არჩევანის შვიდი საყრდენი

1როდესაც პოლიტიკურ პაექრობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, მოსახლეობის დიდი ნაწილის პოლიტიკური დაკვეთის შესახებ: ბევრ ამომრჩეველს სურს იხილოს სრულად გაერთიანებული ოპოზიცია.

ვაცნობიერბთ რა, რომ არ იქნება პოლიტიკურად მომგებიანი შემდეგი განცხადება, ჭეშმარიტება გვაიძულებს ვთქვათ, რომ სწორედ მექანიკურ გაერთიანებებს მივყავდით და მივყავართ სისტემურ კრიზისამდე. მხოლოდ ქვეყნის მოწყობისა და განვითარების პრინციპულ საკითხებზე პოზიციათა და შეხედულებათა თანხვედრა, ურთიერთგადაკვეთა შეიძლება გახდეს საფუძველი არჩევნების შემდგომი და არჩევნების წინა  პოლიტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობისა.

რაც შეეხება სრულ კონსენსუსს, ეს საჭიროა ოპოზიციის თაობაზე კანონის შემუშავების პროცესში, თანაც საჯაროდ, რათა მოსახლეობამ დაინახოს, თუ რომელი პარტია რა პოზიციაზე დგას ამათუიმ პრობლემასთან მიმართებაში.

მიმაჩნია, რომ ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც:

პირველი – შეძლებს ქვეყანა გაათავისუფლოს გარედან მართული პოლიტიკური ძალებისა და მათი მხარდამჭერი , გარედან დაფინანსებული, ფსევდო არასამთავრობო  სექტორისაგან… მაგრამ ეს არაა საკმარისი;

მეორე – ექნება სისტემური კრიზისის დაძლევის მეცნიერულად დამუშავებული  პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელებისათვის  საჭირო სახელმწიფო მმართველობის გამოცდილება, ინტელექტუალური ძალა და პოლიტიკური ნება… მაგრამ არც ესაა საკმარისი;

მესამე – იფიქრებს და განახორციელებს სახელმწიფო მართვის ყველა ვერტიკალის ცრუ პოლიტიკოსებისაგან ეტაპობრივად გამონთავისუფლებაზე და მათ ნაცვლად მეცნიერებისა და პრაქტიკოს სპეციალისტთა ჩანაცვლებაზე… მაგრამ ესეც არასაკმარისია;

მეოთხე – დაასრულებს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, დამნაშავე ნეონაცისტური რეჟიმის ნარჩენების არსებობას სახელმწიფო მართვის ყველა სფეროში და ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში. რომელიც ნაციონალურ მოძრაობას განიხილავს არა როგორც ოპონენტ პოლიტიკურ ძალას, არამედ ქართველების წინააღმდეგ ათწლიანი გენოციდის მომწყობ ავანტურისტთა დიდ დაჯგუფებას… მაგრამ არც ეს არის საკმარისი პირობა;

მეხუთე – შეძლებს გამოიყენოს საქართველოს ორი ბუნებრივი უპირატესობა: ა – გეოპოლიტიკური: სავაჭრო გზების, ენერგომატარებლების არტერიების, სხვადასხვა პოლიტიკური სისტემების და რელიგიური აღმსარებლობის სახელმწიფოების გზაშესაყარზე მდებარეობა; ბ – ინტელექტუალური პოტენციალი – რომელიც ჩვენს ეროვნულ გენურ ინჟინერიაში ისტორიულად არის ჩაბეჭდილი და ჩადუღაბებული… მაგრამ ესეც ცოტაა;

მეექვსე – ყველაფერს გააკეთებს საქართველოს იმ შვილთა სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებისათვის, რომელთა უცხოეთში არაადამიანურმა შრომამ გადაარჩინა ქართველი ერი ბოლო ოცი წლის მანძილზე შიმშილით სიკვდილს. ამისათვის კი საჭიროა კიბის საფეხურების მსგავსად მწყობრად დალაგებული პროგრამა: სამუშაო ადგილები – ეკონომიკის აღმავლობის გზით; ეკონომიკის განვითარება ადგილობრივი მეწარმეობის დაცვის, თუ გნებავთ, პროტექციონიზმის გამოყენებით; უცხოეთში ცხოვრებით დაგროვილი ფასდაუდებელი გამოცდილებისა და ჩამოყალიბებული საქმიანი კონტაქტების სრულად გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ; რასაც, რაც ყველაზე მთავარია, მოჰყვება ოჯახების გაერთიანება, ასეულ ათასი არასრულწლოვანისათვის დედების დაბრუნება.

მეშვიდე – აღმოაჩნდება პოლიტიკური ნება, დაიწყოს მაინც, თუ დასრულებას ვერ მოასწრებს, სამართლიანობის დადგენის პროცესის ის ნაწილი, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ფინანსებთან და სამართალწაროების ხანგრძილივ პროცესებთან. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენა მორალურ, სულიერ, ცნობიერების სფეროებში, რომლის გარეშე დღეს შეუძლებელი გახლავთ შინაგანად თავისუფალ ადამიანზე საუბარი.

თავისუფალი ადამიანის გარეშე კი არჩევნები ფიქცია და უაზრობაა.

აი, ის შვიდი საყრდენი წერტილი, რომელზეც უნდა აიგოს ურთიერთგაგებათა წინასაარჩევნო შენობა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *