რა ვალი აქვთ ასეთი აშშ ხელისუფალთ სააკაშვილის მიმართ?!

 

misha„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მწვავე  შეფასებას აძლევს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლებას და და პირადად ივანიშვილს მისი ხელშეუხებლობა ულრიმატუმის ენით მოთხოვეს, სააკაშვილი ამ განცხადებაში აშშ ადმინისტრაციის წარმომადგენლების გვარებსაც ასახელებს.

„ძნელია დავასახელო მეორე არსება, რომელმაც აშშ-ის ავტორიტეტი საქართველოში ისე გაანადგურა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა…სამწუხაროა რომ ასეთ არსებას, მსგავსი განცხადების გამკეთებელ არაკაცს, საქართველოს მოსახლეობისათვის გენოციდის მომწყობს, ასე იცავს ამერიკა… ამ განცხადების პატიება ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია… ჩემთვის გაუგებარია, ასეთი რა ვალი აქვთ აშშ ხელისუფალთ სააკაშვილის მიმართ, რომ ამერიკის  და მისი ხელისუფლების ავტორიტეტის შემლახავი ასეთი თავხედური განცხადება აპატიონ.

დიდი სურვილი მაქვს, რომ ამერიკის საელჩომ მაინც მისცეს შეაფასება ამ განცხადებას  …ეს აშშ-ის ავტორიტეტისათვის იქნება კარგი. კარგი იქნება ასევე ამერიკის მიმართ  საქართველოს მოსახლეობის განწყობის შეცვლისათვის, კარგი იქნება საქართველოსათვის, რომელსაც ნამდვილად სურს დიდი მეგობრობა ამერიკასთან.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

25.04.3014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *