გურამ კლდიაშვილი: ექსპრომტი თემურ შაშიაშვილს

18არ მიცნობ, არ გიცნობ, მაგრამ მაინც შეგიცან
რადგან გვაცნობს ერთმანეთს ჩვენი მიწა, ჩვენი ცა!

თუმცა არ გვიჭამია გაცნობისთვის მარილი
მეჩვენება, ცხოვრება ერთადა გვაქვს გავლილი!

როცა მამულს უჭირდა, შიგნითაც და გარეთაც,
არ ყოფილა სათქმელი ხმამაღლა რომ არ გეთქვას!

კარგად მახსოვს, შენს მიერ დარისხული ზარები,
როცა ზოგის მზაკვრობით ერში გაჩნდა ბზარები!

მიწიერი კაცი ხარ, მიტომ ეტრფი ამ მიწას,
მისი გამყიდველისთვის მწარე სილაც გაგიწნავს!

აღუდექი მამულის დამყოფებს და დამშლელებს,
დღეს კი ქვეყნის მომავალს შენებურად აშენებ!

არ ყოფილა საჭირო, – მიცნობდე და გიცნობდე,
მიტომ შენს სამრეკლოშიუ ერთი მეც ვარ, იცოდე!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *