კორნელი კოკაია ორ თვეზე მეტია სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. თუმცა სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის დოკუმენტაცია დღემდე მოქმედი გენერალური დირექტორის ნიკა ჩიქოვანის ხელმოწერით წარმოებს, რომელთან ურთიერთობაც ელექტრონული ფოსტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ხორციელდება.
2005 წლის ბოლოდან საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მიერ მიმდინარეობს საწარმოს ფინანსური საქმიანობის შემოწმება. ფინანსური პოლიციის 2005 წლის 30 დეკემბერის შუალედურ აქტში აისახა 2004-2005 წლებში განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ზეგავლენა ბიუჯეტში გადასახდელების (ძირითადად მოგების გადასახადის) მიმართ. საწარმოში სერიოზული დარღვევები იქნა აღმოჩენილი. Aფინანსური პოლიციის შემოწმების შედეგად შემუშავებულ შუალედური აქტზე დაყრდნობით 2006 წლის 4 იანვარს გამოიცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ხელმძღვანელის ბრძანება, რომლითაც სს ‘’ფეროს’’ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 52,2 მლნ. ლარის გადახდა. Dშემოწმების მიმდინარეობის პროცესში დამატებით დარიცხული თანხების ოდენობა კვლავ გაიზარდა და საბოლოოდ 107,0 მლნ. ლარი შეადგინა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დავის გაგრძელებას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ს.ს. ,,ფეროსათვის’’ სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. სს ‘’ფერომ’’ ზემოაღნიშნული ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება, ‘’საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’ 160-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გააგრძელებს კონტროლს სს ‘‘ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში’’ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
“ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის” პრივატიზაციის გასაიდუმლოებული საქმე
http://www.factnews.ge/index.php?lang_id=GEO&id=2&info_id=15430&act=ns
2003 წლიდან, ახალი ქართული დაჯგუფებისა და რიგი სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელშეწყობით, “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა”, “ვარციხეჰესი” და “ჭიათურმანგანუმი”, სხვადასხვა უცხოური კომპანიების მფლობელობაში გადავიდა.
გასხვისების პირობები და შესაბამისი დოკუმენტაცია კი დღემდე გასაიდუმლოებულია, – აცხადებს ახალი პოლიტიკური მოძრაობის, “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.
მისივე თქმით, 2003 წელს, სახელმწიფო პირდაპირი მიყიდვის წესით, 7,1 მლნ დოლარად ყიდის სს “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” აქციათა საკონტროლო პაკეტს – 51%. საკუთრება გაუფორმდა ავსტრიულ კომპანიას – DCM Decometal.
2006 წელს, კვიპროსზე რეგისტრირებული “Selromex”-ის აქციები გადაეცა ცნობილ ინგლისურ სავაჭრო გაერთიანებას “Stemco”-ს, რომელმაც უკვე შემოდგომაზე, დაარეგისტრირა ორი შპს “ჯორჯიან მანგანეზი”. ასე გაჩნდა ორი ტყუპისცალი “Georgian manganese LLC” და “Georgian manganese Holding limited”.
2007 წლის მიწურულს, ქართული შპს `ჯორჯიან მანგანეზის~ მენეჯმენტში შემოდის უკრაინული “პრივატ-ბანკი”, აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ზილბერმანის სახით. “Georgian manganese Holding limited”კი აღარსად ფიგურირებს.
თუ ვინ რისი მფლობელია და რა ვალდებულებები აკისრია, ბოლომდე ნათელი დღესაც არაა, – ამბობს შაშიაშვილი.
ამ თემაზე “თეთრების” ლიდერი ხვალ, 29 იანვარს, 14 საათზე, “მხილების მუზეუმის” ფარგლებში, პრესკონფერენციას გამართავს.
რამდენად რეალურია ჭიათურმანგანუმის გაკოტრების პერსპექტივა
მანგანუმს პრეზიდენტის ოჯახი განაგებს?
პოლიტიკურმა მოძრაობა `თეთრებმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაც `მხილების მუზეუმია. მოძრაობის ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განმარტებით, საზოგადოებას ეძლევა საშუალება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა მამხილებელი მასალები `მხილების მუზეუმში წარმოადგინოს. მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა იქნება იმის ნათელი დადასტურება, რომ ხელისუფლება, რომელიც თავს რეფორმატორულ გუნდად მიიჩნევს, რეალობაში არაერთი უკანონობისა და დანაშაულის ჩამდენია. მისივე განცხადებით, `არჩეული გზა – მხილება, ქრისტიანული ფორმაა და საერთო არაფერი აქვს დასმენასთან და დაბეზღებასთან, რაც ხელისუფლებამ, თავის დროზე, ჩაშვების ინსტიტუტის სახით, დააკანონა კიდეც. ამიერიდან თემურ შაშიაშვილი, ყოველ პარასკევს, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და ხელისუფლების უკანონო ქმედებების მამხილებელ მასალებს საზოგადოებას გააცნობს. `თეთრების პირველი მხილების თემა მანგანუმში შექმნილი ვითარება იყო, სადაც პრივატიზაციის პროცესს თემურ შაშიაშვილი ბურუსით მოსულსა და გასაიდუმლოებულს უწოდებს. მისი თქმით, ფეროს ამჟამინდელი მმართველი კომპანია, რომელიც უკრაინული `პრივატ ბანკის სახით არის წარმოდგენილი, საქართველოს ხელისუფლებასთანაა გარიგებული, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ინტერესებს გამოხატავს. შაშიაშვილის მტკიცებით, საქართველოში შემოსულ ინვესტორს პრეზიდენტის ოჯახი ლობირებს. ასეთად თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტის ბიძას, თემურ ალასანიას ასახელებს, ხოლო ერთ-ერთ კომპანიონად – დავით ბეჟუაშვილს. `თეთრები ამ ფაქტთან დაკავშირებული სამხილებელი მასალების ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებასაც გეგმავენ.
მანგანუმის პრივატიზაციის ისტორია ასეთია: 1996 წელს ნულოვან აუქციონზე ერთ მილიონ დოლარად იქნა გაყიდული ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის აქტივების 47%. ქარხანა ქართული, ინგლისური, რუსული და თურქული ბიზნეს-დაჯგუფებების (დ. შალიკაშვილი და ნ. ამბოკაძე, `რონლი ჰოლდინგი~, `პრომიშლენიე ინვესტორი – გენერალოვი და `ფაპეტი – ფახრატინ მამედოვი) ხელში აღმოჩნდა. 2003 წელს, სახელმწიფო პირდაპირი მიყიდვის წესით, 7,1 მლნ დოლარად ყიდის სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აქციათა საკონტროლო პაკეტს – 51%. საკუთრება გაუფორმდა ავსტრიულ კომპანია DCM Decometalს. მენეჯმენტი კი ახალი ქართული დაჯგუფების (ი. კოკაია, გ. კაპანაძე, ნ. ჩიქოვანი) ხელში ხვდება. მალევე კვიპროსზე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ნიქოზიაში დარეგისტრირდა კომპანია `სელრომეხ, რომელსაც გადაეცა სს `ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აქციათა პაკეტის 96%, სადაც 28% ეკუთვნის ავსტრიულ კომპანიას DჩM Decometal. სავარაუდოდ, დარჩენილ აქციათა პაკეტის მფლობელი ქართული დაჯგუფება რჩება, რის საფუძველსაც შემდგომ განვითარებული მოვლენები იძლევა.
2005 წლის ბოლოს, ავსტრიული მხარის ჩარევით (წარმომადგენელი გ. ბედინეიშვილი), სს `ფეროს ქართველი აქციონერების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური დარღვევების გამოვლენის გამო. ქართული დაჯგუფება ტოვებს საქართველოს. საგამოძიებო ღონისძიებებით გამოიკვეთა 63 მლნ. ლარის საფინანსო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. 2006 წელს, კვიპროსზე რეგისტრირებული შელრომეხ-ის აქციები ცნობილ ინგლისურ სავაჭრო გაერთიანებას Stemcor UK გადაეცა, რომელმაც უკვე შემოდგომაზე დაარეგისტრირა ორი შპს `ჯორჯიან მანგანეზი – ერთი საქართველოში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იურიდიულ მისამართზე, ხოლო მეორე _ ზემოაღნიშნულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ნიქოზიაში. ასე გაჩნდა ორი ტყუპისცალი Georgian manganese LLC da Georgian manganese Holding limited. ეს უკანასკნელი ისტუმრებს სს `ფერო-ს სახელმწიფო ვალებს, სახელმწიფოსგან ყიდულობს `ვარციხეჰესს და მენეჯმენტს თავის ქართველ წარმომადგენელ ალექსანდრე ანთაძესთან ერთად, დროებით აბარებს ვინმე ბერნდ გრაბოუს. აქვე, ასპარეზზე გამოდის ე.წ. ქართული `ჯორჯიან მანგანეზის დირექტორი, ვინმე ბერნდ ჰულბერტიც.
ყველასათვის მოულოდნელად, 2007 წლის მიწურულს, ქართული შპს `ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტში შემოდის უკრაინული `პრივატ-ბანკი, აღმასრულებელი დირექტორის ოლექსანდრე ზილბერმანის სახით. Georgian manganese Holding limited კი აღარსად ფიგურირებს.
2007 წლის 5 იანვარს, სახელმწიფოსა და შპს `ჯორჯიან მანგანეზს~ შორის (გიორგი არველაძე-ოლექსანდრე ზილბერმანი) გაფორმდა ოფიციალური საბოლოო ხელშეკრულება სამი ობიექტის _ `ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, `ვარციხჰესისა და `ჭიათურმანგაუნმის პრივატიზაციისა და აღებული ვალდებულებების შესახებ. საყურადღებოა, რომ ზილბერმანმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, როგორც ინგლისური Stemcor UK-ის შვილობილი, კვიპროსზე დარეგისტრირებული Georgian manganese Holding limited-ის დირექტორმა, რისი წერილობითი უარყოფაც შემდგომში მას არაერთჯერ მოუწია, არასამთავრობო ორგანიზაცია `მწვანე ალტერნატივასა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის `ვარციხჰესის საპრივატიზაციო ხელშეკრულების გასაიდუმლოების მოთხოვნით გამართულ სასამართლო დავაზე.
`თეთრების აზრით, საკითხი, თუ ვინ რისი მფლობელია და რა ვალდებულებები აკისრია, ბოლომდე ნათელი დღესაც არ არის. მოძრაობისთვის ერთი კი ცხადია, რომ რიგი სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელშეწყობით, ინგლისური Stemcor UK-ის შვილობილი შპს `ჯორჯიან მანგანეზების მიერ ჩატარებული მოჩვენებითი პრივატაციის გზით, ქართულმა დაჯგუფებამ ზესტაფონის გარდა, უკვე ხელში ჩაიგდო ჭიათურისა და `ვარციხისჰესის აქტივებიც. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს `ჯორჯიან მანგანეზს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სს `ფეროსადმი სახელმწიფოს მიერ დაკისრებული 63 მლნ ლარის გადახდა ჩაუთვალა საპრივატიზაციო შენატანში. შედეგად ჩნდება საფუძველი იმისა, რომ აღინიშნოს, – პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფომ ნაცვლად დაგეგმილი 132 მლნ დოლარისა, 30-35 მლნ დოლარით ნაკლები მიიღო.
მოძრაობა `თეთრების წარმომადგენლები მმართველ ახალ კომპანიას სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ჰოლდინგის მფლობელი ვალდებული იყო 2 წლის განმავლობაში, 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, მოპოვებული მადნის რაოდენობას 400 000 ტონისთვის უნდა მიეღწია და მოპოვებული ნედლეულიდან 200 000 ტონა მადანი საქართველოში გადაემუშავებინა, რეგიონში შეექმნა 1000 სამუშაო ადგილი, გაეუმჯობესებინა მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო და უსაფრთხოების პირობები და სხვა.
მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ორი წლის განმავლობაში, 100 მლნ. დოლარის საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით, განხორციელდა წარმოების ფიქტიური და არამიზნობრივი ინვესტირება. ინვესტიციებად იქნა გაწერილი იმავე მენეჯმენტის მიერ გაკოტრებული რუმინეთის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის განკუთვნილი და ჯართად ჩამოწერილი ძირითადი საწარმოო საშუალებები.
`თეთრების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2007 წლის ვალდებულება მადნის მოპოვებასთან დაკავშირებით, 65%-ითაა შესრულებული; 2008 წელს _ 75%-ით; 2007 წელს ფეროშენადნობის წარმოება ზრდის ნაცვლად, წინა წელთან შედარებით, შემცირებისაკენ წავიდა და აღებული ვალდებულება მხოლოდ 60%-ით შესრულდა, 2008 წლის ვალდებულება კი – 43%-ით. 1000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა იგნორირებულია და კლების ტენდენციით ხასიათდება. შპს `ჯორჯიან მანგანეზი-ს ოპერირების პირობებში, 2007-2008 წლებში, გაუარესდა საწარმოო-ტექნიკური მაჩვენებლები. ხელოვნურად იქნა გაზრდილი პროდუქციის თვითღირებულება. მენეჯმენტში `პრივატ-ბანკის გამოჩენამდე სილიკომანგანუმის საშუალო თვითღირებულება 500 აშშ დოლარია, ხოლო მათი შემოსვლის შემდეგ, თვითღირებულება, ეტაპობრივად, 1300 აშშ დოლარამდე იზრდება. ეს მაშინ, როცა მისსავე მმართველობაშია, `ვარციხჰესი და ჭიათურის მანგანუმის მადანი. მიუხედავად რესურსების არსებობისა, წარმოებაში 50%-ზე მეტი დაიკავა განიდან და კოტ-დიუვარიდან იმპორტირებულმა მადანმა. იმპორტირებული მადანი წარმოადგენდა თვით `პრივატ-ბანკის საკუთრებაში მყოფი აფრიკული საბადოდან ტრანსპორტირებულ ნედლეულს, რომლის ღირებულება გზაში ხელოვნურად იზრდებოდა 50 აშშ დოლარიდან 300-400 აშშ დოლარამდე (საბაზრო ფასამდე). პროდუქციის სარეალიზაციო ფასები კი პირიქით, საბაზრო ფასებთან შედარებით, ხელოვნურად ნაკლები ფიქსირდებოდა. სილიკომანგანუმი ნაცვლად საბაზრო ღირებულებისა – 1600-2500 აშშ დოლარისა, 1100-1700 აშშ დოლარად იყიდებოდა.
`თეთრების~ დოკუმენტური შეფასებით, წარმოებაში ეკოლოგიური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა, მოხშირდა ახალშობილთა სიკვდილიანობის ფაქტები, გაიზარდა ონკოლოგიურ ავადმყოფთა მაჩვენებელი. ადგილობრივი ოფიციალური სამედიცინო სტატისტიკით ზესტაფონში, საშუალოდ, ყოველ მესამე დღეს, ერთი ონკოლოგიური ავადმყოფი იღუპება. აღნიშნულ ფაქტებზე 10000-კაციანი ხელმოწერილი დოკუმენტი შეტანილი იქნა საქართველოს მთავრობის აპარატში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად ჩატარებული იქნა რეიდები. ბოლოს კი ქარხნის მენეჯმენტი დაჯარიმებული იქნა ნახევარ მილიონამდე ლარით და საკითხიც ამით ამოიწურა.
სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გეგმიური შემოწმებით, მხოლოდ 2007 წლის მონაცემებით, შპს-ს დაერიცხა 17 მლნ. ლარამდე საჯარიმო გადასახადი. საწარმოო-ტექნიკური ექსპერტიზა დარღვევის მინიმუმ ათჯერ გაზრდილ მასშტაბს გამოავლენს. ამასთან, გასულ წლის აგვისტოში, ზესტაფონში გამოვლენილ იქნა ქარხნული სილიკომანგანუმის ფარული რეალიზაციის არაერთი შემთხვევა. დაკავებულ იქნა 22 ადამიანი, მოხსნილი იქნა ადგილობრივი პოლიციის უფროსი, ყალბი ანგარიშფაქტურების გამოვლენის გამო, ასევე დაკავებულ იქნა საგადასახადოს უფროსი. დაკითხულ იქნენ `ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები, თუმცა, არცერთი მათგანი, როგორც მაჩვენებლების ხელოვნური გამყალბებლები, არ მიცემულა პასუხისგებაში. რაც შეეხება დირექტორს, გულის ავადმყოფობის მოტივით, საკუთარივე განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღურიცხავი პროდუქციის რეალიზაციის საქმეზე, ასევე დაკავებული იქნა ქარხანასთან დაკავშირებული პიროვნებათა ჯგუფი. ერთ-ერთმა მათგანმა, შეიძლება ითქვას, მთავარმა, თავს რეანიმაციიდან გაქცევით უშველა.
აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ გარემოებას, რომ თითქმის ათი წელია, რაც აშშ-ს და ახლა უკვე ევროკავშირის მიერ, მსოფლიო საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინული ფეროშენადნობების მიმართ ოფიციალურად არის დაწესებული ანტიდემპინგური სანქციები. უკრაინული ფეროშენადნობები მათ საზღვრებზე იბეგრება 163%-ით. აღნიშნულმა მანგანუმის ბიზნესში, მსოფლიო მონოპოლიისაკენ მსწრაფი უკრაინული `პრივატ გრუპისგან თავის დაცვის ერთადერთ ქმედით ბერკეტად იმუშავა, თუმცა, რიგმა სახელმწიფოებმა (ავსტრალია, განა, საქართველო და თვით აშშ-ც კი) ამ დაჯგუფებას ხელში ჩაუგდო მანგანუმის მომპოვებელი და გადამამუშავებელი მსხვილი ობიექტები. შექმნილი კოოპერირების ეშმაკური გამოყენების გზით, ამ ქვეყნების საწარმოო სიმძლავრეების შემცირებით და მათი არარენტაბელურად გადაქცევის გზით, მათივე სავაჭრო ლიმიტების გამოყენებით, მაინც ახერხებს დაწესებულ შეზღუდვებზე გვერდის ავლას და საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინული ფეროშენანდობების მიწოდებას.
შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას მისი ამჟამინდელი უკრაინული მენეჯმენტი აცოცხლებს მანამ, სანამ მის წინააღმდეგ იარსებებს ზემოაღნიშნული საერთაშორისო ანტიდემპინგური სანქციები.
თუ ასე გაგრძელდა და ასეთმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა შეაღწიეს სახელმწიფოთა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში, შესაძლებელია, ეს შეზღუდვები მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში, ადგილობრივი მადნისა და ფეროშენადნობების წარმოებას, დღევანდელი მმართველობის პირობებში, უცილობელი გაკოტრება ელოდება.
არჩილ კაიკაციშვილი
3-9 თებერვალი.
ბანკები და ფინანასები#4(221)
(THE GEORGIAN TIMES)თემურ შაშიაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” მრავალ დეპუტატს რუსეთში ბიზნესი აქვს…
http://www.tetrebi.org/?p=7158
8 თებერვალი 2010
პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. მისივე თქმით, საქართველოში კორუფცია ყვავის, რომლის თავი და თავიც სააკაშვილია.
ამ და სხვა საკითხებზე “ჯორჯიან თაიმსს” თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.
_ ბატონო თემურ, რა კავშირი აქვთ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის წევრებს რუსეთის ხელისუფლებასთან?
_ სხვადასხვა ფაქტს თუ გავაანალიზებთ, ადვილად მივხვდებით, რომ კრემლში სააკაშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ახლოს არიან, სააკაშვილთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, ხუბუტია. ის სააკაშვილს საბაკაშვილს ეძახდა, მაგრამ, როცა ლუჟკოვმა თავის თანაშემწედ დანიშნა, სააკაშვილის თავგამოდებული მხარდამჭერი გახდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რუსეთში მოღვაწე ყველა ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობა აქვს, სააკაშვილის მხარდამჭერია. ამას გარდა, ,,ნაციონალური მოძრაობის” მრავალ დეპუტატს რუსეთში ბიზნესი აქვს. საინტერესო ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს რუსეთში ბიზნესები აქვთ გაჩაღებული და რუსეთის ხელისუფლებას ეს სულაც არ აღელვებს. ესეც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს და მის გარემოცვას სწყალობს. მალე ჩვენ ამ ხელისუფლებას “მხილების მუზეუმს” მოვუწყობთ. სწორედ იქ გამოვამზეურებთ იმ ქართველი დეპუტატების სახელებსა და გვარებს, რომლებსაც რუსეთში ბიზნესი აქვთ. პარლამენტარების 90%-ს ბიზნესი აქვს და დეპუტატის მანდატი სჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ბიზნესი დაიცვას. დღევანდელი პარლამენტი საკანონმდებლო ორგანო კი არ არის, არამედ სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენების კლუბია.
ჩვენ, მალე, “მხილების მუზეუმს” გავხსნით, სადაც სულ პუნქტებად იქნება ჩამოწერილი ის ავი საქმეები, რომლებსაც ამდენი წელია, ამ ხელისუფლებას ვედავებით. საქართველო დეცენტრალიზებული კორუფციის ქვეყანაა. ეს ბოლო დღეებია, ტელევიზიაში და პრესაში ინფორმაცია ვრცელდება, სასამართლო რეფორმის დიდი ეტაპი დამთავრდაო. რეალურად, იცით, რა ხდება? სასამართლოში არაფერი გაკეთებულა. “დიდი რეფორმა” სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის და იქ მოღვაწე სხვა მოხელეების ქონებას შეეტყო. სასამართლოში ნაშოვნი ფულებით ოთხსართულიანი სახლები წამოჭიმეს. სასამართლოში მოსვლამდე კუბლაშვილს არაფერი გააჩნდა და ახლა სააკაშვილის წყალობით გამდიდრდა. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიულ ობიექტებს მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა განაგებს.
_ კონკრეტულად რა არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში?
_ ბევრი რამის დასახელება შემიძლია. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბიზნესი კი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი პირადად აკონტროლებს, ჭიათურ-მანგანუმია. ზესტაფონის “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი” და “ვარციხეჰესი” ერთ მთლიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ. ყველას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილი ქაღალდებს ჰაერში აფრიალებდა და გაიძახდა: ზესტაფონის “ფერო” და “ჭიათურ-მანგანუმი” შევარდნაძის ნათესავებს ეკუთვნითო, ახლა კი ყველაფერს თავად განაგებს. საქართველოსთვის მანგანუმი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქუვეითისთვის ნავთობი. არადა, მოხდა ისე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სიმდიდრე თავიდან ბოლომდე გაპარტახებულია და მას სხვები დაეპატრონნენ.
2007 წლიდან ამ ვეებერთელა კვანძის _ ზესტაფონის “ფეროს”, “ჭიათურ-მანგანუმისა” და “ვერციხეჰესის” ოფიციალური მფლობელი გახდა უკრაინული “პრივატბანკი”, რომელიც თავის დროზე იულია ტიმოშენკოსთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, ამის მიუხედავად, სააკაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები ამ საბადოთი ჯიბეებს მაინც ისქელებენ. ამ საბადოსთან დღესაც პირდაპირ თუ ირიბადაა დაკავშირებული სააკაშვილის მეგობარი _ დავით ბეჟუაშვილი. “ვარდების რევოლუციის” შემდგომ ზესტაფონისა და ჭიათურის საქმეებში აქტიურად ჩაერთო სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაც…
შევარდნაძის დროს, კოკაია და კაპანაძე, მეტსახელად რიჟა, ხელმძღვანელობდნენ ზესტაფონსა და ჭიათურას. ისინი მაშინდელ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათ შორის იყვნენ ნუგზარ შევარდნაძე და დავით ბეჟუაშვილი, ამ საწარმოს ანადგურებდნენ და აკოტრებდნენ. “ფეროსა” და “მანგანუმში” ხელმძღვანელ პოსტებზე ახლაც კოკაია და კაპანაძე არიან. ერთი პერიოდი, ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ, კოკაიაც და კაპანაძეც ავსტრიაში იყვნენ გაქცეულები. 2004 წელს, როცა თემურ ალასანია, კოკაია და კაპანაძე რესტორნიდან გამოდიოდნენ, ირაკლი ოქრუაშვილმა ისინი დაიჭირა. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, კოკაიასა და კაპანაძეს 300 ათასი ლარი უნდა მიეცათ თემურ ალასანიასთვის ქრთამის სახით, რომ სააკაშვილს საქმეები ზესტაფონსა და ჭიათურაში მათ სასარგებლოდ გადაეწყვიტა. მერე მანდ რაღაც გარიგება მოხდა და ეს საქმე ჩაშოშმინდა, თორემ დიდი სკანდალი იყო ატეხილი. ამის შემდეგ გაიქცნენ ისინი ავსტრიაში, მაგრამ ახლა აქ არიან. კოკაიაც და კაპანაძეც ხელმძღვანელ პოსტებზე სხედან და სააკაშვილთან შეხმატკბილებულად აკოტრებენ საბადოს.
აი, ასეთ შავბნელ საქმეებშია გახვეული მიხეილ სააკაშვილი და მის ყველა ამ შავ საქმეს, სულ მალე, “მხილების მუზეუმში” ფარდას ავხდით.
_ როდის გახდება ცნობილი ის აუდიოჩანაწერი საზოგადოებისთვის, რომელზეც, თქვენი თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი და თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად თქვათ, რა არის ჩაწერილი?
_ საზოგადოება ამ კასეტებს მაშინ მოუსმენს, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასამართლო ოფიციალურ დასკვნას დადებს. ეს კასეტები ფიზიკურად მე არა მაქვს. კასეტებს ისეთი პიროვნებები ინახავენ, რომ მათ ხელში ეს უნიკალური ინფორმაცია ნამდვილად დაცული იქნება. ბუნებრივია, ამ ადამიანების ვინაობას მე ვერ გეტყვით. მაგრამ ამ კასეტის გამოქვეყნებამდე, კიდევ ერთხელ ვამბობ, პრემიერის სიკვდილის ოფიციალური ვერსია ყველამ უნდა ვიცოდეთ. ვინაიდან შემდეგ არ გამოვიდნენ მთავრობის წევრები და არ გვითხრან, საგამოძიებო სამუშაოები ჯერ არ დაგვიმთავრებია, თორემ ჩვენც ამ ინფორმაციის დადებას ვაპირებდითო. გეტყვით იმას, რომ ამ აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ ბევრი ჩინოვნიკი ცუდ დღეში აღმოჩნდება. სიმართლე გაირკვევა და ყველა გაიგებს, რომ ჟვანია გაზით არ გაგუდულა, ის მოკლულია. მეტს ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ ოფიციალურ ვერსიას და მერე ყველაფერი გაცხადდება.
ხათუნა ნონიაშვილი
2010.02.05