„სახალხო კრება“ ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პოლიტიკოსების ერთობაა

პირველი კომენტარ

krebaბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით 2012 წლის 6 მარტს “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან: ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან, ბატონ რეზო ესაძესთან, ბატონ ლუკა კურტანიძესთან, ბატონ სოსო ჯაჭვლიანთან შეხვედრის შედეგებზე “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით

                                                                                                                                                                                                          როცა უღირსი შეურაცხყოფას გაყენებს, ძლიერდები…როცა ღირსეული ცდილობს ამის გაკეთებას, ფიქრდები…

26 მაისს უღირსმა მოგვაყენა შეურაცხყოფა-ჩვენ გაგვაძლიერა, თვითონ პოლიტიკური სამარე გაითხარა… არ მინდა “ქართული ოცნება”  – “ნაცმოძრაობას”, ხოლო  ბიძინა ივანიშვილი  – კაცთმოძულე  სააკაშვილს ოდნავ მაინც დაემსგავსოს…

მინდა ვიფიქრო, რომ გუშინ “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ მასალასთან ბატონ ბიძინას კავშირი არ აქვს. თუ ეს მისგან მოდის, ძალიან ცუდი მისთვისვე…სხვა შეფასებებისაგან დღეს თავს შევიკავებ, სხვა სათქმელს, დაპირებისამებრ, 7 აპრილს ვიტყვი-ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლიდან 6 თვის თავზე…

დღეს  ამაყი ვარ  იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ „მოქკავშირის“ შექმნიდანვე  მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად შევარდნაძის შემდგომ  ბატონი სააკაშვილი მე მთვლიდა, რაც არაერთგზის დაადასტურა პრესაში, ერთი წუთით  მასთან არ ვყოფილვარ, 1995 წლიდანვე “მოქკავშირ-აღორძინებას” ქვეყნის უბედურებად ვთვლიდი, 1997 წლიდან მათ მიერ შექმნილ სისტემას კორუფციულს, ქვეყნის დამანგრეველს ვუწოდებ, ხოლო მიხეილ სააკაშვილს არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისათვის საშიშ პიროვნებად ვთვლი…ვამაყობ, რომ ბევრსავით არ დავიმალე ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდგომ, შემოვიარე მთელი საქართველო და ხალხს ვუთხარი ის, რასაც დღეს თვით ხალხი ლაპარაკობს…

დღეს ვამაყობ კრებით, მისი ყველა წევრით, მისი ლიდერით – ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილით, მონოლითურად შეკრული ქართული ცნობიერების საბჭოთი – ბატონი რეზო ესაძით, ბატონი ელიზბარ ჯაველიძით, ბატონი გურამ ფირცხალავათი, ბატონი გია ბურჯანაძით, ბატონი ლუკა კურტანიძით, ბატონი სოსო ჯაჭვლიანით, ბატონი ირაკლი ბათიაშვილით…

ვამაყობ იმით, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში ხალხისთვის ბოდიშის მოხდით დაბრუნდა, რომ იგი შურსა და მტრობაზე მაღლა დადგა…

ვამაყობ იმით,რომ ბატონი ბიძინასაგან დაბრუნებულებმა ისაუბრეს შეხვედრის მხოლოდ იმედიან მომენტებზე…ისიც მხოლოდ გუშინ გავიგე,რომ ქალბატონ ნონას ბატონი ბიძინასათვის შეკითხვაზე -რას იტყვით თემურ შაშიაშვილზეო, უპასუხნია: “როგორც საკუთარ თავს ისე ვენდობიო”… ამისთვის ღირს პოლიტიკოსისთვის ცხოვრება…ჩვენ ვერ დაგვშალა ბოროტმა სააკაშვილმა, ვერ დაგვშლის ვერც კეთილი ძალა… კრება დიდსულოვნებით ცხოვრობს და ყველა კეთილი ძალა მასთან მხოლოდ მეგობრობაზე იფიქრებს, თუ სხვისგან არ იმართება, სააკაშვილთან არ არის შეკრული, ფიქრობს ხალხზე, ქვეყანაზე და არა  სკამზე…

ერთი ფაქტია – სააკაშვილს ეშინია მხოლოდ ხალხის და ხალხის განწყობის გამომხატველი პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების…

“სახალხო კრება”, მასში შემავალი პოლიტიკური ძალები ვდგავართ ხალხთან, ქვეყანასთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ დღეს დაპირისპირების დრო არ არის, დღეს ქვეყანაა გასათავისუფლებელი შავი ჭირისაგან-სააკაშვილ-ნაცმოძრაობისაგან… ჩვენ ვდგავართ მათთან, ვინც თვლის, რომ ამ ხელისუფლებასთან გარიგება არ შეიძლება, წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება, არჩევნების გაყალბების პატიება არ შეიძლება…

კრება ყველას ურჩევს, ნუ გაიზიარებენ კრების წინააღმდეგ ბრძოლის სააკაშვილის მზაკვრულ ხერხს – კრების ნინო ბურჯანაძესთან გაიგივებისა… კრება არის ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პოლიტიკოსების ერთობა და დღეს ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია, მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია ამ ხელისუფლების ჩასვენება 26 მაისს გათხრილ პოლიტიკურ სამარეში… კრება არის მზად დიდი ერთობისა და არა დიდი ქიშპობისათვის. ამ უკანასკნელით ჩვენ ხელისუფლებას არ გავახარებთ და ამას ნუ გააკეთებთ ნურც თქვენ, ვინც კრების წინააღმდეგ ხართ მომართული, ვისაც არ გიყვართ და გძულთ თემურ შაშიაშვილი და განსაკუთრებით ნინო ბურჯანაძე… ვინც თვლით, რომ თქვენ მაღალი რეიტინგი გაქვთ და ჩვენ ურეინტიგონი ვართ და ხალხში ჩვენს მიმართ ცუდი განწყობაა.

დრო ყველაფერს გაარკვევს.

ჩვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიდექით 26 მაისს, საერთოდ ასე მოვდივართ და ვიცით, დღეს დიდსულოვანი და თავგანწირული პოლიტიკოსების დროა, იმათი დროა, ვინც თეთრი სახლის, ან კრემლის ერთგულებაში კი არ ეჯიბრება სხვას, არამედ ბოდიშს უხდის ხალხს და ქვეყანას გაუსაძლისი ყოფისათვის; მზად არის ამ სულთამხუთავ ხლისუფლებას თავგანწირვით შეებრძოლოს…

გვფარავდეს ღმერთი!

 

თემურ შაშიაშვილი

ახალი პოლიტიკური ძალის „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები) ლიდერი,

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი

2012 წლის 7 მარტი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *