მეამაყება, რომ თქვენ დიდი ზარი შემოკარით! (წერილი ბადრი პატარკაციშვილს)

 

Shashiashvili +  Badriბატონო ბადრი, დიდი ნაბიჯი გადადგით. მეამაყება. ეჭიც არ მეპარებოდა უპირველესად იმაში,რომ თქვენ საქვეყნო სათქმელს სწორედ საყრდენებს მოუძებნიდით. ზუსტ დროსაც შეარჩევდით და გაბრაზებით კი არა ჭირისუფლობით და გამბედაობით იტყოდით.

არც ხელსიუფლების რეაქციას გავუკვირვებივარ, თუმცა შეწუხებული ვარ და პირველ რიგში იმით, თუ რა აზროვნების ძალა მართავს ქვეყანას.

ოდნავაც არ ვეჭვობ, რომ თანამედროვე მსოფლიოსათვის საშიშია არა ბუნებრივი, არამედ პოლიტიკური გამოქვაბული, თქვენს გამოსვლაზე რეაქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის უმრავლესობა პოლიტიკურ გამოქვაბულშია.

ჩვენ ერთი აზრი გვქონდა და გვაქვს იმაზე, რომ ქვეყნის საყრდენიც და მისი დემოკრატიულობის საზომიც ბიზნესი, თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი მეწარმეა. ვაფასებდი და ვაფასებ იმ მეწარმეს, რომელიც არა უბრალოდ რეიტინგულ პოლიტიკურ Zალას , ან პოლიტიკას ეხმარება, არამედ დემოკრატიას, დემოკრატიულ ბუნების პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას.

ვფიქრობ, ერთი აზრი გვაქვს იმაზეც, რომ საქართველოში ამ კუთხით დიდი არღვევაა. ყველამ იცოდა რა Zალა მოდიოდა დღევანდელი პოლიტიკური ძალის სახით, მაგრამ მაინც აფინანსებდა… აფინანსებდა დიქატურას.

ქვეყანაში მარტივი სიტუაცია არ არის, ეს თქვენც გამოკვეთილად თქვით. არც შიშის და უკანდახევის დროა. ომის, ნგრევისა და დაპირისპირების გარეშე, მაგრამ ნიჭის ძალაუფლებით ეს ქვეყანა უმოკლეს დროში გამოვა კრიზისიდან.

ბატონო ბადრი

მას შემდგომ, რაც თქვენს მდივანს ვანობე, რომ თქვენთან შეხვედრის სურვილი Shashiashvili +  Badri 1მქონდა – ჩემი გუბერნატორობის დროს იმერეთისათვის გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობის სათქმელად, (ეს იყო ორ წელზე მეტი ხნის წინ) და თქვენგან ვერ მივიღე თანხმობის შეტყობინება – მე აღარ მიცდია დაგკავშირებოდით., ვფიქრობდი ჩვენი ურთიერთობა თქვენთვის არ იქნებოდაკარგის მომტანი. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი იყო ჩემთვის ეს პერიოდი – დაწყებული გაუსაძლისი ოჯახური პირობებით, ედუარდ შევარდნაძის დროს ნუგზარ შევარდნაძისათვის სასამართლოს მეშვეობით მოგებული 1,3 მილიონი დოლარის – სააკაშვილის დროს წაგებით და სასამართლოს ბაჟის ჩემზე დაკისრებით და მისი გადაუხდელობის გამო სახელმწიფოს მიერ ქუთაისში მამაპაპისეული სახლის დაყადაღებით დამTავრებული – მე თქვენთვის წერილი არ მომიწერია. მე არც მაშინ მომიწერია წერილი, როცა ტელეკომპანია „იმედი“ უიმედოდ ტოვებდა (სამწუხაროდ ასეა დღესაც) ჩვენს პოლიტიკყრ მოძრაობას, მის ლიდერებს და ამას თქვენ გიკავშირებდნენ, უფრო სწორედ, თქვენს მიერ ხელისუფლების ნების აღსრულებად მიიჩნევდნენ. ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ  ეს ასე არ იყო – თქვენ არ ხართ ის პიროვნება, რომ ასეთ რამეს დათანხმდეთ . უბრალოდ გული მწყდებოდა, რომ მართლაც წესიერებით სავსე მოაზროვნე პოლიტიკოსებისათვის  ეთერი დაიხურა და თითქმის ყველგან „თავისუფლებსი ინსტიტუტისა” დ ა კმარას აქტივისტები გახდნენ მთავარი ექსპერტები.  შედეგსაც შესაბამისს ვიმკით.

არც მაშინ მომიწერიაწერილი, როცა იმერეთის ყველა თეატრმა მთხოვა არ დაგვეკარგა კარგი  ინიციატივა, თქვენი და იმერეთის გუბერნატორების სააგენტოს ეგიდით კვლავ ჩაგვეტარებინა თეატრალური  ფესტივალი/

არც მაშინ მომიწერია წერილი, როცა  უსახსრობის გამო ჩვენი მოძრაობა ასპარეზზე ვერ გამოდიოდა და ამ დროს კი ბევრისაგან მესმოდა, რომ თქვენ მათ ეხმარებოდით.

დღეს გწერთ არა იმიტომ, რომ თქვენ გიტევენ და შეიძლება დაგჭირდეთ (ამას წერილი არ სჭირდება) , ან ჩვენ გვიჭირს და თქვენ გვჭირდებით, არამედ მეამაყება, რომ თქვენ დიდი ზარი შემოკარით.

ეს არის წერილი სიამაყის, მილოცვის თქვენი ქალიშვილის გაბედნიერების გამო. თქვენი არჩევის გამო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტად, საერთაშპრისო ებრაული ტელევიზიის პრეზიდენტად.

ეს არის თქვენდამი დიდი პატივისცემის დადასტურების და თქვენდამი დიდი მადლიერების წერილი უნიკალური პროგრამის „ თეატრალური იმერეთი – იმერეთის თეატრები ბორბლებზე“ განხორციელებაში დახმარების გამო.

და კიდევ ერთი

ეს არის წერილი იმის სურვილის, რომ არ გამართლდეს არც იმათი აზრი, ვინც ფიქრობს, რომ თქვენი გამოსვლა ეს არის ბრძოლა არა ქვეყნისათვის, არამედ საკუთარი თავის გადასარჩენად … რომ არ გამართლდეს არც იმათი აზრი, ვინც ფიქრობს, რომ თქვენ გაგაჩერებენ, გაიძულებენ ნათქვამი უკან წაიღოთ  და ძველებურად (როგორც თვითონ ამბობენ) გაეგოთ ფეხქვეშ ხელისუფლებას და არც იმათი, ვინც გვიმტკიცებს, რომ თქვენი გააქტიურება ხელისუფლებისაგან, უშუალოდ პრეზიდენტისაგან მოდის და მიზანი ის არის, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს ხელისუფლებისაგან მართვადი კაცით.

მე არც ერთი მჯერა, არც მეორე, არც მესამე, საერთოდ არ ვიზიარებ ამ განწყობის არც ერთ პროგნოზს. ვფიქრობ, ვინც ამას ამბობს, თქვენ არ გიცნობს ან გიცნობს მაგრამ ამბობს იმას, რაც აწყობს. თუ ისინი არიან მართალი,მაშინ გამოდის, რომ მე არ გიცნობთ. რაც შეეხება იმას, ვისრა უნდა – ჩვენ კარგად ვიცით რა გვინდა. პირადად მე და ჩემს მეგობრებს ერთი სურვილი გვაქვს – საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის ბუნებითი უფლებები – სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება… სადაც ხელისუფლებიის ფუნქცია იქნება არა მბრძანებლობა, ხალხის ბროდ ქცევა, არამედ კონკურენტული, ხაზს ვუსვამ – კონკურენტული გარემოს შექმნა, რადგან ვიცით, სამყაროს კონკურენცია ამოძრავებს კაცობრიობის პროგრესი მას უკავშირდება.

ბატონო ბადრი

წერილი ვრცელი გამომივიდა, მაგრამ სათქმელი გულით ვთქვი. ვთქვი ისე, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით. მაშინ როცა თქვენ იყავით თბილისში და მე იმერეთში მე ძალიან გაფასებთ და ვუფრთხილდები ჩვენს ურთიერთობებს.

დიდი პატივისცემით მინდა მოვიკითხო თქვენი შესანიშნავი დედა, თქვენი მეუღლე და თქვენი დიდი ოჯახი საერთოდ.

მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი ოჯახი დიდი პატივისცემით გეპატიჟებით ზურან ანჯაფარიძის სახლში,სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება

დრო კეთილ ადამიანებსა და საქართველოზე მუშაობს

მომავალი ამას დაადასტურებს.

 

პატივისცემით

რწმენითა და იმედით

თეიმურაზ შაშიაშვბილი

2006 წლის 3 აპრილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *