სააკაშვილი და მისი ხელისუფლება – რამდენიმე შტრიხი დახასიათებისათვის.

memoriali2

1. ყალბი ეროვნული პათოსი _ რეალობაში ეროვნული ცნობიერების დანაწევრებაზე ორიენტირებული მმართველობა

2. გარეგნულად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ლოიალური, რეალობაში გათიშვაზე, დაპირისპირებულობაზე, განხეთქილებაზე, სექტანტიზმზე ორიენტირებული მმართველობა

3. სიტყვით _ დემოკრატიული, რეალობაში _ დიქტატურასა და ძალისმიერ მეთოდებზე ორიენტირებული

4. სიტყვით _ ხალხის კეთილდღეობაზე, რეალობაში _ სოციალურ დემაგოგიაზე ორიენტირებული მმართველობა

5. სიტყვით _ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, რეალობაში, მის მიერვე დამკვიდრებული კორუმპირებული სისტემის გაძლიერებაზე, პოლიტიკური ნიშნით პიროვნებათა დაჭერა-დისკრედიტაციაზე ორიენტირებული მმართველობა;

ჩვენი დროის ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ კორუმპირებული სისტემის შემქმნელნი იჭერენ ამ სისტემის მსხვერპლთ. დრო და მომავალი ამაზე უმწვავესად იტყვის. უბედურება ის არის, რომ ამას ითმენს საზოგადოება, ხალხი, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ძალები.

6. სიტყვით ბიზნესზე, გადასახადების ლიბერალიზაციაზე, მაკონტროლებელთა შემცირებაზე, რეალობაში კი _ წარმოების გაჩერებაზე, ტოტალურ შემოწმებებზე, ადმინისტრირების გაძლიერებით მოსახლეობიდან გადასახადების ამოღების ზრდაზე ორიენტირებული მმართველობა.

7. სიტყვით ერთობაზე, რეალობაში _ გათიშვა-დაპირისპირებაზე, გამარჯვებულ-დამარცხებულ ძალთა აპერირებაზე, ხელისუფლებაში დასმენა-დაბეზღების განწყობის პირთა მოზიდვაზე ორიენტირებული მმართველობა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *