უმეცრების აპოგეა

 

წარმოდგენილი დოკუმენტები თარიღდება 2005 წლით და ეხება დავით აღმაშენებლის ძეგლის დემონტაჟის ფაქტს.

ძეგლის გადატანის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების წარმომადგენელთა აქციის მონაწილეებმა განცხადებით მიმართეს მერიას, თუ რის საფუძველზე ხდებოდა დიდი ქართველი მეფის ძეგლის დემონტაჟი, რაზეც ქალაქის ხელმზღვანელების მხრიდან სრულიად გაუგებარი და არაკომპეტენტური პასუხი მიიღეს. ვაქვეყნებთ აღნიშნულ დოკუმენტებს. საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, თუ ვინ მარტავდა საქართველოს გასული 9 წლის განმავლობაში

eyiwuyi

თბილისის მერს, ბ-ნ გიგი უგულავას

ქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ ზაზა ბეგაშვილს

წმ მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით

 რესპუვლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა

 

განცხადება

 გთხოვთ, გვაცნობოთ, ვისი უშუალო განკარგულებით და რომელი დადგენილების საფუძველზე ხორციელდება ძეგლის დემონტაჟი და ქალაქის ცენტრიდან გადატანა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს 29.10.05  უკვე დაიწყო ძეგლის დემონტაჟი, გთხოვთ, პასუხი გვაცნობოთ დაუყოვნებლივ.

შესაბამისი დოკუმენტის  არარსებობის შემთხვევაში ჩვენს მიერ ეს ფაქტი განიხილება როგორც თვითნებობა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელი ც ისჯება სამართლებრივი წესით

 

აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფის სახელით:

ზ აზა დავითაია, გურამ გაგნიძე ,გია ბერძენიშვილი, ვახტრანგ მიქაძე, ოთარ მეღვინეთუხცესი, მადონა ცინცაძე, თემურ შაშიაშვილი, გელა ქოქიაშვილი,  მიქაბერიძე, გიორგი ხოსიტაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი,სიმონ დარახველიძე.თემურ ჩხეიძე, კავთუაშვილი

 

rtwuyt

 

ქ.თბილისის საკრებულოსა და მთავრობის მიმართვა

რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს

თქვენი 2005 წლის 2 ნოემბრის განცხადებაში (#11/20/20787), მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეები (15 ხელმოწერა), ითხოვთ საჯარო ინფორმაციას აქტების შესახებ, რომელთა საფუძველზე ხორციელდება ძეგლის დემონტაჟი და ქალაქის ცენტრიდან გადატანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ თავის დროზე მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის რესპუბლიკის მოედანზე განთავხების საკითხი გადაწყდა “ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლის აგების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 9 ნოემბრის #476 დადგენილების შესაბამისად. მოცემული დადგენილებით ქ. თბილსიის მერიას დაევალა მხოლოდ დამკვეთის ფუნქციის განხორციელება, სამუშაოების წარმოება და კნონტროლი.

დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნის შესახებაც გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის აქტი (განკარგულება#152, 26,05,97წ) , რომლის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყო მასზე დაკისრებული – 1997 წლის 26 მაისისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როგოცრ თქვენთვის ცნობილია, არსებულიკანონმდებლობის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მის გამომცემ ორგანოს.

პატივისცემით,

მამუკა ახვლედიანი

 

ფოტოგალერეა ეძღვნება დავით აღმაშენებლის ძეგლის დემონტაჟის წინააღმდეგ მიმართულ აქციას

[wppa]cover=25[/wppa]

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *