დღეს ხელისუფლების ოპოზიცია ხალხია

 

mitingiქვეყნის პოლიტიკური ხელმძღავნელობა და მმართველი პარტია თავისი ფილიალი პარტიებითა და ვაიოპოზიციონერი პოლიტიკოსებით დღემდე ვერ გარკვეულა, რომ მათი მთავარი ოპოზიცია არის არა რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე, ცნობილი ბიზნესმენი, არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკურ პარტიათა ერთობა, არამედ „ნაცების“ უპირველესი ოპოზიციაა :

• უმუშევრობა, შიმშილი და თავისივე კორუფცია;
• ჯართად ქცეული საწარმოები და ”საკონცენტრაციო ბანაკებად” ქცეული სოფელი;
• საკუთრებისადმი ხელისუფლების აღვირახსნილი დამოკიდებულება, ის პრივატიზაცია, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები ლამის მონებად და სხვათა მსახურად აქცია საკუთარ ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც;
• მის მიერვე აბუჩად აგდებული განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, მედიცინა, სპორტი;
• უმოწყალოდ დახოცილი ბიჭები – სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ვერაგულად მოკლული პროფესორი გურამ შარაძე, ხელისუფლების მიერ მტრად შერაცხული და სასიკვდილოდ განწირული, ქვეყნისათვის სასიკეთოდ მომართული ბიზნესმენი და მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი, უაზრო და ვერაგ ომში ჩაცხრილური დღემდე დაუდგენელი რაოდენობის მეომრები, ხელისუფლების უსულგულობით გამწარებული და გარდაცვლილი დედები;
• მისივე ცხოვრების წესი, ხელისუფალთა ზღვარგადასული ფუფუნებრივი ცხოვრება, საკუთარი თავისათვის დანიშნული ამერიკული ხელფასი, პენსიონერებისათვისა და პედეგოგებისათვის კი მსოფლიოში ყველაზე დაბალი, (ნიგერიულზე დაბალი) პენსია და ხელფასი;
• მის მიმართ მონურად განწყობილი ხალხის, კერპთაყვანისმცემლების, ხელისუფლების მსახური და მის ფეხქვეშ გართხმული ბიზნესმენებისაგან შეწუხებული და შეურაცხყოფილი მოაზროვნე ადამიანები;
• დაკარგული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებიდან შეურაცხყოფილად აყრილი ადამიანები;
• ხელისუფლებისავე ტყუილები!

თუ აქამდე საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია იყო ხალხი, რომელსაც სიდუხჭირის გამო აღარ შეეძლო ასე ცხოვრება, დღეს უკვე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ამ ადამიანთა გვერდითაა ეკონომიკურად უზრუნველყოფილი, მაგრამ ქვეყნის უბედურებაზე დაფიქრებული მამულიშვილთა დიდი არმია და ორთავენი: ისინი, ვისაც აღარ შეუძლიათ ასე ცხოვრება და ისინი, ვისაც აღარ სურთ ასე ცხოვრება, ქმნიან ერთიან, ეროვნულად განწყობილ, მთლიან საქართველოს ხალხს.

ახალი პოლიტიკური ძალა მოძრაობა „თეთრები“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
2011 წლის 5 ნოემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *