ქართული პარადოქსი, რომლის გამოც ნგრევა გრძელდება

12

… ეს კაცი დღეს საქართველოს პრეზიდენტია!

ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში არ ირჩევენ ნაცნობს. ეს არის ქართული პარადოქსი, რომელიც ტრაგედიად გვიბრუნდება.

ამერიკა ძლიერია იმის გამო, რომ იქ გამორიცხულია თანამდებობაზე, მით უფრო მაღალზე უცნობი აირჩიონ, აირჩიონ კაცი, რომელსაც 20 წელი მაინც არ აკვირდებიან.

დამოუკიდებელ საქართველოში მუდმივად ვირჩევთ უცნობს, უფრო მეტიც, ვირჩევთ სხვისი ხათრით (ზვიად გამოსახურდიას დიდი ავტორიტეტის გამო, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის ხათრით) და მერე მუდმივად გავიძახით „„არ ვიცოდი“… „რომ მცოდნოდა…“
არჩევნების წინ „თეთრები“ მუდმივად ერთ რამეს ვადასტურებდით: არჩევანში მაშინ ხარ თავისუფალი, როცა ყველაფერი იცი კანდიდატის შესახებ, როცა არ ხარ საინფორმაციო და მერკანტელური ინტერესების წნეხის ქვეშ. შენ შეკრებულობის მწვერვალზე ხარ. როგორც გენიოსები ამბობენ, გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანი უნდა იყოს შეკრებულობის მწვერვალზე, ანუ მას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და სრულად იყოს თავისუფალი.

არ გაიზიარეს. ბატონი ბიძინას ხათრით არჩევის პრინციპმა აჯობა დემოკრატიის პრინციპებს. სამწუხაროა.

არჩევნების წინ ვითხოვდით: გამოქვეყნდეს პრეზიდენტობის კანდიდატების, განსაკუთრებით კი მთავარი პრეტენდენტების, მარგველაშვილისა და ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა.

„ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიისათვის საყოველთაოდ აღიარებული ეს პრინციპი სასაცილოდ აიგდო, ბატონმა მარგველაშვილმა იგნორირება გაუკეთა. სამწუხაროა.

არჩევნების შემდგომ საინფორმაციო სივრცე გაივსო მაკომპრემენტირებელი მასალებით. უკვე გვიანაა. კიდევ უფრო უარესებს გავიგებთ და შეგვრცხვება, ვის მივეცით ხმა და ვინ ავირჩიეთ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე.

giorgi margმძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ არ შეიძლება ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც 1998 წელს ენ-დი-აი-ს სახელით და დაფინანსებით გამოსცემს წიგნს „როგორ ჩავატაროთ არჩევნები“, რომელიც პრაქტიკულად არის საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მოტყუების სახელმძღვანელო….
არ შეიძლება ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც 2001 წელს ქართველ ერზე ამას წერს: „ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო“;

ეს კაცი დღეს საქართველოს პრეზიდენტია.

არ შეიძლება ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც 2001 წელს ქართველ ერზე ამას წერს:
„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება – აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“

ეს კაცი დღეს საქართველოს პრეზიდენტია.

მე მრცხვენია, რომ საქართველო, ყოველ შემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილი, სიხარულით შეხვდა იმ კაცის პრეზიდენტად არჩევას, რომელმაც ქართველ ერზე დაწერა:

„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“.

უამრავი გამონათქვამის მოტანა შემიძლია, მაგრამ ვამთავრებ იმით, რითაც დავიწყე:
ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში არ ირჩევენ ნაცნობს. ეს არის ქართული პარადოქსი, რომელიც ტრაგედიად გვიბრუნდება.

ამერიკა ძლიერია იმის გამო, რომ იქ გამორიცხულია თანამდებობაზე, მით უფრო მაღალზე უცნობი აირჩიონ, აირჩიონ კაცი, რომელსაც 20 წელი მაინც არ აკვირდებიან.

ყველამ ვიცით, რომ უცნობი არ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ ვირჩევთ ხათრით. სამწუხაროა.
მაფიქრებს, რა არის ეს ხათრი ასეთი, რომელიც იმას გვაკეთებინებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არ ვარგა.

ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ნიჭის და ზნეობის ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული და არა პიროვნების, მაგრამ ჩვენ 20 წელია პიროვნების ძალაუფლების ქვეყანაში ვცხოვრობთ. უარესი, იმ პიროვნებათა ძალაუფლების ქვეყანაში, რომლებიც ნიჭიერს და ძლიერს ვერ იტანენ, თუ მათი მსახურები არ არიან.

ვიდრე ქვეყანაში ისეთ ხელისუფალს ვადიდკაცებთ, რომელსაც ქვეყნის ერთგულს საკუთარი ერთგული ურჩევნია, ვიდრე ამას ვიტანთ და ვეგუებით – საქმე წინ ვერ წავა.

ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე.

პარტია “თეთრების” თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
06.11.2013წ

 

P.S. გაეცანით შესაბამის მასალებს

(ნიუპოსტი) მარგველაშვილი ქართველ ერის შესახებ: „გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით“

ვოცნებობ ეროვნული იდეით გაბრწყინებულ საქართველოზე

პოზიცია: “ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *