(newposts.ge) სააკაშვილი იმ გვარებს ასახელებს, რომელთაც ივანიშვილ-ღარიბაშვილს მისი ხელშეუხებლობა მოსთხოვეს

 

nadziralkebiსაქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთვევაში თუ მის მიმართ საქმე აღიძრება, აშშ ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ საქმის აღძრა ერთი „კაცის გაკეთებულია, რომელიც შუშის სახლში ზის“.

“ბოლოს, როცა აღძრეს საქმე, გახსოვთ, ალბათ, ჟვანიას საქმე და ა.შ. ყველაფერი იყო ერთი კაცის გაკეთებული, რომელიც ზის სხვა შუშის სასახლეში, სადაც ხალხს არ უშვებენ. ეს თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ახლა კარგად გვაქვს საქმე და თავისი სანუკვარი ოცნებები აესრულებინათ, ის ვალდებულებები, რაც რუსეთთან ჰქონდათ, გაინაღდონ, თავისი პირადი ინსტიქტები დაიკმაყოფილონ, რის შემდეგაც მოხდა ასეთი რამ, თქვეს რომ ახლავე დავაკავებთ და მერე ეს ყველაფერი უკან წაიღეს. თქვენ გგონიათ მათში სინდისმა გაიღვიძა და უცებ გონება გაუნათდათ? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში იყო ასე, რომ ამერიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენ საგარეო მინისტრს, ელჩი მოვიდა წერილით ამერიკიდან და უთხრა, რომ თქვენ ეტყობა, ვერაფერი ვერ გაიგეთ, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან და ეს მთავრობას დაუჯდება ძვირადო. გაფრთხილება იყო არა ღარიბაშვილზე, ან ვიღაც პროკურორზე უთხრეს, რომ პირადად ივანიშვილს დაუწესებდნენ სანქციებს. ამაზე ევროკავშირის მაღალი დონის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, ეს პრაქტიკა რუსეთის ხელმძღვანელების მიმართ ახლა არსებობს და ივანიშვილი ბევრად ნაკლები სამიზნეა მისთვის და უთხრეს, რომ შენ ანგარიშებს დავაყადაღებთ, სანქციებს დაგიწესებთ, ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდები და პრობლემები გექნებაო, ეს იყო მთელი ისტორია”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *