შიში გვანგრევს, თანამშრომლობა გაგვაძლიერებს

 

sabwoooდღეს პარტია „თეთრების“  პოლიტიკური საბჭოს სახელით  ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი დაეგზავნა მთავრობის წევრებს: „სამართლიანობის მანიფესტი“ და ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი“ . პირველი შემუშავებულია  პარტიის  მეგობარი მეცნიერების თანადგომით, ხოლო მეორე მომზადდა უცხოეთში  მყოფ თანამემამულეებთან ერთად  სამწლიანი ურთიერთობების საფუძველზე.

„სამართლიანობის მანიფესტი“  არის  მოთხოვნა იმ პოლიტიკური უფლებებისა და სოციალური დაცულობისა, რომლის შესრულება კონსტიტუციურად ევალება ყოველ ხელისუფალს, ხოლო შეუსრულებლობისათვის უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი.

„ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“ შემუშავდა შრომით მიგრანტებთან ერთად, რომლებიც თავს მიიჩნევენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად და ითხოვენ უცხოეთში ყოფნისა და  სამშობლოში დაბრუნების ღირსეულ პირობებს.

„ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსათვის ამ ტრაგიკულ დღეს გაგვეგზავნა  ეს ორი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრისათვის და მთავრობის წვერებისათვის.   ორთავე დოკუმენტი ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილმა გენოციდი მოუწყვეს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ამ დოკუმენტების პათოსი მომავალზეა ორიენტირებული. ტირილი და წარსულის ანალიზი, წარსულის კრიტიკა მდგომარეობას ვერ შეცვლის. ვინც ვერ გაიგო, თუ არ უნდა გაიგოს, რა უბედურება მოუტანა საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა თავისივე პოლიტიკური გუნდით, მათთან კამათი და მათი დარწმუნებისათვის  დროის გაცდენა აღარ ღირს. ვიფიქროთ მომავალზე, ვიმოქმედოთ ხვალინდელი დღის საზომით – ეს უფრო წაადგება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ხალხს და ქვეყანას“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

პარტია „თეთრების“ პოლიტიკურ საბჭოს მიაჩნია, რომ გადაცემული დოკუმენტები ჯეროვნად იქნება შესწავლილი და გამოყენებული სამშობლოს საკეთილდღეოდ.

პოლიტიკური საბჭოს წევრს, პროფესორ მერაბ ჯიბლაძეს მიაჩნია, რომ ამ merabდოკუმენტებმა ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის პროგრამულ დოკუმენტებში, უპირველესად სახელმწიფო ბიუჯეტში და მას იმედი აქვს, რომ ასეთი ანალიტიკური და პროგრამული დოკუმენტები გააძლიერებს მთავრობის სურვილს, გაცილებით მეტად ითნამშრომლოს მეცნიერებთან და პარლამენტს გარეთ მყოფ პარტიებთან.

„მე, როგორც მეცნიერს, ადამიანს საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებით, მიმაჩნია, რომ ქვეყნის სასიკეთოდ არ მუშაობს ხელისუფლებაში გამეფებული განწყობა როგორც მეცნიერების, ასევე არასაპარლამენტო პარტიების იგნორირების  და  არასამთავრობო სექტორის გაფეტიშების თაობაზე. ნუ გვეშინია ერთმანეთის, ეს შიში გვანგრევს, თანამშრომლობა გაგვაძლიერებს“.

აქვე ვბეჭდავთ პრემიერ-მინისტრისათვის გაგზავნილ წერილს და დოკუმენტებს. სწორედ ეს დოკუმენტები მიიღეს დღეს მთავრობის წევრებმა.

ინფორმაციისათვის: სამი თვის წინ ანალიტიკური დოკუმენტი დღეს საქართველოში – საქართველოს მოსახლეობის გენოციდი“ გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს. აქვე ვაქვეყნებთ წერილს, რომელიც  თან ერთვოდა ანალიტიკურ დოკუმენტს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *