ლევან ღვინჯილია: უკეთესი კანდიდატურის არჩევა დღევანდელ ვითარებაში გაუჭირდებათ, ვიდრე თავად “თეთრების” ლიდერია
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ღვინჯილია პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით :
ლევან ღვინჯილია
“ასარჩევად არცა გვაქვს საქმე. „თეთრებსაცა“ და სხვებსაც, თუ ჭკუას იხმარენ, უკეთესი კანდიდატურის არჩევა დღევანდელ ვითარებაში გაუჭირდებათ, ვიდრე თავად “თეთრების” ლიდერი – თემურ შაშიაშვილია….ქვეყნისთვის თავდადებული, პრინციპული, უკომპრომისო, შეუდრეკელი, ერუდირებულ კი, გამოცდილი, პოლიტიკურად გაწონასწორებული და წინგამხედავი, ეროვნულ ღირებულებათა დამფასებელი, სამართლიანი…. კიდევ ბევრი სხვა კარგი თვისებით გამორჩეული და , რაც მთავარია, ათასგვარი ქარტეხილები გამოიარა და ყოველთვის უმწიკვლო და პირნათელი დარჩა, სუფთა და ამაყი. უკეთესს ეძებთ? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ამაოდ ირჯებით.
მეტიც შემეძლო მეთქვა, მაგრამ ჯერ ეს ამიწონოს ვინმემ თავისი კანდიდატის შეფასებისას და მერე ვნახოთ.
ეს ის ქვეყანაა, სადაც ვიღაცას აზრად მოუვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მალაშხიასა და ჯაფარიძეს შორის უნდა ავარჩიო….ვაი ამათ პატრონს… სხვები კიდევ უარესები არიან…”