დავით კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობის სქემა

პირWელმა” მოიპოვა სქემა, რომელითაც ვლინდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის კავშირი არა მარტო ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ, არამედ საქართველოში მოქმედ საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან.
დავით კეზერაშვილის სახელი ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, როდესაც გაზეთმა “ალიამ” მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანია “დელოიტის” ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია კეზერაშვილის მიერ ოფშორში, კერძოდ, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია “Future products company”-ის სოლიდურ შემოსავლებზე, თუმცა ამ ანგარიშის გამოქვეყნებამდეც საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იშოვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მილიონები. საუბრობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე “უქონელი” დავით კეზერაშვილი, ბიზნესექტორში გადანაცვლების შემდეგ, საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მქონე გახდა. დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა საქართველოში კომპანია შპს “სან პეტროლეუმ ჯორჯიას”, იგივე “გალფის” საქმიანობა. კომპანიისა, რომელმაც სულ ადვილად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ არც უკეთესი ხარისხითა და არც მისაღები ფასით არ უცდია მომხმარებლის მიზიდვა, იმავე პროდუქციითა და ზუსტად მისი “კონკურენტების“ მსგავსი ფასით ადვილად მოიპოვა ადგილი იქ, სად მოხვედრასაც რიგითი მეწარმე ვერც კი ინატრებდა. საზოგადოება “გალფის” გამოჩენის დღიდან ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს კომპანია კეზერაშვილის იყო, თუმცა ამაზე მხოლოდ საუბრობდნენ, რადგან საჯარო ოფიციალური დოკუმენტებით ეს არ მტკიცდებოდა.
![]() “სულიწმინდა დღეს გადმოვა ყველა ადამიანზე, ვინც სიყვარულით ელოდება სულს წმინდას”5 წუთის წინ უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ნათლისღება მიულოცა და კურთხევა მისცა, რათა ნაკურთხი წყლით მორწმუნეებმა საკუთარი სახლები, ოჯახები, ქუჩები აკურთხონ.![]() 12:34 ირაკლი ღარიბაშვილი მართმადიდებელ მრევლს ნათლისღებას ულოცავს |
ასეთია: დავით კეზერაშვილი აფუძნებს კომპანია “Future products company”-ის, რომლის საქმიანობის სფეროს ნავთობპროდუქტების, ასევე ნავთობ-ქიმიური პროდუქტების შესყიდვა და დამუშავება წარმოადგენს. ამასთან, კომპანია ახორციელებს მათ გადატანას რეგიონის აღმოსავლეთიდან დასავლეთში და პირიქით, დასავლეთიდან – აღმოსავლეთში. ამასთან, ჯგუფი “Future products company” მომხმარებელს ნავთობინდუსტრიაში ექსკლუზიური გადაზიდვების მომსახურებას სთავაზობს, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დონეზე.









