(რეპორტიორი) საზოგადოებრივმა მარშალმა“ კვლევის შედეგები წარმოადგინა

ruset saqartveloსამოქალაქო უფლებების დაცვისა და კვლევის ცენტრის „საზოგადოებრივი მარშალის” წარმომადგენლებმა ოთო სტეფანიშვილმა და რუსუდან ხაბულიანმა დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალური კვლევის შედე
გები წარადგინეს.

ოთო სტეფანიშვილის თქმით, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულების დასადგენად: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის აქტუალობასთან დაკავშირებით.

„2014 წლის 3-4 ოქტომბერს სამოქალაქო უფლებების დაცვისა და კვლევის ცენტრმა „საზოგადოებრივმა მარშალმა” (სოციოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ სტეფანიშვილი) ქ. თბილისში ანკეტური და ვიდეო გამოკითხვა ჩაატარა.

მოსახლეობის გამოკითხვა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტებისა და ამ კონფლიქტების მოგვარების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების შესასწავლად განხორციელდა.

კვლევაში მონაწილეობა სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის,პროფესიის, 1000-მა ადამიანმა მიიღო.

შესაბამისი შეჯამებისა და ანალიზის შედეგად, დადგინდა მოსახლეობის დამოკიდებულება დასმულ საკითხებზე. გთავაზობთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს:

1. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
ა) მნიშვნელოვანია 98%
ბ) უმნიშვნელო 2%

2. თქვენი აზრით: რა ხერხითაა შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
ა) ქართველი, ოსი, აფხაზი ხალხების დიალოგის საფუძველზე 82%
ბ) სამხედრო გზით 2%
გ) ეკონომიკური ბერკეტებით 16%
დ) მიჭირს პასუხის გაცემა 0%

3. ვის მიანიჭებდით პრიორიტეტს: ქართულ, აფხაზურ, ოსურ მხარეებს შორის დიალოგის გამართვაში?

ა) სახელმწიფო სტრუქტურებს 17%
ბ) პოლიტიკოსებს 9%
გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 43%
დ) ცნობილ, ავტორიტეტულ პიროვნებებს 31%

4. თქვენი აზრით: რომელი ქვეყნის, ქვეყანათა გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა იქნება ეფექტური ჰუმანიტარული დიალოგისა და კონტაქტების აღდგენისთვის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის?

ა) ამერიკის შეერთებული შტატები 4%

ბ) რუსეთის ფედერაცია 63%
გ) ეუთო 3%
დ) ევროკავშირი 16%
ე) გაერო 7%
ვ) NATO 7%

5. თქვენი აზრით, ჰუმანიტარული დიალოგის გაღრმავება ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ მხარეებს შორის, შეუწყობს თუ არა ხელს
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგებას?
ა) ხელს შეუწყობს 95%
ბ) ხელს არ შეუწყობს 5%

6. თქვენი აზრით, ჰუმანუტარული დიალოგი და ურთიერთობების დალაგება აფხაზებთან და ოსებთან ხელს შუწყობს თუ არა ქართული ეკონომიკის გაძლიერებას?
გახდის თუ არა რუსეთის ბაზარს ხელმისაწვდომს?

ა) კი 95,5%
ბ) არა 3,5%
გ) მიჭირს პასუხის გაცემა 1%

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (98%), მიუხედავად სოციალური პრობლემებისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

გამოკითხულთა 82% თვლის, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია დიალოგი უშუალოდ ქართულ, ოსურ და აფხაზურ მხარეებს შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 2% ფიქრობს აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად სამხედრო ძალის გამოყენებას.

ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით პრობლემის მოგვარება გამოკითხულთა 16%-ს მიაჩნია გამოსავლად.

მესამე კითხვის პასუხებიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (43%) კონფლიქტის მოსაგვარებლად პრიორიტეტს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ანიჭებს, მოქალაქეთა (31%) კი მიიჩნევს რომ ცნობილი, ავტორიტეტული პიროვნებების ჩართვაა აუცილებელი.

სახელმწიფო სტრუქტურებს ამ მხრივ ნდობას გამოკითხულთა მხოლოდ 17% უცხადებს, ხოლო პოლიტიკოსებს გამოკითხულთა ყველაზე ნაკლები მხოლოდ 9% ანდობს პრობლემის მოგვარებას.

საინტერესო შედეგი მივიღეთ მეოთხე კითხვაზე: აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ ეფექტური იქნება რუსეთის ფედერაციის ჩართვა ჰუმანიტარული დიალოგისა და კონტაქტების აღდგენისათვის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის.

ევროკავშირის ჩართვას ეფექტურად მიიჩნევს გამოკითხულთა 16%.

გაერო ს და NATO-ს ჩართვას მოქალაქეთა 7-7% მიიჩნევს ეფექტურად, ყველაზე ნაკლები ნდობა გამოკითხულთა შორის წილად ხვდა აშშ-ს 4% და ეუთო-ს 3%,

გამოკითხულთა 95%-ს მიაჩნია, რომ ჰუმანიტარული დიალოგი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის პოზიტიურად აისახება ურთიერთობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის.

95,5 პროცენტის აზრით კი, ჰუმანიტარული დიალოგი რუსეთის ბაზარს ხელმისაწვდომს გახდის და გააძლიერებს ქართულ ეკონომიკას”, – განმარტა ოთო სტეფანიშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *