საინიციატივო ჯგუფი: ხალხის პოზიცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა!

წინა პრესკონფერენციაზე სწორედ „რეპორტიორის“ პრესკლუბში  ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, იმის თაობაზე, რომ სასურველი იქნებოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ძირითადად „ქართულ ოცნებას“ ჩაებარებინა არჩევნებიდან ორი წლის თავზე ანგარიში ხალხისთვის თუ რას დაპირდა და რა გააკეთა , როგორ შეასრულა მან წინასაარჩევნო დაპირებები. ჩვენ წარმოვადგინეთ ფორმა, რომელშიც იყო ჩვენი განცხადება. და იყო ხელმოწერების გაკეთების საშუალება, მხოლოდ ხელმოწერები იყო არა იურიდიული, არამედ ზნეობრივი. პიროვნება უნდა გაცნობოდა განცხადების ყველა პუნქტს და რომელსაც არ დაეთანხმებოდა, შეეძლო მასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოეხატა.

ეს იყო ერთგვარი გამოკვლევა, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ამ ორი თვის განმავლობაში 10 ათასამდე ადამიანს შევხვდით და მათი პოზიცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ჩვენ ვამბობდით, რომ ხელისუფლებაში წარმოდგენილია ორი ნაწილი, „ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა”, ორთავეს ხელისუფლება ჰქვია. ხელისუფლების ერთი ნაწილი, ანუ ნაცმოძრაობა ამბობს რომ ქვეყანა დატოვა აყვავებული, ქართული ოცნება კი ამტკიცებს, რომ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე დაპირდა ხალხს. ჩვენ გვაინტერესებდა ხალხის განწყობა.

კვლევების ჩატარების შედეგად გამოვლენილი განწყობა ასეთია: ნაცმოძრაობამ დატოვა დანგრეული ქვეყანა, ხოლო ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ის, რაც ხალხს დაპირდა. ასეთია ზოგადად ხალხის განწყობა.

ჩვენ ვფიქრობდით თავიდან რომ დიდი შეკრებების აუცილებლობა დადგებოდა. შემდგომ საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტოს 1 ოქტომბერს რა ფორმით ჩააბარებს ანგარიშს ხალხს. ყოველი პატიოსანი მთავრობა მოსვლიდან 100 დღის თავზე აბარებს ანგარიშს ხალხს. ამ ხელისუფლებამ თავად გამონახოს გზა, რა ფორმით ჩააბარებს ანგარიშს. საინიციატივო ჯგუფი, რომლის სახელია „დავიბრუნოთ საქართველო“- პოლიტიკოსებისაგან წართმეული საქართველო, ასე თვლიან  ჯგუფის წევრი ჩემი მეგობრები და მათ ვეთანხმები, პოლიტიკოსებმა წავართვით ხალხს საქართველო  და რომ მოგვევლო, კიდევ არაუშავს, მაგრამ  პოლიტიკოსებმა ჩავთვალეთ, რომ ჩვენ ყველაფრის მცოდნენი ვართ, ჩვენ ვართ მეცნიერებიც, ექსპერტებიც, ანალიტიკოსებიც, ფილოსოფოსებიც… და ხალხი არაფრად ჩავაგდეთ.

დღეს სამი პიროვნება უნდა ვყოფილიყავით წარმოდგენილი საინიციატივო ჯგუფის სახელით: დავით გველესიანი, ანსაბლ „რუსთავის“ სოლისტი, ხელოვანი, რომელმაც დღეს ვერ მოახერხა აქ მოსვლა, ბატონი ლეონ ფირცხალავა, მეცნიერი, თეოლოგი ძალიან საიტერესო პიროვნება , ძალიან მინდა საქართველომ  გაიცნოს ასეთი ადამიანები, ხელისუფლება , რომელიც თითქოს სანთლით ეძებს ჭკვიან ადამიანებს, ჩვენ უამრავი გონიერ, გამოცდილი ადამიანს შევხვდით , პრემიერი კი ამბობს სანთლით ვეძებთ კარგ ადამიანებსო. ცუდად გიჭირავთ ეს სანთელი, ან იქ არ ეძებთ, ბატონებო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ პროცესმა ასეთ ადამიანებთან დამაახლოვა და დამაკავშირა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან საინტერესო და სერიოზული შეხვედრები შედგა. საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, გაგვეანალიზებინა ისინი  ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი პოზიცია . ეს ცდება პატარა ანგარიშის ჩაბარებას. ამ ჯგუფმა, რომელშიც სჭარბობენ მეცნიერები, ხელოვანები და ქვეყანაზე შეყვარებული ძალიან საინტერესო ადამიანები, შეძლო, რომ გავიდა ვიწრო საკითხებიდან და გაგვეკეთებინა ძალიან სერიოზული მასშტაბის განცხადება. ნება მომეცით, წარმოვადგინო ეს განცხადება.

სათაური მივეცით ასეთი: „ თვითკრიტიკა და არა თვითკმაყოფილება“, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ თვითკმაყოფილებით იყო სავსე ძველი ხელისუფლება და ასევე აშკარაა, რომ ახალი ხელისუფლბაც ასევეა განწყობილი. ჩვენს ჯგუფს მიაჩნია, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება გაცილებით უფრო მეტი თვითკრიტიკული ანალიზი თავისი საქმიანობის და ქვეყანაში არსებული მდგომარობის და ნაკლები თვითკმაყოფილება,რომლითაც სავსე იყო ძველი ხელისუფლება და რომელიც არ აკლია ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მთავრობის ხელმძღვანელები საუბრობენ წარსულზე, და მე არ მომისმენია მთავრობის ხელმძღვანელისგან, ბატონი პრემიერისგან, როგორი წარმოუდგენია მას საქართველო. ასეთი პროგრამული გამოსვლა, ორი წელი გავიდა უკვე და  არ მოგვისმენია. მოვისმინეთ პროგრამა, რომლითაც მოვიდნენ  ორი წლის წინ ხელისუფლების სათავეში და რომელიც არ შესრულდა. ეს უკვე ცალკე საკითხია.

ჩვენ ვთქვით უკვე, რომ თუ როგორი ფორმით მოხდება ანგარიშის ჩაბარება, თავად მთავრობამ გადაწყვიტოს, ჩვენ ჩვენს ფორმას მოქმედებაში მოვიყვანთ მას შემდეგ, რაც მთავრობა მიიღებს . მთავრობის წესიერების მაჩვენებელია, რომ ამ დეპრესიულ სიტუაციაში ქვეყანას  უთხრას, რა დაპირდა , რა გააკეთა. პატიოსნად თქვას, რა ვერ გააკეთა და ამავე დროს უთხრას, ის გაკეთებას პირდება ეხლა. ეს ანგარიში უნდა ჩაბარდეს არა მარტო ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არამედ ყველა ქალაქში, ყველა გამგებელი,მერი, გუბერნატორი და იმაზე კი არ ილაპარაკონ, ვინ დაიჭირეს, არამედ რას დაპირდნენ ხალხს და როგორ შეასრულეს დანაპირები.

ჩვენ ჩამოვთვალეთ რამდენიმე პრობლემა. ყველა მათგანი იყო მოგვარებადი.  სამართლიანობის დადგენაც. შეიძლებოდა ეს და თუ ვიღაცამ დაიბრუნა თავისი წრთმეული ქონება, რატომ არ შეიძლებოდა დაბრუნებოდა სხვებს?

საარსებო მინიმუმი. ზვიად გამსახურდიას პარლამენტის დეპუტატები, ვინც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, დღეს ოთხჯერ ნაკლებს იღებენ საპარლამენტო თანხას, ვიდრე სააკაშვილის მთავრობის წევრები! არ არის ეს დაცინვა საქართველოსი? მინდა მივმართო პრემიერს: ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, იბრძოლა და მოიტანა დამოუკიდებლობა, როგორც მას ექცევით, ასე ეკიდებით დამოუკიდებლობის განწყობას ქვეყანაში, საკააშვილის პარლამენტის წევრს აქვს ხუთჯერ მეტი პენსია, ვიდრე გამსახურდიას პარლამენტის წევრს. დღეს არის ასეთი სიტუაცია. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ეროვნული განწყობით, მათი ბედი ხელისუფლებას დღეს არ ადარდებს.

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლება დაპირდა საბანკო პრობლემების მოგვარებას. ჩვენი ანალიზით სააკაშვილმა ორი სასახლე ააშენა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო და ამას დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ. იმ პერიოდში მსოფლიოში იყო საშინელი კრიზისი. მთელს მსოფლიოში ხელისუფლებამ მოსახლეობას გადაუხადა ბანკიდან გატანილი საპროცენტო თანხა, საქართველოში კი პირიქით მოხდა. ბანკებმა გაუზარდეს ხალხს საპროცენტო განაკვეთი. ერთი შენობაც კი რომ არ აშენებულიყო, ან ქუთაისში პარლამენტი და ის თანხები ქუთაისის განვითარებას მოხმარებოდა, ან თბილისში არ აშენებულიყო ნახევარმილიარდად ღირებული პრეზიდენტის სასახლე დღეს ქვეყანაში სხვა ეკონომიკური სიტუაცია იქნებოდა და ბანკებზე დამოკიდებული ხალხი არ იქნებოდა ასე გაწამებული. საბანკო პროცესები მოსაგვარებელია.

დღეს არაფერი ებრძვის ისე ქართულ ცნობიერებას, როგორც ფული. ყველამ ან ისესხა ბანკებიდან ან მევახშეებიდან.ან ვიღაცას ასესხა. მსესხებელიც და გამსესხებელიც ერთმანეთზეა გადაკიდებული. ძმა ძმას გადაკიდეს, მეგობარი მეგობარს, ახლობელი ახლობელს. ეს არის გარეთ დაწერილი სცენარი, რომლის მიზანია დაანგრიოს ეროვნული ცნობიერება. თუ ამ ხელისუფლებას უყვარს საქართველო, უნდა მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას შეექმნა ბანკებთან და მევახშეებთან. ეს სასიცოცხლოა მთელი საქართველოსთვის.

ხელისუფლება ტყუის, როცა ამბობს, რომ ვერ დააბრუნებს იმ თანხებს, ვისაც რაიმე წაართვეს. მე ამ პროგრამით ვიყავი წასული ევროპაში. საოცარი მექანიზმები აქვს ევროპას, რომელიც აუცილებლად საქართველოშიც არის შემოსაღები. მყიდველმა უნდა იცოდეს. პატიოსნად იყიდა თუ არა ის ქონება, რომელსაც ის ყიდულობს. სააკაშვილის დროს შეძენილი ქონების არც ერთ მფლობელი არ დაინტერესებულა,წინა მფლობელის მიერ ის ქონება პატიოსნად იყო თუ არა შეძენილი.

უცხოეთში არის უნიკალური გამოცდილება. მის შესახებ იურისტებმაც იციან და ამ საკითხის მოგვარება შეიძლება. არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარება არ შეიძლება. ამას უნდა განწყობა, ამას უნდა ქართული ცნობიერება.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნებისმიერი სუსტი ხელისუფლება გააკეთებდა ხუთჯერ მეტს, ვიდრე ეს გააკეთა ამ ხელისუფლებამ, რომელიც ტრაბახობს იმით რომ ბევრი რამ გააკეთა. დღეს მე ვიმეორებ იმას, რასაც ვამბობდი მოქკავშირის დროს, და ნაცმოძრაობის დროს: საცოდავი ქართველი ხალხი ასეთი ხელისუფლებების ხელში

მარგველაშვილის ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით და ზოგადად პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობებთანდ აკავშირებით

– ის რომ მარგველაშვილს ეს სურვილი გაუჩნდა არ არის უცხო. ეს კაცი პატიოსანი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ პლასტელინია. მან აღიარა, რომ შექმნა ქართული ცნობიერების დამანგრეველი ინსტიტუტები : ენდიაი, სოროსის ფონდი და თავისუფლების ინსტიტუტი. არ უარყვია რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რომ ის რასაც ეტყოდნენ, იმას გააკეთებდა. მას არ დაუმალავს, რომ გარე ძალებს ემსახურება და მათ დავალებებს ასრულებდა. მე მაოცებს იმათი პოზიცია, ვინც იცოდა ეს და აირჩია მარგველაშვილი. პლასტელინი როგორ მოიქცეოდა, არ იცოდნენ?  მე ვამბობ და  „სახალხო კრების“ განწყობაც ასეთია, რომ საქმე მარგველაშვილში კი არ არის, მარგველაშვილის უკან ისეთი ძალები დგას, რომ ეს სასიკეთო ქვეყნისთვის არ იქნება. ერთი ივანიშვილი იყო, რომელიც ამტკიცებდა, ეს კაცი თუ არ აირჩიეთ, დაინგრევა ქვეყანაო. ეხლა კი გვიმტკიცებს, რომ ეს კაცი რომ ავირჩიეთ თურმე იმიტომ იქცევა ქვეყანა.  ბოდიში მაინც მოუხადოს ხალხს.

მეორე მომენტია,  ბიძინა ივანიშვილს, როცა პრემიერობიდან გადადგა, თავიდანვე უნდა ეთქვა, რომ მიდის ამ ხელისუფლების ოპოზიციაში მან ეს არ გააკეთა. მაგრველაშვილმა ფაქტიურად დაასწრო ივანიშვილს და თვითონ  წავიდა მთავრობის ოპოზიციაში, როდესაც დაინახეს გარე ძალებმა, რომ ღარიბაშვილს სააკაშვილივით თავის ჭკუაზე  ვერ  ატარებენ.   რაც უფრო ძლიერდება  მოძრაობა სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში, მით უფრო ძლიერდება საქართველოს საწინააღმდეგო განწყობები ქვეყნის გარეთ.

იმის პასუხად კი, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროში, ვიტყვი: რა თქმა უნდა მე მირჩევნია, რომ გაეროში საქართველო წარმოადგინოს ღარიბაშვილმა, იმიტომ რომ ის იტყვის ქართულ სიტყვას და მისი სიტყვა ქვეყნის გარეთ არ დაიწერება.

ლევან ფირცხალავა. ეს მოძრაობა მიზნად ისახავს ხალხის, თითოეული ადამიანის პრობლემების წინ წამოწევას, რა ტკივა ადამიანს მისი პრობლემების მიტანა საერო და სასულიერო ხელისუფლებამდე.

გლდანის ციხესთან შიმშილობს ადამიანი, ადვოკატი, რომელიც არ შეუშვეს ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ ჯვარი არ მოიხსნა. ამ პიროვნებას არ შეეხმიანა არც ერთი საერო თუ სასულიერო პირი.

ჩვენი უდიდესი ბერის, მამა გაბრიელის სიტყვებია, როდესაც ერი მუზეუმიდან ანჩისხატს დაინბრუნებს,. აწყურის ღვთისმშობელს დაიბრუნებს, მაშინ დაიწყება საქართველოსგადარჩენა. თვით წმინდანი გვეუბნება ამ გზას. თვითონ ერმა, ქართველმა ხალხმა უნდა იაქტიუროს.

 

პრეს-ცენტრი

12.09.2014წ

P.S. საინიციატივო ჯგუფი მოძრაობისა “პირველ ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს!”

ყველა მასალა ნახეთ აქ:

1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს!

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *