თემურ შაშიაშვილი: ქართული პოლიტიკა გაივსო შლეგებით

images” თეთრების” ლიდერი პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში გამეფებულ სიშლეგეს ქვეყნისთვის კატასტროფულად მიიჩნევს. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში თემურ შაშიაშვილი  წერს :

“გენიალური ამერიკელი მწერლის უილიამ ფოლკნერის აზრით-ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. დიახ,მოაზროვნე ადამიანისათვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა, შლეგისათვის კი,აღვირახსნილობა.სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა,უპირველესად პარლამენტი,გაივსო შლეგებით.”ნაცმოძრაობაში”კი მხოლოდ ესენი არიან.
კიდევ უფრო ცუდი ის არის,რომ სატელევიზიო სივრცე არნახული სისწრაფით იზრდება ასეთი ჟურნალისტებით.შლეგებს ერთმანეთი მოსწონთ და ამ სუბიექტთა ერთობას დამანგრეველი გავლენა აქვს ადამიანთა ცნობიერებაზე,ეროვნულ აზროვნებაზე,ქვეყნის ცხოვრებაზე საერთოდ.შედეგიც სახეზეა…
მძიმე განსაცდელის ჟამი უდგას საქართველოს!” 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *