მერაბ ჯიბლაძე: საყდრისისა და დიდების მემორიალის აფეთქებები სიმბოლოა ხელისუფლების სულიერი და ინტელექტუალური სიღარიბისა

447ფიზიკა – მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პარტია “თეთრების” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ცნობილმა მეცნიერმა, მერაბ ჯიბლაძემ საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით საკითარ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა

“საყდრისისა და დიდების მემორიალის აფეთქებები სიმბოლოა ხელისუფლების სულიერი და ინტელექტუალური სიღარიბისა. ამიტომაც გვყავს ღარიბაშვილი და მოხდა ეს ბარბაროსობები. დიდების მემორიალის აფეთქებას საყდრისის აფეთქება მოჰყვა. მრავალი აფეთქებები კი თავიანთ რიგს ელოდება…

საქართველოს აღარაფერი ეშველება, წითელი ხაზი გადავლილია. ჩვენ ან რუსეთი ჩაგვყლაპავს, ან თურქეთი (რაც გაცილებით უარესია), ან ორივე გაიყოფს ამ ბედკრულ მიწას.
წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა სომხეთში, ამისი მეასედი ბარბაროსობა იქ რომ ჩაედინათ?” – ნათქვამია ცნობილი მეცნიერის განცხადებაში.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *