დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო! (სტენოგრაფიული ჩანაწერი)
დავით გველესიანი ჩვენ წარმოვადგენთ საინიციატივო ჯგუფს. ჩვენს უკან დგას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხალხს წარმოადგენს, ხალხის, რომელმაც აირჩია, მტავრობა. დადგა ის დრო რომ ხალხი გააქტიურდეს და პასუხი მოთხოვოს იმ ადპირებებზე, რისთვისაც ჩვენ მთავრობა ავირჩიეთ.
რომ არ მოხდეს წყვეტა ხალხსა და მთავრობას შორის, ხალხმა უნდა გააკონტროლოს, როგორ შესრულდა მისი დანაპირები.
2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ავირჩიეთ ახალი ხელისუფლება, დღეს ჩვენ გავაჟღერებთ მიმართვას, რომელიც გაავრცელა საინიციატივო ჯგუფმა. სამი რგოლი ჩამოყალიბდა – ხელისუფლება „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“სახით და ხალხი, რომელიც დარჩა ყოველგვარი უფლების გარეშე. ნაციონალების განცხადება, რომ „ქართულოცნებას“ გადააბარეს აწყობილი ქვეყანა. ხელისუფლება, რომელიც აცხადებს რომ ყველა დაპირება გადაჭარბებით შეასრულა და ხალხის მზარდი უკმაყოფილება, როცა ღარიბი უფრო ღარიბი გახდა და მდიდარი უფრო გამდიდრდა.
ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და მოთხოვოს მთავრობას პასუხი დაპირების შესრულებაზე.
წარმოგიდგენთ საინიციატივო ჯგუფის განცხადებას
ლევან ფირცხალავა/ დეკლარაცია შედგება 22 პუნქტისგან. და ის გამოხატავს ყველაფერს,რაც აწუხებს ხალხს. ჩვენი ერის განვითარებისთვის სახიფათოდ მივიჩნევთ იმ რეალობას, რაც არის დღეს გამეფებული. აბუჩად არის აგდებული მატიოსნება, ოჯახის ინსტიტუტი, თაობათა კავშირი. რაც აუცილებელია ჩვენი ერის განვითარებისათვის
თემურ შაშიაშვილი : ჩემთვის სასიამოვნოა, რომ სულიერებით სავსე და ეროვნული განწყობის ადამიანებთან ერთად მომიწია მუშაობა. ორი მათგანი დღეს აქ იმყოფება. ბატონი დავით გველესიანი, რომელმაც ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად უდიდესი სახელოვნებო მწვერვალები აიღო, ბატონი ლევან ფირცხალავა თეოლოგი, მეცნიერი, მწერალი. სწორედ ასეთი პიროვნებებით არის წარმოდგენილი საინციატივო ჯგუფი.
მარტივი რამ ხდება, რასაც ხაზგასმა სჭირდება. ამ დიდ საქმეს ანუ, რა დაპირებებით მოვიდა “ქართული ოცნება” და როგორ შეასრულა, ამაზე დაპატრონება უნდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს იქნება კატასტროფა, თუ “ნაციონალური მოძრაობა” აიღებს იმ დროშას ხელში, რასაც ნიშნავს “ქართული ოცნების” მიერ მოცემული დაპირებების შესრულება თუ შეუსრულენლობა. ეს არის არა ხალხზე ფიქრი, არამედ პოლიტიკური, როგორც იტყვიან, სიმახინჯით ჭიდაობა ერთმანეთს შორის, ამიტომ, სწორია, როდესაც საინიციატივო ჯგუფი ამბობს, არც “ნაცმოძრაობამ” არც რომელიმე ჯგუფმა, არც პარლამენტმა, არამედ ხალხმა უნდა გააკონტროლოს, რა პირობებით მოდის ესა თუ ის ხელისუფალი და როგორ ასრულებს მას.
ბატონმა დავითმა თქვა, კონფლიქტი ძალიან სერიოზულია. ამას წინათ სააკაშვილმა უტიფრად განაცხადა, აყვავებული ქვეყანა ჩაგაბარეთო, მთელი “ნაცმოძრაობა” ამაზე საუბრობს. ბატონმა ბიძინამ თქვა, რაც დაგპირდით, გადაჭარბებით შევასრულეთ, ხალხი ამბობს: ჩვენ ვართ მიტოვებული და ხალხი ამბობს, რომ ჩვენ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს საქართველო!
დიახ, პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს საქართველო. ხალხი რეალურად ვალდებულია, არა უბრალოდ გამოფხიზლდეს, არამედ, რეალური ეროვნული განწყობის ხელში აღებით შეძლოს ის, რომ მსახურს მსახური დაერქვას და ხალხს დაერქვას ის, რაც არის სინამდვილეში – ხელისუფლების წარმართველი. დღეს შეიცვალა სიტუაცია, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ის არის უფროსი და ჩვენ, ანუ ხალხი ვართ მისი მსახური, ეს არის კატასტროფა.
დღეს რეალობა არის ძალიან რთული და ამ ეტაპზე საშიშია არა იმდენად “ნაცმოძრაობა”, რამდენადაც ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც თავი წამოყვეს. აშკარაა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ სიმშვიდე ქვეყანაში. არეულობის დროს უფრო ძლიერდება ხალხისგან მათზე მოთხოვნა.
დღეს არ მსურს კონკრეტულ პილიტიკოსებზე ვისაუბრო, მაგრამ მუდმივად ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები, მუდმივად მლანძღავი და მაკრიტიკებელი პოლიტიკური ძალები ქვეყანაზე კი არა საკუთარ სკამზე მეტად ფიქრობენ. ადამიანები, რომლებსაც რეალურად არაფერი გაუკეთებიათ არასდროს, თანამდებობაზე არ ყოფილან, როცა ხედვენ რომ ხელისუფლებას უჭირს, კრიტიკით და ლანძღვით გამოჩნდებიან პოლიტიკურ არენაზე, დღეს ესენი უფრო საშიშები არიან, ვიდრე “ნაცმოძრაობა”.
ხალხს აქვს ჩამოყალიბებული თავისი შეხედულება “ნაცმოძრაობაზე”. ხალხმა იცის, თუ რა საშიშროება ემუქრება ქვეყანას მისი ძალაუფლებაში მობრუნების შემთხვევაში, მაგრამ ბევრმა არ იცის რა საშიშიაა მაკრიტიკებელი , მუდამ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სწორედაც რომ აწყობთ ქვეყანაში არეულობა პოლიტიკური გამორჩენის მოპოვებისთვის. ისინი აკრიტიკებენ ყველას, “ნაცმოძრაობასაც”, “ქართულ ოცნებასაც”, ბიძინა ივანივიშლსაც და მუდმივად საკუთარ წესიერებაზე საუბრობენ. პოლიტიკოსის წესიერებაზე თავად კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ ამას უპირველესად მეზობლები, მეგობრები, ახლობლები, სკოლის თუ ინსტიტუტის მეგობრები, თანამშრომლები უნდა ლაპარაკობდნენ. ამაზე ხალხი უნდა ლაპარაკობდეს. სწორედ ეს პოლიტიკოსები, რომლენიც მუდამ საკუთარ წესიერებაზე საუბრობენ, ფინანსებოდნენ თავის დროზე შევარდნაძისგან თუ პატარკაციშვილისგან, სააკაშვილისგან, დღეს კი ივანიშვილისგან.
საერთოდ, ივანიშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, იმ პოლიტიკური ძალების დაფინანსებით, რომელბსაც საქართველოსთვის სიკეთე არასდროს უკეთებიათ. ეს იყო დამღუპველი გზა, მას არ უნდა დაეფინანსებინა არც ერთი პოლიტიკური ძალა. ყველას ერთნაირი სასტარტო პირობა უნდა ჰქონოდა. და დღეს არის სწორედ საჭირო ხალხის გამოფხიზლება. რაც მეტი ფული იხარჯება არჩევნების დროს, მეტი სიღარიბე და კორუფციაა გამეფებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში. ეს მძიმე პროცესი – სიღარიბისა და ელიტური კორუფციის პროცესი ძლიერდება, ხალხი ამას უკვე გრძნობს, ამაზეა ლაპარაკი ქუჩაშიც, მეტროშიც, ავრობუსშიც და მატარებელშიც.
ვინც ლაპარაკობს, რომ დიდი ფული არ დახარჯულა არჩევნების დროს,, მათ პასუხად მარტივ მაგალითს მოვიტან. დააკვირდით ლარის მდგომარეობას, საარჩევნო და არასაარჩევნო თვეებში. არასაარჩევნო თვეში საარჩევნო თვესთან შედარებით, ლარი 5 ლარით, ანუ 3% -ით განმტკიცდა. ეკონომიკაში გარკვეული ყოველი ადამიანისთვის ეს მიმანიშნებელია იმისა თუ რა დიდი თანხები დაიხარჯა არჩევნების პერიოდში.
დღეს ამ ხელისუფლების ყველაზე მძიმე რგოლი არის ადგილობრივი ხელისუფლება და ის ხალხი, რომლებიც ნულოვანი აუქციონიდან მოდიან. ხალხმა თავის დროზე დათმო ის, რისი მფლობელიც იყო ქვეყანა, ანუ ქვეყნის სიმდიდრე თავის დროზე გაიყიდა ნულოვან აუქციონებზე და დღეს ადგილებზე ხელისუფლებაში მოსულია ის ძალები, რომლებმაც თავის დროზე ნულოვან აუქციონებზე კაპიკებში ჩაიგდეს ხელში ქვეყნის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი. იმერეთის და ქუთაისის მაგალითზე ვსაუბრობ, ის პიროვნები რომლებმაც ხალხის სიმდიდრე ჩაიგდეს კაპიკებად, ნაცვლად იმისა, რომ სირცხვილის გრძნობა აწუხებდეთ და თავდახრილნი დადიოდნენ, გათავხედდნენ – ადგილებზე დაეპატრონენ ხელისუფლებასაც. ხალხის კუთვნილი კაპიკებში მიითვისეს, ხელისუფლებაც იყიდეს და ხალხზე უფროსობით ტკბებიან.
მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე წარმოგვიდგენია და ამ მდგომარეობას ართულებს ის (არ ეწყინებათ ჩემს მეგობრებს ), რომ ინტელიგენციის წარმომადგენლები ემსახურებოდნენ და დღესაც ემსახურებიან იმ პიროვნებებს, ვინც ქვეყანა დაიმონეს. სააკაშვილის მხარდაჭერ ინტელიგენციას მივმართავ, ნუთუ არ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმის გამო თუ რა საშინელებები ტრიალებდა 9 წლის განმავლობაში?!
ივანიშვილის მხარდამჭერი ინტელიგენციის წარმომადგენლებიც მხოლოდ მსუბუქად არიან შეწუხებულები დღევანდელი მდგომარეობით, ნაცვლად იმისა, რომ მივიდნენ მასთან და უთხრან, ბატონო ბიძინა, ყველაფერი ისე არ მიდის, რიგირც დავპირდით… ვინ აირჩიეთ რეგიონებში? მალე ადგილობრივ საკრებულოებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაგვჭირდება. რადგან ხელისუფლებაში მოვიდნენ ნულოვან აუქციონებზე გამდიდრებული , პრაქტიკულად წერა-კითხვის უცოდინარი ძალები, ისინი ყიდულობენ ტელევიზიებს,აკონტროლებენ ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს და დაეპატრონენ ძალაუფლებას.
სწორედ ამიტომ აქვს ამ მოძრაობას უდიდესი მნიშვნელობა. დავიბრუნოთ საქართველო! დავიბრუნოთ საქართველო იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც იგი ხალხს წაართვეს!
ეს არის მოძრაობა იმისთვის,რომ ხალხმა დაიბრუნოს ქვეყანა. ქვეყნის გადარჩენა შეუძლია არა პოლიტიკოსს, არამედ სახელმწიფო მოღვაწეს – ამბობს ჩერჩილი. პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე ფიქრობს ქვეყანაზე, მომავალზე და ბავშვზე, ჩვენ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა არა პოლიტიკოსების, არამედ სახელმწიფო მოღვაწეების. რომლებსაც აქვთ საკუთარი პოზიცია, არ ყიდულობს ხმას და თვითონაც არ იყიდება, არც უბრალოდ აკრიტიკებს ვინმე და არც იყენებს ქვეყანაში მძიმე მგომარეობას თავის სასარგებლოდ.
უტიფარი სააკაშვილის გამოსვლამ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გააღვიძა.
დღეს ხალხის დიდი ეროვნული განწყობის შეკრებაა საჭირო, რომლის მიზანია, დასრულდეს “ნაცმოძრაობა”, როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალა. პასუხი მოეთხოვოს „ქართულ ოცნებას“ რომ ან შეასრულოს, წინასაარჩევნო დანაპირები, ან ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ან ნდობის რეფერენდუმი, რათა ხალხმა თავად გადაწყვიტოს „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა თუ არ შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დანაპირები და თავად გადაწყვიტოს ხელისუფლების ნდობის საკითხი . ასეთია ჩვენი განწყობა.
ჟურნალისტის კითხვა: ბატონო თემურ, მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
საერთოდ, სააკაშვილი დღეს ხნას რომ იღებს, ეს არის “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი შეცდომა ქართველი ხალხის წინაშე. როცა “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ დამთავრდეს საუბარი იმაზე, ააყვავა თუ დააქცია ქვეყანა სააკაშვილმა, ამისათვის მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტევბი ეკონომისტები და ფინანსისტები, ჩვენ მომამზადეთ ჩვენი მეცნიერების დასკვნა 600 გვერდზე, რომელიც მას გავუგზავნეთ და სადაც ნათქვამია, რომ ნაცმოძრაობამ საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო. ბატონ ბიძინას მაშინ რომ მოეწვია უცხოელი ექსპერტები, დღეს სააკაშვილი დასრულებული იქნებოდა როგორც პოლიტიკოსი და სამომავლოდ რაღაცაზე ორიენტირებული პიროვნება. დღეს ის რომ ხმაურობს, ამის საშუალებას აძლევს ის ხალხი, ვისაც აფინანსებდა სააკაშვილი და ტყუილად არ გამოდიან დღეს, მძიმე ბრალდებას ვამბობ, მაგრამ აშკარაა, რომ მაკეინი და სხვები ფინანსდებოდნენ საქართველოდან საქართველოს ფულით და საქართველოს ბიუჯეტით. სწორედ ისინი უჭერენ დღეს მხარს.
ჩვენ დავუშვით შეცდომა , რომ ორი წელი გავუშვით ხელიდან, მაგრამ ამ ორი წლისთავზე არა მარტო იმაზე იქნება საუბარი, თუ რა ვერ გააკეთა ხელისუფლებამ, არამედ იმაზეც, თუ როგორი საქართველო ჩაიბარა ხელისუფლებამ და ამ 9 წლის მანძილზე დაქცეული ფა დანგრეული ქვეყნის პრობლემები პირდაპირ თუ ირიბად კისერზე ეკიდება დღევანდელ მთავრობას, და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა. რომ გასამართლებულიყო თავის დროზე მოქკავშირი, ამას ვერ გაბედავდა სააკაშვილი, და თუი დღეს არ გასამართლდა “ნაციონალური მოძრაობა”, ის უფრო მეტს გაბედავს, ან სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოვლენ მომავალში ხელისუფლებაში. ხალხის ამ ინიციატივას, ხალხის ამ განწყობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა დღეს!
ჟურნალისტის კითხვა როგორ აპირებთ 1 ოქტომბრის ორგანიზებას.
სახალხო შეკრების ვარიანტი. ბატონ ბიძინას უყვარდა დიდი შეკრებების მოწყობა. 1 ოქტომბერს შეიკრიბოს ხალხი, ბატონი ბიძინა თვითონ დადგეს ტრიბუნასთან . ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს, რას დაპირდამ და რა არ შესრულდა . ჩვენ ვეუნბებით ბატონ ბიძინას, რომ დადგეს ტრიბუნასთან და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. თუ ამ ვარიანტის წინააღმდეგი იქნება, ჩვენ ვამბობთ, ბედნიერებაა, რომ ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო კაცები. 40-50 სახელწმიფო კაცების შეკრება მოეწყოს თუნდაც მერაბ ბერძენიშვილის ცენტრში. მოხდეს პირდაპირი სატელევიზიო გადაცემა., ჩვენ ჩავაბარებთ ამ შეკრებას ანგარიშს რა დაპირდა ხელისუფლებამ და რა არ შეასრულა და ,გამოვიდეს ამ შეკრების წინაშე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩააბაროს საქართველოს გასაგონად ანგარიში, თუ რა შეასრულა და რა არა.


