22 დეკემბერი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე (სტენოგრამა)

 

news_24815

მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. სააგენტო „ივერიონის“ პრესცენტრში პირველად ვარ, ასე დაემთხავა,  რომ დღეს 22 დეკემბერია, საქართველოსთვის ერთ-ერთი  საბედისწერო თარიღი,  ამ დღეს დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება. საუბარია 1992 წლის 22 დეკემბერზე.

დღეს, ჩემი აზრით,  ყველა ნორმალური პოლიტიკოსისთვის უმთავრესი  უნდა იყოს ეპოქის ანალიზის გაკეთება.  80-იანი წლებიდან დღემდე. დარწმუნებული ვარ, რომ  ამ ანალიზის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარებაზე საუბარი რადგან ჩვენ მუდმივად ვიტრიალებთ  ერთ წრეზე. ერთსა და  იმავე შეცდომებს გავიმეორებთ.

მოკლედ რომ შევაფასოთ მდგომარეობა,   დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 23 -ე წლისთავზე, მივიღეთ ძირითადში ანტიქართული ხელისუფლება.  ანუ ეროვნული მოძრაობა 80-იან წლებში და 1990 წელს  დიდი ეროვნული მუხტით და განწყობით  ეროვნული ხელისუფლების მოსვლა დასრულდა გარედან მართვადი ხელისუფლებებით.

არ მგონია რომ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში,  გარდა პირველი წლებისა, ქვეყანას ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართებოდა. საქართველო დიდწილად  იმართებოდა გარედან  შევარდნაძის დროს  და მაშინაც ვთვლიდი, რომ ეს იყო ძალიან დიდი გავლენა,  სრულად   იმართებოდა გარედან  მიხეილ სააკაშვილი… და როცა გვეგონა, რომ  1 ოქტომბრის არჩევნებით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლებოდა,   არაფერი შეცვლილა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება იმაზე უფრო ფიქრობს, რა უხარია მაკკეინს (განზოგადოებულად ვამბობ) და მასონური განწყობის  გარე ძალებს, ვიდრე რას ფიქრობს ქართველი ხალხი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 23-ე წლისთავზე  ქართული სული წაართვეს ჩვენს განათლებას,

მე პრინციპულად ვარ შვეიაცარიული მოდელის მომხრე. რომელიც არც ნატოშია და არც ევროკავშირში, ვინმემ რომ უთხრას შვეიცარიელებს, ნატოში შედითო, გეტყვიან, ჩვენი ქვეყნის მტერი ხარო.

შვეიცარია იმიტომ ვახსენე, რომ  მე პირველი  გუბერნატორი ვიყავი, ვინც ჩავიდა ჟენევაში არსებულ განათლების მსოფლიო ცენტრში .  იქ მითხრეს, უზნაძის ქვეყნიდან ხართ და მთელი  განათლების სისტემა მიდის იქეთ, რომ ჩვენ შევძლოთ მისი აგება  დიმიტრი უზნაძის პრინციპებზეო,  ჩვენ კი საქართველოში ეს გზა უარვყავით. რაც ჰქონდა ჩვენს განათლებას ეროვნული, კარგი, ძლიერი , წავართვით. ქვეყანას, რომელსაც განათლების სისტემა არ აქვს ეროვნული და ძლიერი, არ აქვს მომავალი.

ნებისმიერი ზნეობრივი ქართველი ჩაიჭრება უნარების გამოცდაში. იქ არის კითხვა, დავეხმაროთ თუ არა ქუჩაში გაჭირვებაში მყოფ ადამიანს.  რაც უფრო არაქართველი ხარ და არაზნეობრივი, უფრო მაღალ ნიშნებს მიიღებ უნარებში.
ქართული კულტურა ჩაანაცვლეს ფსევდო ეროვნულით ,მასკულტურით , ან არ იღებენ ფილმს, ან იღებენ ანტიეროვნულს. სპორტი რა დღეშია, ყველამ ვიცით.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ქვეყანაში მიდის მოსახლეობის გენოციდი. სააკაშვილი მოვიდა და ერთ დღეში 5 წლით აიწია საპენსიო ასაკმა. ყოფილ საბჭოთა სივრცეში 60 წელი იყო მამაკაცებისთვის და 55 წელი ქალებისთვის, ეს ყველგან ძალაშია და საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ერთ დღეს მესამედით შეამცირა პრნსიონერთა რიცხვი. ამასთან, სააკაშვილმა გამოაცხადა, 40 წელს გადაცილებული ადამიანები არ გვჭირდებაო, პენსიონერებს კი 5 წლით გაუზარდა ასაკი. ქართული სულის ხელისუფლებას რომ გაეკეთებინა ეს, მთელი მსოფლიო ამას დაარქმევდა გენოციდს, მაგრამ რადგან დასავლეთის გარკვეული წრეების მიერ ხელდასმულმა ხელისუფლებამ გააკეთა, ეს შეფასდა როგორც რეფორმა.

უკრაინაში ვერ შეძლეს, ვერ გაბედეს ასაკის 5 წლით გაზრდა პენსიონრებისთვის და იქ ქალების და მამაკაცების საპენსიო ასაკი გაათანაბრეს. თანაც ყოველწლიურად ნახევარი წლით ზრდიან  ამ ასაკს ანუ ეს პროცესი გაგრძელდება 10 წლის განმავლობაში. საქართველოში კი ეს მოხდა ერთ დღეში. ეს არის გენოციდის კლასიკური მაგალითი.

ვიღაცეები  თვლიან, რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, მაგრამ მე ეჭვი მეპარება რაიმე უკეთესობისკენ მიდიოდეს ცხოვრების დონე.  დააკვირდით ქუჩაში სხედან ადამიანები გაცილებით უფრო ქართულად მოაზროვნე, გაცილებით უკეთ მოსაუბრე და განათლებული, ვიდრე  პარლამენტართა აბსოლუტური უმრავლესობა

სამოქალაქო ტრანსპორტით  ან ტაქსით სარგებლობისას ხშირად ვესაუბრები მძღოლებს და გაოცებული ვარ ბევრი მათგანის განათლებით, აზროვნების დონით, და შედარებაც კი ძნელია, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი. ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან   თავს ვთვლი   ამ პროცესის მონაწილედ.

საქართველოს უბედურება ეს არის გონებაწართმეული პოლიტიკოსები, რომლებიც ემოციით მართავენ ქვეყანას. შეიძლება დღეს გამოხვიდე, ლამაზი სიტყვები თქვა და ხვალ აგირჩიონ ხელისუფლებაში, არავის აინტერესებს, რას წარმოადგენდი გუშინ.

დააკვირდით, რომელი ქვეყნები მიდიან წინ მსოფლიოში – გერმანია, ჩინეთი, იაპონია და ამერიკა. შედარებისთვის, ამერიკაში 20 წელი თუ არ იცნობენ ადამიანს, არსად არ ირჩევენ. ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი, რეიგანი ორი ცდის შემდეგ, მხოლოდ  69 წლის ასაკში აირჩიეს პრეზიდენტად. ჩინეთში 60 წელი თუ არ შეუსრულდა  პიროვნებას, არ აირჩევენ არსად.

იაპონიაში ხელმძღვანელთა ფიტულებია ორგანიზაციის წინ გამოტანილი , რომლებსაც შეგიძლია უყვირო, წყალი გადაასხა, ქვა ესროლო, ჯოხი დაარტყა. ეჩხუბო, იქ ამბობენ, რამდენიც გინდა მლანძღე, ოღონდ საქმე აკეთე , საქართველოში პირიქითაა –  ოღონდ ხელმძღვანელს ნუ შეეხები და თუ გინდა არაფერი არ აკეთო,.

ჩვენში  ჩამშვები, გამცემი,  იკეთებს კარიერას. ისინი გამსახურდიას შემოყვნენ პოლიტიკაში, მას უღალატეს და დარჩნენ პოლიტიკაში, შევარდნაძის მიერ გაძლიერდნენ და მისი ღალატით დარჩნენ პოლიტიკაში, მერე სააკაშვილით გაძლიერდნენ და მასაც უღალატეს რათა  დარჩენილიყვნენ. ბევრს ვიცნობ, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ გამარჯვებულის გვერდით დგომას. მათ არ გააჩნიათ არც პრინციპები და არც კაცობა.

ქვეყანას, რომელიც სუსტს და გამყიდველს აფასებს, არ აქვს მომავალი. და დღეს ჩვენი ქვეყანა სუსტთა იდეოლოგიაზეა  აგებული. მე არ ვიცი ეროვნული განწყობის ადამიანი, რომელიც ივანიშვილს მოეწონა, მაგრამ უამრავი ვიცი გამყიდველი და მედროვე, რომელიც მან დააფასა. ის, თავს ყველაზე ძლიერად და განათლებულად მიიჩნევს. რაშიც მათაც ეპარებათ ეჭვი, ვინც მის გვერდითაა,  დაახლოებული ადამიანები ხშირად ყვებიან ივანიშვილის განათლებაზე, ჩვევებზე. არ მინდა ამის დაჯერება. ასეთი იყო სააკაშვილი, ასეთია ივანიშვილი, ასეთია დღევანდელი პრეზიდენტი,,, ევროპის ადვოკატთა წარმომადგენლის, წინ იჯდა დღევანდელი პრეზიდენტი, ვუყურებდი და ერთი კითხვა გამიჩნდა:  ვინ მართავს დღეს ქვეყანას, სად გაიზარდნენ ეს ადამიანენი, სად გაიზარდა ეს ხალხი, ეს არის ეროვნული მოძრაობის მონაპოვარი?!

ჩვენ ვინც ვიყავით მაშინ პარლამენტში ქვეყანა მივიყვანეთ დაპირისპირებამდე რადგან ვერ შევძელით ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა. ესპანეთში ცხოვრობს გოჩა კელენჯერიძე, უამრავი სხვაც არის ევროპაში, რომლებიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენები იყვნენ ამ ადამიანებს დღეს საქართველოში არ უშვებენ, გასაგებია, რატომ არ უშვებდა სააკაშვილი, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას რისი ეშინია? გავიგე,  უცხოეთში ქართველი კაცი თამაშობს ფეხბურთსო, ვინმე ომანიძე, აღმოჩნდა მურმან ომანიძის შვილი, რომელიც გამსახურდიას მთავრობაში იყო. საქართველოში ეს ხალხი ვერ ჩამოდის.

უამრავი ადამიანი, ვინც ბიზნესთან იყო დაკავშირებული, თუ მათ ვერ იტანს ივანიშვილი, ვერ ახერხებს ქვეყანაში ჩამოსვლას. საქართველო 30 წელია ცხოვრობს ხელისუფლებით, ვინც პირველი ხელისუფალის  ერთგულია. დღეს კადრების შერჩევის  მთავარი კრიტერიუმი არის არა კომპეტენტურობა, სიძლიერე, გამოცდილება, არამედ ის, თუ რამდენად ერთგული ხართ ივანიშვილის, ზოგადად კი ხელისუფალის,

პირადად მე, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ვნახე  დოკუმენტში, რომელსაც ჰქვია „მოქმედების მანიფესტი“. ასე სრულად მდგომარეობის შეფასება მე ჯერ არ მინახავს. დოკუმენტის პირველი გვერდი გააკეთა მერაბ ბერძენიშვილმა რობაქიძის ციტირებით – „საქართველო დაჭრილი მზეა“ . ვამაყობ რომ საქართველოს ჰყავს ასეთი ეროვნული სულისკვეთების დიდი ხელოვანი. მრავალ ქვეყანაში, სადაც ჩავედი,  ყველგან მითხრეს რომ საქართველოს ჰყავს უდიდესი ხელოვანი, ბატონი მერაბის სახით. დოკუმენტის ბოლო გვერდზე არის რეზო ჩხეიძის წერილი, რომლის ცრემლის გარეშე წაკითხვა არ შეიძლება. ბატონი რეზო  წერს რომ ე ს არის ჩვენი ანდერძი მომავალი თაობებისადმი: გიყვარდეთ საქართველო, დაიცავით საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს.

პირველად ვნახე რომ სიგელს აძლევენ ადამიანს წარსულისათვის, ამ სიგელს აძლევენ არა წარსულისათვის. არამედ მომავლისათვის. ადამიანს ეუბნებიან თუ შენ ქართველი ხარ, ეროვნული ხარ,  დავდგეთ ერთად საქართველოსთვის, როცა ქვეყანას უჭირს. . 9 თებერვალს, დანიშნულია კონგრესი, რომელიც მუშაობას იწყებს დავით აღმაშენებლის და დედაუნივერსიტეტის ხსენების დღეს გელათში, სადაც ისტორიული მნიშვნელობის აჯადემია იყო, გელათის აკადემია, ყველაზე მეტად იმოქმედა ჩემზე ამ ციტატამ

სწორედ ამიტომჩვენი დიდი სურვილია, „მოქმედების მანიფესტს“ შემოუერთდეს სრულიად საქართველოჩვენისამშობლოს ყველა მეგობარიმხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვადაიბრუნოს საქართველოგახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიულიგვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით. აი, სიკეთე!   ამ ტექტს  „მოქმედების მანიფესტს“  ძლიერი ტექსტი, მართლაც ეროვნული – რომელიც დაკავშირებულია ბატონ რეზო ჩხეიძესთან. ამ ტექტს ხელს აწერენ ცნობილი მოღვაწეები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი – ეპოქალური მოვლენა, გივითოიძე – უნიკალური მხატვარი, ტარიელ ხერხელაური – პოეზიის არწივი, არაფერზე მომიწერია ხელი და ამ დოკუმენტს ვაწერ ხელსო, თემურ გუგუშვილი ოპერის ცნობილი მოღვაწე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიროვნება,  ომარ მხეიძე -რომელსაც საუკუნის ქართველი მოცეკვავე უწოდეს, რომან რურუა – დიდი მოჭიდავე, რამაზ ყურაშვილი მედიცინის კორიფე, აი, ეს ეროვნული ადამიანები.

კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო,  რომ ბ-ნი რეზო ჩხეიძის მიერ შექმნილმა ტელეკომპანია „ქართულმა“ უკვე  დაიწყო ეს პროცესი. რომელშიც ბევრი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის ბევრია ამ პერიოდის მთავარი გმირები,.იმ მოვლენათა მონაწილეები.

300 წლის ამერიკა და 1000 წლის რუსეთი უნდა გვასწავლიდეს ჭკუას ჩვენი კულტურის და ისტორიის ერს? რას ნიშნავს დასავლური ფასეულობები? ეს არის ეგვიპტიდან საბერძნეთიდან მათ შორის საქართველოდან წაღებული ფასეულობები, რომლებიც გააუხეშეს, გადააკეთეს, ჩვენგან წაღებულს ვუწოდებთ დასავლურს. რასაც ებრძოდა ბიბლია, ის დაამკვიდრეს. აღარ ვსაუბრობ ერთსქესიანთა ქორწინებაზე. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გამოდის და გვეუბნება, მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა და ტრადიცია, მე მაინტერესებს, როგორ უყურებს ესა თუ ის ქვეყანა ერთსქესიანთა ქორწინებას. ეს ქვეყანა შეიძლება დღეს რაღაცას გვასწავლიდეს.? საბედნიეროდ ამ ქვეყნის ხალხს არ აქვს ისეთივე განწყობა როგორც მის ვიცეპრეზიდენტს. ეს არის სასიხარულო.

– მოსალოდნელია თუა არა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და რა შედეგი შეიძლება რომ მივიღოთ?

მსოფლიოს ყოფილ სოციალისტურ სივრცეში, საბჭოთა სივრცეზე  არაა საუბარი, საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა სადაც მოახერხეს ანტიეროვნული ძალების მოყვანა ხელისუფლების სათავეში, დღეს არის ორი პოლიტიკური ძალა და ორივე იდენტურად იმართება გარედან. ეს არის საშიში. დასავლეთის მასონურმა ჯგუფებმა, ვერსად  შეძლეს პარლამენტში გარედან მართვადი  ძალების მოყვანა. საქართველოში კი ეს მოახერხეს… შეიძლება არიან ცალკეული პოლიტიკოსები ეროვნულად განწყობილი, რომლებიც შინაგანად ეწინააღმდეგებიან, მაგრამ გუნდურ თამაშის პრინციპებს ემორჩილებიან.

არჩევნებისთვის საშიშია ანტიეროვნული ტელევიზიები.

ათი წლის წინ,  2003 წელს ინგა გრიგოლია მასახელებდა წლის  ყველაზე წარმატებულ რესპიდენტად. ამის შემდგომ კი არ მივუწვევივარ არც ერთ გადაცემაში. დღეს ქალბატონი გრიგოლია იძახის რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიწვევო… მე ვიყავი ყოფილი ხელისუფლების  წარმომადგენელი, ვიყავი გუბერნატორი , კენჭს ვიყრიდი პრეზიდენტად…  არა იმიტომ რომ გამემარჯვა, არამედ იმ მიზნით, ორმ ეს ტრიბუნა გამომეუენებინა და  ხალხისთვის მეთქვა, რომ შეცდომას უშვებდნენ სააკაშვილის პრეზიდენტად  არჩევით.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში მოვითხოვე სააკაშვილის მონაწილეობა, გრიგოლიაც კი ეხმარებოდა მას რათა არ გამოსულიყო, მაშინ მე კატეგორიულად მოვითხოვე სააკაშვილის გამოსვლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა სააკაშვილი გადაცემაში და  მაშინ მე ჩემი გამოსვლა  ასე დავამთავრე: „საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში! „მაშინ სააკაშვილი იყო მინისტრი. ამ გადაცემის ჩანაწერი აქვს ინგა გრიგოლიას, მას შემდეგ გავიდა ათ წელზე მეტი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქალბატონ ინგას ვთხოვ ამ გადაცემის ჩანაწერის გადმოცემას, მით უფრო რომ თავად ვიყავი ამ გადაცემის მონაწილე, მაგრამ ვერ მივაღწიე ამას.

სხვათაშორის,  გადაცემის შემდეგ შევარდნაძემ დამირეკა და მითხრა, რატომ კადრულობთ ამას, რატომ მიმართავთ ჩემს მინისტრებს ასეო? მე ვუპასუხე, გყავდეთ ეს  მინისტრი, ჩემი მინისტრი ის არ არის მეთქი, მე ვარ იმერეთის გუნერნატორი და გამანთავისუფლეთ, აღარ ვიქნები თქვენი გუნერნატორი და გყავდეთ სააკაშვილი მინისტრად მეთქი.  ამის შესახებ მე ინტერვიუებშიც მაქვს დაწერილი.

დააკვირდით, თუ მოაზროვნე ადამიანები, ინტელიგენცია არ გაერთიანდა და ისევ პოლიტიკოსებს მიენდო არჩევნების ჩატარება. არაფერი შეიცვლება. რითი მოდიან პოლიტიკოსები არჩევნებზე: მათი ლოზუნგებია, სიღარიბეს დავამარცხებთ,  კორუფციას დავამარცხებთ, უმუშევრობას დავამარცხებთ, უკეთესად ვიცხოვრებთ. მაჩვენეთ ერთი ხელისუფლება, რომელმაც წინ წაწია ქვეყანა? მაჩვენეთ  ერთი პარლამენტი, რომელიც წინას ჯობდა. ყოველი შემდგომი  წინაზე უარესია, ამიტომ აზრი არ აქვს არჩევნების ჩატარებას იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება ყოველი გზით ცდილობს, რომ  „ოცნებამ“ კვლავ გაიმარჯვოს და ამას მასონური წრეები გარედან უჭერენ  მხარს. ეს ორი პოლიტიკური ძალა ისევ გარიგდება,  შეერთდება და  მოიგებს. წაგებული დარჩება ქართველი ხალხი და ქვეყნის ინტერესები. ჩვენ არჩევნები კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლების ეჭვი მაქვს. თუმცა გამოსავალი ისევ და ისევ არის არჩევბნებში.

 – ვის გააერთიანებს კონგრესი?

– კონგრესი აერთიანებს არაპოლიტიკოსებს . მე ვარ გელათის აკადემიის აკადემიკოსი, აქ არიან მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, განათლებული ადამიანები, მე ერთი რიგითი წევრი ვარ  და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ამ მიწვევის მიზეზი იყო ის, რომ ჯერ კიდევ თამაზ გამყრელიძის დროს, მეცნიერებათა აკადემიამ გააკეთა პარტიათა პროგრამების და შემადგენლობის ანალიზი მაშინ აღინიშნა რომ ყველაზე კარგი პროგრამა, აკადემიური შემადგენლობა , ვინც კი წარმოდგენილი იყო , არის „თეთრები“ და გამოაცხადეს ამის შესახებ, მეგონა ამის შესახებ ტელევიზიებში იქნებოდა საუბარი, მეგონა მეცნიერებათა აკადემიის, განათლებული ადამიანების მიერ აღიარებულ პოლიტიკურ ძალას მეტი ყურადღება დაეთმობოდა, მაგრამ სამწუხაროდ, აკადემიის აზრი,განათლებული ადამიანების აზრი არავის აინტერესებს.

– ხომ არ არის საჭირო ახალი ძალების შემოყვანა პოლიტიკურ სივრცეში

– დავოსის კონგრესზე,  3 წლის წინ  ითქვა მსოფლიოს მომავალი არის კონვენგერციის თეორიაში, რომელშიც შეერთებულია საუკეთესო ნიშნები კაპიტალიზმის და სოციალიზმისა.  დაცული ადამიანი – სოციალიზმიდან და ძლიერის მხარდაჭერა – კაპიტალიზმიდან. ამას დავით აღმაშენებელი აკეთებდა ათი საუკუნის წინ. ის ძლიერს მხარს უჭერდა და სუსტს იცავდა. დღეს ეს გზა არის აღიარებული მსოფლიო განვითარების მომავლად.

ხელისუფლება არის იმისთვის რომ ემსახუროს ხალხს.  ამერიკის კონსტიტუციაში წერია უნიკალური რამ , რაც  ძველი რომისგან წამოიღეს – ღირსების ქვეყანა.  რომ ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაა დაიცვას ადამიანის სიცოცხლის, სიტყვის, საკუთრების უფლება და ადამიანის მისწრაფება კარგი ცხოვრებისაკენ .  ანუ უფალმა რაც მისცა ადამიანს სიცოცხლის, სიტყვის და საკუთრების უფლება ის  უნდა იყოს დაცული. სიცოცხლის უფლებაა – საცხოვრებელი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და გარანტირებული უნდა ჰქონდეს განათლების მიღების უფლება.

მაჩვენეთ ხელისუფლება საქართველოში ,რომელიც ამაზე მუშაობს,. მხოლოდ წარსულის განქიქებით და კრიტიკით არიან  დაკავებულები. ეს ექსპერტების, ანალიტიკოსების და საჭიროების შემთხვევაში პროკურატურის და სასამართლოს საქმეა, ხელისუფლება უნდა იყოს კონცენტრირებული მომავალზე,

ქვეყანაში, როგორც ჩათვლის საჭიროდო. რუსეთთან ომის მოგება რომ არ შეიძლება თქვენ გვასწავლითო, ასე მითხრა  ლაციოს მხარის პრეზიდენტმა კონფერენციაზე, ოთხი ქვეყანა, ვინც რუსეთთან არის კარგად –  საფრანგეთი,  იტალია, გერმანია და ესპანეთი, ოთხივემ რუსეთთან ომი წააგო. და დღეს ცდილობენ მოაგვარონ რუსეთთან ურთიერთობა. დღეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ  რუსეთის გაღიზიანება არის რუსეთის საქმის კეთება.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *