მმართველი პარტიისა და ფსევდოოპოზიციის სულიერი ერთობა.

 

gerbi1დღეს, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დაიწყო პროცესი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ეროვნული აზროვნებისა და  განწყობილების კონსოლიდაცია, დიახ,   არა პარტიათა, არა ძალთა, არა ადამიანთა, არამედ თავად აზროვნებისა და განწყობის კონსოლიდაცია, საოცრად გაძლიერდა სატელიტი და ფსევდოოპოზიციური პარტიების აქტოვობა მოსახლეობის დეზინფორმაცის მიზნით.

რუსული რეაქციული ძალების არცთუ პასიური მონაწილეობის გარეშე რიგ პარტიათა ლიდერები მიმართავენ პოლიტიკური ლავირების სრულიად მიუღებელ მეთოდებს, რათა ერთი და იმავე დროს ქვეყნის მოსახლეობის წინაშე შეინარჩუნონ  ოპოზიციური სახე და ერთგულად ემსახურონ მმართველი პარტიის ინტერესებს, იდეოლოგიას, მიზნებს.

ადამიანები, რომლებიც სოროსის იდეებით, სოროსის ფულითა და სოროსის უსიტყვო მხარდაჭერით ცხოვრობდნენ და აღწევდნენ მათი პიროვნული და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მიუღწეველ სიმაღლეებს, ამჟამად აფრქვევენ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისათვის გონებამიუწვდომელ იდეებს, რომელთაც საერთო არაფერი გააჩნიათ ქართულ ცნობიერებასთან, საქართველოს მომავალთან და ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიულ ღირებულებებთან.

სახელისუფლებო და ვითომ ოპოზიციურ ძალთა ერთობაზე მიუთითებს ორთავეს მიმართ დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ფიგურების განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა

აშკარაა ამ ხელისუფლების აგონიური შიში ახლო მომავალში მოსალოდნელი პროცესებისადმი. აბსოლუტურად ანალოგიური განწყობაა ფსევდოოპოზიციური ძალების მაღალ ეშელონებში.

სააკაშვილი დღეს სჭირდება „მოქკავშირ-აღორძინების“ ტანდემის მემკვიდრე მმართველ და ფსევდოოპოზიციურ პარტიებს.

დრომ დაადასტურა, რომ „მოქკავშირის“ და „აღორძინების“ დაპირისპირება იყო ხელოვნური, ორიენტირებული ამავე ძალების პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნებაზე.  დღეს ქვეყანას მართავს სწორედ „მოქკავშირ“ – „აღორძინების„ ტანდემი, იმ ძალების ტანდემი, რომლებიც ხალხის წინ უმწვავესად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ხალხის ზურგს უკან ძალაუფლებას ინაწილებენ.

დღეს ეს ტენდენცია ქმნის მრავალპარტიულობის ილუზიას და ებრძვის ნამდვილ მრავალპარტიულობას, რომლის გარეშეც ქვეყანას არ აქვს მომავალი, რადგან რეალური მრავალპარტიულობის გარეშე არც კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდება, არც რეალური დემოკრატია დამკვიდრდება.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

2011 წლის 3 ნოემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *