მარტოც რომ დავრჩე, ვიქნები მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების და პარლამენტის ფორმირების პრონციპების ერთგული, რადგან წარმატება არის იქ- სადაც სათავეში  პროფესიონალები არიან და, სადაც ნიჭის ძალაუფლებაა!

მინდა, რომ ეს ქუთაისში და იმერეთში, თუნდაც, ერთმა მოაზროვნე კაცმა უარყოს

 

ამ რამდენიმე ხნის წინ, ყველასთვის საყვარელ ფეხბურთელს, რეზო ძოძუაშვილს დაბადების დღე მივულოცე. გამოვაქვეყნე სურათი, რომელსაც ჩემი ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად ვთვლი. არა მარტო იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო კლასის ფეხბურთელთან ერთად არის გადაღებული, არამედ, და უპირველესად, იმით, რომ „ტორპედოს“ სათამაშო მოედანზე ვართ და უდიდესი ემოციით გამოვხატავთ  თბილისის „დინამოს“ დამარცხებით, ქუთაისის „ტორპედოს“ ზედიზედ მესამედ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.  „ტორპედო“ იმავე წელს მეორედ გახდა საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი. გავაკეთე ერთი ხაზგასმა , რომ ეს დიდი წარმატება ფულმა კი არა, პროფესიონალიზმმა და ეროვნულმა სულმა განაპირობა-მეთქი. ვთქვი, რომ ქუთაისის ბიუჯეტს ერთი ლარიც არ დაუხარჯავს  ამ წარმატებისთვის.

იმის ხაზგასმაც გაკეთდა, რომ იმ პერიოდში ქუთაისი, იმერეთი ბევრ რამეში პირველობდნენ და ამის საფუძველი არა ფული, არამედ ინტელექტზე დამყარებული სისტემა იყო-თქო. ეს იყო იმ პერიოდისთვის , რასაც მეცნიერებთან ერთად ვაყალიბებდით, ვახორციელებდით და მაღალ შედეგებსაც ვაღწევდით.

საკადრო პოლიტიკის კონკრეტული მაგალითები რომ მოვიყვანე. ბევრმა  არათუ ეჭვით შეხედა, არამედ დაუჯერებლადაც კი მიიჩნია.

ვადასტურებ ყველაფერ იმას, რაც მაშინ დავწერე, ეს მხოლოდ ნაწილია მეცნიერული საკადრო პოლიტიკისა და გამომწვევად ვამბობ: თუნდაც ერთმა მოაზროვნე კაცმაც , ასევე, თუნდაც ჩემდამი კრიტიკულად განწყობილმა უარყოს ერთი ფაქტი მაინც.

  • მაშინ „ტორპედოს“ მწვრთნელები ერთდროულად  იყვნენ: დავით ყიფიანი,რეზო ძოძუაშვილიდა ვოვა გუცაევი… გუნდის მენეჯერი იყო მიხეილ ქორქია...
  • ოპერის თეატრს მსოფლიო საიპერო ხელოვნების აღისრებული ქალბატონი, მედეა ამირანაშვილი ხელმძღვანელობდა,
  • მესხიშვილის თეატრს,დირექტორთა საბჭო : რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი, აკაკი ბაქრაძე
  • აკაკი წერეთლისსახელობის უნივერსიტეტს -მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, პირველ ნომერ ირანისტად მიჩნეული – მაგალი თოდუა  მუსხელიშვილის სახელობის უნივერსიტეტს, საერთსშორისო მასშტაბით აღიარებული მეცნიერი-არჩილ კოსტავა. ბევრისთვის დაუჯერებელია, ბევრი სისულელედ მითვლის, მაგრამ მე დღესაც კი როცა დედამიწის ზურგზე მამაპაპისეულს გარდა არაფერი გამაჩნია, და რაც გამაჩნია, ისიც დაყადაღებულია, კეთილ საქმეთა კეთების გამო, ხაზს ვუსვამ, კეთილ საქმეთა კეთების გამო (ეს ცალკე საუბრის თემაა), იმისთვის, რომ ქუთაისის უნივერსიტეტებს ასეთი გამორჩეული და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები ჰყოლოდათ რექტორებად, 1989 წლის დასაწყისში, ანუ ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, ბატონ არჩილ კოსტავას ჩემთვის სახელმწიფოს მიერ გადმოცემული ის ბინა მივეცი, რომელშიც მანამდე მხოლოდ პარტიის ქალაქკომის პირველი მდივნები ცხოვრობდნენ. ხოლო 1993 წლის დასაწყისში, მაგალი თოდუას, რომელიც ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ იყო დანიშნული რექტორად და სასტუმრო „ქუთაისის“ ერთ ოთახში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის გადმოცემული ბინა ვაჩუქე. ასევე ვამაყობ იმით, რომ ჯერ კიდევ 1989 – 90 წლებში, პარტიულ კუთვნილებაში არსებული უნიკალური შენობები გადავეცი მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის რეგიონალურ განყოფილებას, კონსერვატორიას, სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჰუმანიტარულ ლიცეუმს და სხვებს.
  • დღესაც უჭირს ბევრს იმის დაჯერება, რომ ჩემს მრჩევლებს არა მე, არამედ შესაბამისი დარგების წარმომადგენელთა საერთო შეკრებებზე ირჩევდნენ. ჩემი პოზიცია იყო: თითოეულს მე კი არ უნდა დავეცავი იმ დარგის წარმომადგენელთა შემოტევისგან, არამედ სწორედ დარგები უნდა დაეცვათ ჩემი და საერთოდ, ხელისუფლების არასწორი ჩარევებისგან.სწორედ ამ პრინციპმა განაპირობა, რომ დარგებს  გამორჩეული პროფესიონალები და მეცნიერები ედგნენ სათავეში. . მედიცინის ხაზითმედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი, დოდო შელია.. ხელოვნების ხაზით –  კონსერვატორიის პროფესორი, ციცინო თოდუა.. განათლების ხაზით – თამაზ ფირცხალაშვილი,…

ეკონომიკის ხაზით ეკონომიკის დოქტორი, ნიკო ჩიხლაძე და ა.შ.

  • მუნიციპალური პოლიციის უფროსებს ხალხის მიერ შერჩეული მუნიციპალიტეტის წევრები ირჩევდნენ..
  • მუნიციპალიტეტები ნიშნავდნენ ყველა ნომენკლატურულ კადრს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
  • დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ მაშინ როცა ქვეყნის მასშტაბით გააუქმეს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოები , მაშინ ქუთაისში შევქმენითორპალატიანი სახელმწიფო სათათბირო ორგანო, რომლის ერთ პალატაში ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავდა ყველა პარტიას და მეორე პალატაში ორ-ორი წარმომადგნელი ჰყავდა უმაღლეს სასწავლებლებს და შემოქმედებით კავშირებს. , ანუ აქ იყო მოკრებილი ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები
  • ასევე დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ იმერეთის მხარის ქალაქებისა და რაიონების პირველ პირების შერჩევა ხდებოდა კონკურსის წესით. კომისიის წევრები იყვნენ გამორჩეული მეცნიერები.კანდიდატების მიერ  პროგრამების წარმოდგენა ხდებოდა ტელეკომპანია  “რიონის” პირდაპირ ეთერში.  პირდაპირ ეთერშივე ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება.. კომისიის თავმჯდომარე იყო საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი, აკადემიკოსი რობერტ ადამია..
  • დღემდე სიამაყით ვიხსენებ: როცა ხარაგაულის რაიონის ხელმძღვანელს ვარჩევდით, გადავწყვიტე მიმემართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ კოსტავასა და სამეცნიერო საბჭოსთვის , რომ შეერჩიათ და პრაქტიკულად,მათ დაენიშნათ რაიონის პირველი პირი. ასეც მოხდა. მათთვის ნაცნობი და ჩემთვის უცნობი დავით სახვაძე აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ოდესმე ჰყოლია ხარაგაულის რაიონს.
  • გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მესხიშვილის თეატრში შეკრებილი ათასამდე კაცი, ხომ ვერ უარყოფს, ჩემი, როგორც გუბერნატორის  არჩევას იმერეთის მხარის 12 რაიონის საკრებულოების წევრთა საერთო შეკრებაზე ,იმასაც გაიხსენებენ, რომ ამ ფაქტმა  პრეზიდენტ შევარდნაძის დიდი გულისწყრომა გამოიწვია.. ჩემი პასუხი იყო  მარტივი: გუბერნატორი, უპირველესად ანგარიშვალდებული უნდა იყოს არა  პრეზიდენტის, არამედ ხალხის წინაშე  და ეს პოზიცია პრეზიდენტსაც უნდა მოსწონდეს – თქო. პრეზიდენტის გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ 1990 წელს, უარი ვთქვი საყოველთაოდ აღიარებულ და დაკანონებულ წესზე – ქალაქკომის პირველი მდივნის პლენუმის წევრთა (100-მდე კაცი) მიერ არჩევაზე. მოვითხოვე, ქალაქის პრაქტიკული ხელმძღვანელი აერჩია მთელ ქალაქს და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონოდა ყველას, მიუხედავად იმისა, იყო პარტიის წევრი, თუ არა. ანუ ყველას, უპარტიოს და პარტიის წევრს. ეს ერთადერში შემთხვევაა საბჭოთა პერიოდის ისტორიაში და ამის თაობაზე მაშინ გაზეთები „იზვესტია“ და „პრავდაც“ კი წერდნენ.

ასე კრებდა ქუთაისი წარმატებულებს და პირველობდა ქვეყანაში… მარტო ფეხბურთში არა… ეს ცალკე საუბრის თემაა და ამის თაობაზე, სხვა დროს.

სწორედ ამ განყობის გამოა, რომ მე, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, ვიცი მეცნიერული პროგრამების ფასი. ვიცი, რომ შეუძლებელს შევძლებთ მეცნიერებთან ერთად. ვიცი, რომ  წარმატება არის არა იქ, სადაც ფული  ბატონობს, არამედ, იქ- სადაც სათავეში  პროფესიონალები არიან და, სადაც ნიჭის ძალაუფლებაა!

თუ რა შედეგი ჰქონდა ასეთ პოლიტიკას თუნდაც ერთ რეგიონში, რა მოგვცა მეცნიერებაზე დაყრდნობამ, შეგიძლიათ ნახოთ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ) მეცნიერებთან ერთად, შეუძლებელსაც კი შევძლებთ . და საერთოდ, ვისაც სურს, გაიგოს, რა რეფორმებს ვატარებთ, რა გადაწყვეტილებებს ვიღებდით, როგორ ვთანამშრომლობდით მეცნიერებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ზოგადად, მოსახრეობასთან, სასურველია, ნახოთ, თუნდაც, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაზეთები: „ახალი ქუთაისი“ და „იმერეთის მოამბე“ … დარწმუნდებით, როგორი გამჭვირვალე იყო ბიუჯეტში შემოსული ფულის ხარჯვა და, ზოგადად, საქმიანობა. მხოლოდ ორ მაგალითს მოვიტან და აქვე ვურჩევდი ხელისუფლების მთელ ვერტიკალს, გამოეყენებინათ ეს გამოცდილება.

  • ყოველ პარასკევს, მქონდა გადაცემა ‘გისმენთ ქალაქის მერი“ , შემდეგ „გისმენთ პრეზიდენტის რწმუნებული“, რომელიც მიდიოდა პირდაპირ ეთერში და ყველას, უპირველესად, ჟურნალისტებს, ჰქონდათ საშუალება, დასწრებოდნენ ამ პროცესს და დარწმუნებულიყვნენ, რომ მეც და ტელემაყურებელიც, დამსწსრე ჟურნალისტებიც –  მოქალაქეთა ზარებს ვუსმენდი პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერშივე ვპასუხობდი.
  • ყოველ ორშაბათს, 2 საათზე, ვაწყობდი საჯარო პრესკონფერენციას, ანუ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტთა აკრედიტაციის გარეშე დასწრებით და ბოლო შეკითხვამდე.

და კიდევ ერთი  და განსაკუთრებული, 1997 წლიდან, დღემდე, საჯაროდ ვაქვეყნებ ქონებრივ დეკლარაციას, ვდებ ხელწერილს, სადაც  აშკარად ჩანს, რომ რითაც მივედი ქალაქის მერად, იმაზე ნაკლები ქონებით წავედი გუბერნატორობიდან. აი, ეს ხელწერილიც, და რა ბედნიერი იქნებოდა ქვეყანა, რომ თავის დროზე „მოქკავშირის“ ახალგაზრდულ გუნდს, გენერალური მდივნის -მიხეილ სააკაშვილის თავკაცობით, არ ეთქვა უარი, რომ ასეთი ხელწერილი გამოექვეყნებინა ყველა სახელმწიფო მოხელეს, ან „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს  შეთავაზებული რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

დასკვნის სახით. – უდიდესი დანაშაულია, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად და ეს არის პარტიათა თითქმის 35 წლიანი  „მოღვაწეობის“ შედეგი. რა ბედნიერებაა, რომ მეცნიერებმა შეადგინეს ქვეყნის განვითარების უნიკალური პროგრამები და გვექნება სასწაული შედეგი, თუ ერთი საარჩევნო პერიოდი მაინც, გვექნება არა პარტიების, არამედ მხოლოდ პროფესიონალების პარლამენტი, ანუ გავერთიანდებით არა პარტიებში, არამედ მეცნიერულ პროგრამებში … სწორედ ეს არის სხვა გზა, რომელსაც მეცნიერები თავაზობენ პოლიტიკურ პარტიებს და რომელსაც ჯიუტად უარყოფენ საპარლამენტო პარტიები და, არა მარტო. კარგია, რომ რამდენიმე იზიარებს ამ მიდგომებს და ორ თვეზე მეტია, ვართ კონსულტაციებში. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მაინც მოვაწერთ ხელს მოქმედების დეკლარაციას. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს: მარტოც რომ დავრჩე, ვიქნები მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების და პარლამენტის ფორმირების პრონციპების ერთგული.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *