„ნაციონალების“ ინტერესები პოლიტიკურ ოფშორებში

 ანალიზისა და დაფიქრებისათვის

1. პოლიტიკოსობა თავგანწირვას უნდა ნიშნავდეს

 

oqroუკანასკნელი ოცწლეულის მანძილზე საქართველოში ეროვნული ფესვების მქონე პოლიტიკოსებს სისტემატურად უწყობენ  პროვოკაციებს, ავტოკატასტროფებს, ესვრიან ლაფს, ესვრიან გესლიან სიტყვას, ესვრიან ტყვიას… თემა, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბომბია, და თანაც – არა შენელებული მოქმედებისა.

მაშინ, როდესაც ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი დაკავებულია  არჩევნებიდან არჩევნებამდე გამარჯვებაზე ზრუნვით და შედეგად – სავარძლების გადანაწილებაზე მოლაპარაკება – ,მორიგებით, როგორც სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი იტყოდა, სახელმწიფო კაცები ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე. გვაქვს თუ არა ამის თქმის უფლება, თითოეულის განვლილი გზა აჩვენებს. ერთი აგური, ქვეყნის მომავლის მშენებლობისა, ალბათ ქვემომდებარე მასალაც იქნება.

ამ უაღრესად ფაქიზ თემაზე საუბარი პოლიტიკოსისაგან , თუ გავითვალისწინებთ ოპონენტთა სიმრავლეს და სიძლიერეს, ცეცხლის საკუთარ თავზე გამოწვევაა. გავუძლებთ – კარგი იქნება, არა და  – პოლიტიკოსი მისთვის არსებობს, რომ ქვეყანას ანაცვალოს ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია…  და არა პირიქით, როგორც ეს ჩვენში დაამკვიდრეს პოლიტიკოსის ნიღბიანმა პოლიტიკანებმა.

 

2. „ნაციონალების“ საგანგებო და სრულუფლებიანი … ემისრები

 

ხმაური, რომელიც დროდადრო „ნაციონალების“ ცნობილი სახეების ირგვლივ მიმდინარეობს, რეალურად არ გახლავთ დაკავშირებული ერთ ან რამდენიმე სუბიექტთან. ყოველგვარი მცდელობა საკითხი განხილულ იქნას პერსონალურ ჭრილში, ჩვენის აზრით იქნება ამ საკითხის გადაწყვეტის სურვილის არქონის კიდევ ერთი გამოვლინება.

პრობლემა არის არა უგულავა, კეზერაშვილი. ჯაფარიძე, ნადირაშვილი,თარგამაძე…

არ იქნებოდნენ ისინი, იქნებოდნენ სხვანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დააპატიმრებენ მათ და ყველა მათ თანამონაწილეს – გამოჩნდებიან სხვები, რომლებიც წარმატებით გააგრძელებენ იგივე საქმიანობას.

პრობლემა თავად მეწარმეობის სისტემაში არსებულ გლობალურ სიმახინჯეშია,  პრობლემა ეკონომიკის პოლიტიზირებაშია, პრობლემა პოლიტიკაში დიდი და ბინძური ფულის შემოტანაშია.

ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება პოლიტიკოსებისა  და მათთან დაკავშირებული ჯგუფების ე.წ. სამეწარმეო და საფინანსო საქმიანობის წარმართვისა, გახლავთ ამ მიზნით ოფშორული ტერიტორიების გამოყენება.  როგორც წესი, ოფშორები გახლავთ მზიანი კუნძულები- ბნელი ადამიანებისათვის .

 

3. ოფშორი უნიღბოდ

 

ვერ ვიტყვით ბოროტმა პოლიტიკოსებმა გამოაცალეს ეკონომიკური შინაარსი და ეკონომიკა მხოლოდ ლეღვის ფოთლად დაუტოვეს ოფშორულ ზონებს, თუ თავიდანვე ასეთად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ დღეს ისინი ნამდვილად წარმოადგენენ  უძლიერეს პოლიტიკურ იარაღს ტრანსნაციონალური და ზესახელმწიფოებრივი პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, რომელთა საშუალებებით დაუნდობლად იძარცვება ის სახელმწიფოები, სადაც პოლიტიკური მეთოდებით გავლენა ვერ მოიპოვეს, ან სურვილი აქვთ – გააძლიერონ.

რაც გნებავთ უწოდეთ: საერთაშორისო მაფია, ბილდერბერგის კლუბი, მასონური ლოჟა… მაგრამ სწორედ მათი ფულით ამა თუ იმ სახელმწიფოში პირველ ეტაპზე ხდება უმაღლეს პოლიტიკურ პოსტებზე მათივე ერთგული ადგილობრივი ლაქიების გამწესება, ხოლო შემდეგ იწყება ათმაგი და ასმაგი თანხების გადაქაჩვა ყველა სხვათაგან  უკონტროლებელ ოფშორულ ზონებში.

ამ თითქოს ორსვლიანი სქემით მიმდინარეობს ათობით სახელმწიფოს პოლიტიკური დაკაბალება; ამ სქემით ათობით მილიონი ადამიანის მიერ შექმნილი ეკონომიკური დოვლათი გარდაისახება ბინძურ პოლიტიკურ ფულად; ამ სქემით დიდი დოზით დამახინჯებული პოლიტიკა საყოველთაო  კეთილდღეობის საზოგადოების ნაცვლად ქმნის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით მოცულ საზოგადოებას; ამ სქემით იქმნება სამართლებრივი გარემო, რომელშიც შეუძლებელი ხდება იმ პიროვნებების დასჯა, რომელნიც ერთგულად ემსახურნენ ოფშორული ზონების რეალურ მეპატრონეებს საკუთარი ხალხისა და სახელწმიფოს წინაშე უმძიმეს დანაშაულებათა ფასად.

ვიცით, ბევრი და ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება ჩვენს ამ დებულებას, ამიტომ რამდენიმე ფაქტი და ციფრი ოფშორების შესახებ:

სახელმწიფოსათვის სასარგებლო ინვესტიციების მოზიდვის და რეალური ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების, საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირების ერთ-ერთ უპირველეს მტრად თანამედროვე მსოფლიოში ასახელებენ ოფშორული ზონების არსებობას. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირზე ამოტივტივებული თემაა. ღრმად და რეალურად, საქმე გვაქვს ოფშორების სრულ პოლიტიზაციასთან, ამ, თითქოს ეკონომიკის აყვავებისათვის შექმნილ სისტემას აქვს გაცილებით საშიში და რეალური შინაარსი: პოლიტიკური ფარული წრეების დაკვეთების შესრულება მესამე სამყაროს ქვეყნების პოლიტიკური დაკაბალების მიზნით… და ეს კეთდება ყველაზე ბარბაროსული მეთოდებით, რომელშიც ჩართულია ადგილობრივ არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსთა  ფართო წრეები.

ეს თემა მთლიანად ბნელით არის მოცული და უცხოურ მოწყალებას შეჩვეული პოლიტიკოსები, არასამთავრობოთა ხელმძღვანელები, არაკეთილსინდისიერი ფინანსისტები, საეჭვო საქმიანობის მეწარმეები,  როგორც წესი, თავს არიდებენ ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან ირიბად თუ პირდაპირ, თავად არიან ამ პროცესის მონაწილენი.

თავს არიდებენ ისინიც, რომელთაც, უბრალოდ არ სურთ სერიოზული პრობლემები შეიქმნან. ასეთები კი აუცილებლად ექმნებოდათ და შეექმნებათ , ვინც გაბედავს  და შეეხება ამ მეტად  ჩაკეტილ თემას.

შევეცდები, როგორც პოლიტიკოსმა, და არა არავითარ შემთხვევაში, როგორც ამ თემის სპეციალისტმა,  ჯერ ჩამოვაყალიბო ის საშიშროებანი, რომელთაც ოფშორი უქმნის საქართველოს, ხოლო შემდეგ რამდენიმე ციფრით განვამტკიცო ჩვენი ვარაუდები.

 

4 . ექვსი დიდი უბედურება

მაშ ასე, პოლიტიკოსის აზრით, ოფშორის ექვსი დიდი უბედურება:

პირველი დიდი უბედურება  – რეალური ეკონომიკის ერთი სექტორი იმყოფება პრივილეგირებულ პირობებში, რითაც ირღვევა დავოსის 2010 წლის შეხვედრის ორი მთავარი გადაწყვეტილებიდან  ერთ – ერთი: კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა სახელწმიფოს მიერ ;

მეორე დიდი უბედურება – იგივე სექტორი გადასახადებს იხდის არა საქართველოს, არამედ ოფშორის მოცემული სახელმწიფოს კანონით, რაც წარმოადგენს საქართველოში გადასახადების გადახდაზე თავის არიდებას, ხოლო ირიბად,  საერთოდ არასათანადო ოდენობით გადასახადების გადახდას ;

მესამე დიდი უბედურება  – ოფშორები თავისი არსით, ეს არის გაქცევა ქვეყნის იურისდიქციისგან. ეს არის მსოფლიო ეკონომიკის „შავი ხვრელები“ , გნებავთ, უწოდეთ „თეთრი ლაქები“ ;

მეოთხე დიდი უბედურება – რეალური ეკონომიკის პროდუქტი, რომელიც იქმნება ქართული ნედლეულით, ქართული ენერგორესურსებით, ქართული ინტელექტით და ქართული შრომითი ძალით, ხდება გაურკვეველი წრეების, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ, გამდიდრების წყარო.;

მეხუთე დიდი უბედურება – ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ოფშორებთან ურთიერთობების განვითარებას ოფშორების რეალური მეპატრონეებისაგან იღებს გრძელვადიან ხელშეუხებლობის გარანტიას იმ პერიოდისათვის, როდესაც ის აღარ იქნება ხელისუფლებაში;

მეექვსე დიდი უბედურება – ეროვნული ნედლეულით, ენერგორესურსებით, ინტელექტითა  და მუშა ძალით შექმნილი  მატერიალური დოვლათით ოფშორის გავლით უკონტროლოდ მდიდრდება ადგილობრივი ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი ოლიგარქია, რომელიც აღნიშნულ ზემოგებას აბანდებს არა კვლავწარმოებაში, ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის,  არამედ თავისი პოლიტიკური ზეგავლენისა და არასამართლებრივი მეთოდებით  მართვის გახანგრძლივების მიზნით ამ თანხებით აძლიერებს რეპრესიულ აპარატს, მის სადამსჯელო მატერიალურ ბაზას(!).

 

5. უცნობი კუნძულების ხიბლი

ახლა კი იმის შესახებ,  თუ რას წარმოადგენენ  პოლიტიზირებული ეკონომიკის ეს ფანტომები, რომლებიც ერთის მხრივ, რეალურ მომაკვდინებელ საშიშროებას უქმნიან საქართველოზე ათასჯერ ძლიერ ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ხოლო მეორეს მხრივ,საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დღესაც კი თავს უფლებას აძლევს,  მათ ბიზნესის ჩვეულებრივი მოვლენა უწოდოს.

დღეისათვის გამოყოფენ ოფშორების სამ ჯგუფს: ანგლო-საქსურ ბირთვს, ბენილუქსის ქვეყნებს და ყველა დანარჩენს.

მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ თორმეტი ოფშორული ზონა მოქმედებს, აღარაფერს ვამბობთ პერიფერიული ზონის ათობით კუნძულზე, რომელთა დასახელებები გაგონილიც არ ექნება ბევრს. რად ღირს: არუბა, კიურასაო, სენტ-მარტენი და ა.შ (!)სულ რაღაც 1500 – 1900 დოლარად შეიძლება ფირმის დარეგისტრირება ბელიზში, დომინიკას თანამეგობრებაში, სენტ-ვისტი და ნევისში…

აქ ერთი არათემატური პარალელის გავლებაც შეიძლება. მაშინ, როდესაც ევრო-ატლანტელი მეგობრები საქართველოს წლების მანძილზე აბარებინებენ ათასგვარ გამოცდებს , ათასობით საგზაო რუკით, ყველაზე აქტიური და თბილი ურთიერთობებით  არიან დაკავშირებულნი ზემოთ დასახელებული ნაკლებად ცნობილი კუნძულების , აგრეთვე ტრინიდადი და ტობაკოს , კაემანის კუნძულების და სხვა მრავალთა ხელისუფლებებთან, სადაც დაკანონებულია სკვდილით დასჯა, ფიზიკური სასჯელის არაერთი სახე,  ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია. ბრიტანეთს  დიდად არც ჰოლანდია ჩამორჩება. ნიდერლანდებში მოქმედებს 20 ათასი ე.წ. „საფოსტო კომპანია“ , რომელსაც არავითრი საერთო არ აქვს ფოსტასთან და თავის მხრივ დაკავშირებულია  12 500 სპეციალურ საფინანსო კომპანიასთან. მათი გავლით წლის მანძილზე სამი-ოთხი ტრილიონი დოლარი მოძრაობს ოფშორულ ზონებში.  ნიდერლანდების განს აკუთრებული აქტივობა საქართველოში კი სულ სხვა თემაა და მასზე ცალკე ვისაუბრებთ უახლეს მომავალში. ვფიქრობთ, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს,რატომ გააქტიურდა ეს პატარა ევროპული სახელმწიფო მისტვის აქამდე უცნობ საქართველოში.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ნიდერლანდებიდან, ლუქსემბურგიდან დ ა ირლანდიიდან  კაპიტალის ყოველწლიური ექსპორტი აღემატება კაპიტალის ექსპორტს აშშ-დან.

ანალოგიური მონაცემი კარიბის ზღვის კუნძულებისა, შეადგენს აშშ-ის კაპიტალის ექსპორტის მეხუთედ ნაწილს.

 

6. ობამა, ბენედიქტი და ოფშორები

საერთაშორისო ორგანიზაციების დაანგარიშებით, ოფშორებში განთავსებულია 21-31 ტრილიონამდე დოლარი. და ეს ისეთი ფინანსური აქტივების გარეშე, როგორიცაა იახტები, ციხე-დარბაზები, ფუფუნების საგნები, ხელოვნების შედევრები… რაც შვეიცარული „კრედიტციუსი“ -ს ბანკის შეფასებით 2011 წელს 231 ტრილიონ დოლარს  შეადგენდა.

ეს ციფრები მოვიყვანეთ, რათა ყველაზე ზედაპირული წარმოდგენა შეგვექმნა ოფშორების სიძლიერეზე.

ახლა ორიოდ ციფრი, თუ როგორ იქმნება ეს საარაკო სიმდიდრე:

ოფშორების საშუალებით განვითრებადი ქვეყნებიდან 1970-2010 წლებში გავიდა 7,3-დან 9,3 ტრილიონ დოლარამდე . (სულ წელიწადში შეადგენს 200 მილიარდ დოლარს) . პროცენტების გათვალისწინებით რეალურად 9,3 ტრილიონი იზრდება 15 ტრილიონ დოლარამდე.

ოფშორების საშუალებით გადასახადებისაგან იმალება 21-დან 32 ტრილიონ დოლარამდე. წარმოიდგინეთ. ამ თანხიდან რომ მომხდარიყო თუნდაც 3%-ის გადახდა სახელწმიფოს სასარგებლოდ, როგორ იცხოვრებდნენ  განვითარებადი ქვეყნების ნახევრადმოშიმშილე მოქალაქეები.

აღნიშნულმა მოვლენამ იმდენად საშიში სახე მიიღო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა იძულებული გახდა ღია ბრძოლა გამოეცხადებინა ფინანსების ოფშორებში  გადინებისათვის. სწორედ ობამას შეუვალმა პოზიციამ აიძულა ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია გამჭვირვალე გაეხადათ ინფორმაცია 30 ათასი ამერიკელი გადასახადისგადამხდელის შესახებ, რამაც აშშ-ის ბიუჯეტს 2009 და 2011 წელს დამატებით მოუტანა 2 მლრდ 700 მლნ დოლარი.

მაგრამ ეს წვეთია ზღვაში, ვინაიდან ექსპერტთა შეფასებით, ამერიკელებს ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარი გააქვთ ოფშრებში.

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ფედერალური კანონმდებლობით სახელმწიფოში არ არსებობს ოფშორები და ოფშორული ზონები, ქალაქ დელავერის ერთ პატარა, ერთსართულიან შენობაში კანონით რეგისტრირებულია 6500 კორპორაცია და 217 ათასი შვილობილი კომპანია.

აღნიშნულმა მოვლენამ იმდენად ამორალური სახე მიიღო. რომ რომის პაპმა ბენედიქტ XXVI-მ კურთხევა მოუხსნა ოფშორებში ეკონომიკურ საქმიანობას.

 

7. ოფშორი – პოლიტიკური მართვის უძლიერესი იარაღი

საყურადღებოა, რომ ოფშორებში ფინანსების გადინება ხდება სწორედ განვითარებადი ქვეყნებიდან. 2011 წელს პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: რუსეთი – 191 მლრდ. დოლარი, ჩინეთი – 151 მლრდ.დოლარი, ინდოეთი – 85 მლრდ. დოლარი. წლის მანძილზე საერთოდ არალეგალურად გატანილმა თანხამ შეადგინა 1 ტრლნ. დოლარი.

იგივე ოდენობის თანხა შეადგინა 20 წლის მანძილზე რუსეთიდან არალეგალურად გატანილმა ფინანსებმა. რუსეთი ამ მხრივ ნამდვილ ალყაში აღმოჩნდა. ჩვენში ავად ცნობილი რაო-ეესის სტრუქტურების 25% რეგისტრირებულია ოფშორებში. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სტრუქტურებისა და საფონდო ბიზნესის სტრუქტურების ოფშორებში გატანილი წილი კარგა ხანია გადასცდა 50%-ს

ოფშორებში  სერიოზული ინტერესი აღმოაჩნდა რუსეთის არაერთ სახელმწიფო პირს. თავად პირველი ვიცე-პრემიერის  ჩათვლით. რუსებს არც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ორთავ ქალიშვილი ჩამორჩა. მალაიზიის ყოფილი პრემიერის მაჰატჰირ მოჰამედის რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ევროპული ცივილიზაციის აკვნის – საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საარჩევნო კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ექს-ხაზინადარი აღმოჩნდა კაემანის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კოპანიის მფლობელი. „ოფშორების არისტოკრატიის“ ამ გარელეაში უცხოელი ექსპერტების აზრით ღირსეული ადგილი უჭირავს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს რვაფეხასავით მოდებულ ძმებ ბეჟუაშვილებს ბაზად მარშალის კუნძულების ოფშორები ჰქონდათ შერჩეული.

საერთოდ, უნდა ითქვას,  რომ არაქართული ფესვების მქონე გვარგადაკეთებულ სუბიექტებს არა მხოლოდ მფარველობენ დიდ დედაქალაქებში, არამედ ხელგაშვილი ხვდებიან ვირჯინიის კუნძულების, დომინიკის, ბაჰამის კუნძულების, ანტილიის კუნძულების ოფშორებში. ამ ათასგვარი კუნძულების ჩამონათვალს აგრძელებენ კუკის კუნძულები, კუნძული მადეირა, მავრიკი, სამოა… მართული ოლიგარქების ნამდვილი ინკუბატორები.

სამწუხაროდ, არავინ ამბობს, თუ რა მდგომარეობაშია ამ მხრივ საქართველო;  რეალური ეკონომიკის რა წილი ( პროცენტი) არის დაფიქრსირებული ოფშორებში; ოფშორებში დაფუძნებული ფირმები ღებულობენ თუ არა სამთავრობო დაკვეთებს, გრანტებს, გარანტიებს, სხვადასხვა სახის დაფინანსებას; სახელწმიფო სტრუქტურები უშუალოდ არიან თუ არა დაკავშირებული ოფშორებში განთავსებულ ფირმებთან.

 

8. ნაციონალების კონცენტრირებული პორტრეტი

აღნიშნულ და სხვა მრავალ მიზეზთა გამო, კიდევ ერთხელ ვადასტურებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ერთეულ პოლიტიკოსთა  და მათ თანამოსაქმეთა დასჯით მდგომარეობა არ შეიცვლება , თუ არ აღმოიფხვრა საქართველოს რეალური ეკონომიკის ურთიერთობები ოფშორულ ზონებთან, ხოლო ჩვენი მოკლე ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართულნი  ისინი, მათთან დაკავშირებული გუნდები და რას უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ .

გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ძმანი მისნი, გახლავთ ერთ პიროვნებაში კონცენტრირებული „ნაციონალური მოძრაობის“ პორტრეტი, ისევე, როგორს არაერთი ცნობილი სახე, დასავლეთს შეფარებული, თუ  კვლავაც საქართველოში უტიფრად მობობოქრე.

ქართული მეცნიერების, კულტურის, ცნობიერების არაერთი ჯალათის დღევანდელი მდგომარეობა, მათზე მამობრივი მზრუნველობა დასავლეთის გარკვეული წრეებიდან, მათი დასაქმება უმაღლეს  სასწავლებლებში, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში,მათ იურიდიული დამცველების მხრივ, საქართველოს დღევანდელი მთავრობის შეურაცხმყოფელი  განცხადებების გაკეთება ნათელი მაგალითია, თუ როგორ ზრუნავენ ისინი ქართული სახელმწიფოს  დაკაბალებაში, ქართული ცნობიერების დანგრევაში, ქართული საზოგადოების ფიზიკურ განადგურებაში, ქართველი ერის გენოციდში მხილებულ, მაგრამ მათ ერთგულ ხელისბიჭებზე.

რაოდენ სამწუხაროა, რომ ქვეყნის არც სამთავრობო, არც არასამთავრობო სექტორში არ მოიძებნა სპეციალისტები, რომ არგუმენტირებული პასუხი გაეცათ გაურკვეველი ტომისა და ზნეობის ადვოკატების ოსელიენ ჰამელისა და ანტონ ლევის პასკვილზე, რომელიც თავის შინაარსით უხეში ჩარევაა საქართველოს ახალი  მთავრობის პოლიტიკური ნების განხორციელებაში.

მაგრამ, უცხოელთაგან რა უნდა გვეწყინოს, როცა ქართველი ხალხის სისხლით შეღებილ სააკაშვილის მაქებართა მისი მმართველობის წლების დიდებულ ეპოქად მომხსენიებელ უცხოელ პატრონებს დიდი ზარზეიმით ხვდებიან დღევანდელი ხელისუფალნი და მათ ქართველი ხალხის ძველ და ერთგულ მეგობრებად წარმოგვიდგენენ (?!)

 

9.  მართული მდიდრების ხელისუფლება ნეო-კოლონიაში

 

ვიცი, ამ მოსაზრებისათვის ბევრ რამეს დამაბრალებენ, მაგრამ, ხომ უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში: მასონიზმი არ ცნობს ეროვნული ცნობიერების არც მეწარმეს, არც პოლიტიკოსს, არც რიგით მოქალაქეს. ის ყოველთვის ეყრდნობა გვარშეცვლილ, ეროვნება შეცვლილ, ზნეობაშეცვლილ, გაურკვეველი ფესვების მქონე, კოსმოპოლიტიური აზროვნების ადგილობრივ ნაძირლებს. ვიტყვი გარკვევით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა, არამედ იმ ადამიანთა სრული მხარდაჭერა, რომლებიც სწორედ უცხოეთის გარკვეული წრეების  მხარდაჭერით ჯერ კიდევ 1996-1997 წლებიდან  ქართველი ხალხის ბარბაროსული ძარცვით საარაკოდ გამდიდრდნენ. მაგრამ ეს სულაც არ გახლავთ ცალმხრივი თანადგომა. „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სწორედ ოფშორების წყალობით გამდიდრებულნი, დღესაც არიან უცხოელ პატრონთა ლაქიები და ხელისბიჭები. ქვეყნის უბედურებაა, რომ საერთაშორისო მასონურმა წრეებმა შეძლეს საქართველოში შეექმნათ მათგან მართული ფინანსური ოლიგარქიის, ანუ მართული მდიდრების საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ბირთვი. და თუ ვინმე  ამბობს, რომ ეს ბირთვი დღეს  ჩამოცილებულია სახელწმიფოს მართვა-გამგეობას, ან მწარედ ცდება. ან, უბრალოდ – ტყუის.

ქვეყნის უბედურებაა, რომ საერთაშორისო მასონურმა ძალებმა შეძლეს ფულად-სასაქონლო ურთიერთობების ისეთი მექანიზმის შექმნა, როდესაც ქვეყნიდამ გაედინება იაფი მუშახელითა და ენერგორესურსებით მოპოვებული ნედლეული, შექმნილი ნახევარფაბრიკატი, რითაც იღებენ ფინანსურ ზემოგებებს, ხოლო სანაცვლოდ შემოედინება დაბალი ხარისხის მზა საქონელი. ამას თუ დავუმატებთ ქართველი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უკონტროლო გადინებას, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი  შეადგინა, მივიღებთ ტიპიურ  ნეოკოლონიურ სახელმწიფოს.

მაშ ასე: ქვეყნიდან გადის ნედლეული – შემოდის მზა ნაწარმი; ქვეყნიდან გასულია მოსახლეობის მეხუთედი; ქვეყნის მართვა-გამგეობა ბოლო 15-17 წლის მანძილზე ხორციელდება გარედან თავმოსხვეული მართვადი პოლიტიკური ოლიგარქიის მეშვეობით.

თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ვცდები, ან ვტყუი, ბედნიერი ვიქნები. ხოლო თუ მართალს ვამბობ – რაღა დარჩა კოლონიის კლასიკურ გაგებამდე? რით არ არის ეს ნეოკოლონიალიზმი?

და ეს პროცესი გრძელდება… ისევე, როგორც თავის დროზე გარე ძალების პოლიტიკური ერთგულებით დაიმკვიდრა კეზერაშვილმა ადგილი ქართულ პოლიტიკაში და „ბიზნესში“, დღეს ეს ადგილი უკავია პარტიას, რომელიც არასდროს ყოფილა ქართული ცნობიერების, დამოუკიდებლად არასდროს გადაულახავს საარჩევნო ბარიერი, ბოლომდე არასდროს უერთგულია პარტნიორისათვის. გასაგებია, რომ მათ შეასრულეს ერთგვარი მეხამრიდის როლი მასონების თავდასხმებისაგან მაშინდელი პრემიერის დასაცავად. მაგრამ ძალიან ძვირი ხომ არ დაჯდა?

„ნაციონალების” დროებითი დასუსტებისა და მოჩვენებითი ჩამოშორების ნაცვლად აზროვნებით არაქართველთა, მეტიც, ქართველთმოძულეთა აღზევება, არა მგონია სწორი ნაბიჯი იყოს. და საერთოდ, თუ ადამიანი მზად არ არის თავგანწირვისათვის – დიდ პოლიტიკაში მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფის იმედით  არ უნდა წავიდეს. მითუმეტეს, თუ ამისათვის მას არც ინტელექტუალური, არც სახელმწიფო მშენებლობის, არც სხვაგვარი მზაობა არ გააჩნია.

მაგრამ, მივუბრუნდეთ ძირითად თემას.

სამწუხაროდ, ჩვენში დაივიწყეს, რომ წლების მანძილზე რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, თავად გახლავთ  „ნაციონალური მოძრაობის“ თანადამფუძნებელი. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს  მათი მუდმივი სოლიდარობა, სრული ურთიერთმახრაჭერა და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა, არ უნდაგაგვიკვირდეს ბატონ ბერძენიშვილის განცხადება რომ სააკაშვილს მეტი ავტორიტეტი გააჩნია, ვიდრე მთელს დანარჩენ საქართველოს.

უკვე ამ პარტიის შემცვლელებიც მზადდებიან ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახე  და გვევლინებიან უცხოეთიდან ღიად დაფინანსებულ პოლიტიკურ სუბიექტებად, რომელთაც ყოველთვის ყველა საკითხზე გააჩნიათ პასუხი, ოღონდ ისევ უცხოეთიდან ნაკარნახევი. .. რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს  საზიანოდ.

ზოგადად, ეს წრეები: პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური – მზად არიან გაწირონ არა მხოლოდ ეროვნული, არა მხოლოდ საერთო-საკაცობრიო, არამედ, ის დასავლური იდეალებიც კი, რომელთაც თითქოს ემსახურებიან. ისინი მზად არიან საქართველოს მოსახლეობას შეაძულონ დასავლეთის ცივილიზაციის ჭეშმარიტი ფასეულობანი, თუ ამ გზით განახორციელებენ მასონების უმაღლესი ეშელონების დაკვეთებს; თუ ამ გზით დაიკმაყოფილებენ განუზომელ მოთხოვნილებებსა და ამბიციებს; თუ ამ გზით მიაღწევენ პოლიტიკური და ფინანსური პირამიდის მათთვის მიუღწეველ სიმაღლეებს.

 

10.  დღეს ამ ახალგაზრდის იმედი მაქვს

 

ამ მასალაზე მუშაობის დროს რჩევა დავეკითხე არაერთ მეცნიერს , საზოგადო მოღვაწეს, პრაქტიკოს მეწარმეს. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ დრო არ ითმენს, პრობლემა თუ დროულად არ გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ, ქვეყანა საბოლოოდ ჩაეფლობა ჭაობში, რომელსაც  ოფშორული უბედურება და გარედან მართული  მდიდართა რეალური ხელისუფლება ჰქვია.

შემომთავაზეს, რომ გვეჩვენებინა გზები სამომავლო საქმიანობისა.

ვფიქრობ, მუშაობა იმ ექვსი უბედურების აღმოსაფხვრელად, რომელთა თაობაზე ზემოთ გვქონდა საუბარი, თავად იქნება პირველი ნაბიჯი, გადადგმული ამ მიმართულებით, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის მიერ, რომლისაც დღეს ნამდვილად მჯერა.

თავს უფლებას მივცემ,  ერთი ლირიული გადახვევა გავაკეთო დასასრულ.

დაახლოებით მეც იმ ასაკისა გახლდით, როდესაც ქალაქის პირველი ხელმძღვანელი გავხდი.  ახალგაზრდას, თუ სინდის-ნამუსი წესრიგში აქვს, მთების გადაბრუნება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს, ასე იქცევა.

ჩემი ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ, ყველა ფირმას, რომელსაც ქუთაისის ტერიტორიაზე ფუნქციონირების სურვილი ჰქონდა, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ყველა გადასახადი გადაეხადა ქუთაისში. შედეგად მივიღეთ,  რომ არათუ რესტორანს, ცნობილ საქაბაბეებსაც კი გაცილებით მეტი ბრუნვა და აქედან გამომდინარე, გადასახადები უფიქსირდებოდათ, ვიდრე ზოგიერთ ძალიან დიდსა და ძალიან მდიდარ რეგიონს.

გამოდის  – მთავარია პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა, პატიოსნებასთან და გამოცდილებასთან ერთად.

მთავარია პოლიტიკური ნება ხელისუფალისა!!!

რაც შეეხება სხვა მომენტებს, ჩვენ მრავლად ვხედავთ, მაგრამ შეუძლებელია, ყველაფრის თავმოყრა ერთ სტატიაში. ამით ვთავაზობთ თანამოაზრეებსა და ოპონენტებს დაფიქრებას, დისკუსიას, აზრის გამოთქმას და გაბედულ, რეალურ მოქმედებას. მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ დრო არ ითმენს!  ქვეყანა ღრმად არის ჩაფლული პოლიტიკური ოფშორების ჭაობში!!!

 

“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

დოკუმენტი მომზადებულია 2014 წლის იანვარში

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *