მისურის უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტის წერილი იმერეთის მხარის გუბერნატორს

 

 

001მისურის შტატის უნივერსიტეტი

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს  იმერეთის რეგიონში

384000, საქართველო, ქუთაისი, რუსთაველის გამზ. # 3

პატივცემულო ბატონო თეიმურაზ,

მადლობას მოგახსენებთ თქვენი თბილი წერილისათვის, რომელიც გადმომცა ქუთაისის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციებმა, დიდი სიამოვნება მომანიჭა კვლავ მისურში ჩემი ძველი მეგობრების ავთანდილ ნიკოლეიშვილისა და ვახტანგ ამაღლობელის ხილვამ და ახალი მეგობრების შეძენამ თეიმურაზ ხაზარაძისა და ომარ ზივზივაძის სახით.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც განაახლებს ჩვენს შორის 1997 წელს თქვენი ვიზიტის დროს  დამყარებულ ურთიერთობებს და ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი დისკუსიები ამ ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს განვითარებას, ჩემი აზრით, ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ის არის, რომ თქვენ ვერ შეძელით დელეგაციას შეერთებოდით და ვერ გიხილეთ მისურში.

მე გიგზავნით ახალი შეთანხმების ამსახველ დოკუმენტების ასლებს, რათა დავადასტურო ის დიდი წვლილი, რომელიც თქვენ შეიტანეთ ამ შეთანხმების შემიშავებასა და განმტკიცებაში. მათში გამოხატულია ჩემი გულითადი მოკითხვა, დამოკიდებულება ჩვენი მეგობრობისადმი და ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენდამი და საქართველოს რესპუბლიკისადმი. ]ვიმედოვნებ, რომ ჩვენიპირადი შეხვედრა დიდი ხნით არ გადაიდება

პატივისცემით,

მილეინ დ.ჯორჯი

საპატიო პრეზიდენტი

002

003

003004

005

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *