აკადემიკოს მაგალი თოდუას სიტყვა თემურ შაშიაშვილის გელათის აკადემიის წევრად არჩევასთან დაკავშირებით
თქვენო მეუფებავ, ბატონო ქალაქის მერო, დიდად პატივცემულო საზოგადოებავ
მე,როგორც გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, მერგო პატივი, აქ საჯაროდ დავადასტურო განცხადება, რომელიც დღეს გავაკეთე გელათის ტაძარში გაუწყოთ, როგორც თქვენ, ასევე ჩვენს ტელემაყურებელთ, მთელს ქართველ ხალხს, რომ გელათის მეცნიერებათა აკადემიის დახურულ სხდომაზე თავის საპატიო წევრად აირჩია ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართევლოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში, ქუთაისის მერი, ბ-ნი თემურ შაშიაშვილი. ამიერიდან ბატონი თეიმურაზის სახელი უკავშირდება უმაგალითო ქართველი მეფისა და გენიალური ქართველი მეცნიერის სახელს. – იგი ხდება დავით აღმაშენებილისა და იოანე პეტრიწის ორდენის წევრი. ბედნიერებაა, იყო იმ კოჰორტაში, როგორიცაა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.
ბ-ნო თეიმურაზ,
თქვენმა ნიჭმა, წიგნიერებამ ენერგიამ და სამშობლოს სამსახურში დგომამ თქვენ დიდი პოპულარობა მოგიპოვათ და მისაბაძ პოლიტიკურ ფიგურად გაქციათ, სამაგალითოა თქვენი სიყვარული მშობლიური იმერეთისადმი. ნიზამი განჯელი ბრძანებდა: “დიდებას თუ ეძებთ, იგი მხოლოდ და მხოლოდ შენს ქვეყანაში ეძიეო!”
ჩვენ ვიქნებოდით ფარისეველნი და უმადურნი, თუ არ აღვნიშნავდით თქვენს განსაკუთრებულ როლს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის დიდსა და წმინდა საქმეში და ეს მინდა ესმოდეს ყველას, ვინც ჩვენ ახლა აქ ყურს გვიგდებს და იცოდნენ იმათაც, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოვლენ.
ბ-ნო თეიმურაზ,
დღეს გიორგობაა, ქართველი ხალხის ეროვნული დღესასწაული – სულ ახლახან თქვენ შეგეძინათ ვაჟი რომელსაც გიორგი დაარქვით. გილოცავთ ამ სამ დიდ სიხარულს: გიორგობის დღესასწაულს, გიორგის დაბადებას და გიორგობა დღეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად არჩევას.
ნება მომეცით, გადმოგცეთ გელათის მეცნიერებათა კაადემიის საპატიო წევრობის დამადასტურებელი რეგალიები: დიპლომი, და გელათის აკადემიის დიდი მედალი.
მაგალი თოდუა
23.11.96წ.