ამაყი ვარ, მწამს და მჯერა

 

krebaდიდი ბრძოლაა „სახალხო კრების“ წინააღმდეგ. მონაცვლეობით პირველობენ ხელისუფლება და, სამწუხაროდ, ერთ-ერთ ძალად გაერთიანებული ზოგი ოპოზიციური პარტია და ოპოზიციური ჯგუფი. თუ ერთი დუმს, მეორე ხმაურობს. ჩვენ დარტყმის მუდმივ რეჟიმში ვართ.

ჩვენი პოზიცია დიდსულოვანია: ქვეყანა თავზე გვექცევა და დღეს ოპოზიციაში დაპირისპირების დრო არ არის; რომ, როგორც არასდროს, დღეს საქართვლოსათვის ისეა საჭირო განსხვავებულთა ერთობა, ერთიანი ფრონტი არაქართული ცნობიერების, სულთამხუთავი „ნაციონალური რეჟიმის“ წინააღმდეგ.

ამაყი ვარ იმით, რომ 26 მაისს ვიდექი იქ, სადაც უამრავი ადამიანი ფიზიკურად და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აზროვნებითა და განწყობით იდგა.

ამაყი ვარ იმ ქართული განწყობით, რომელიც კრებაში და მის აღმასრულებელ საბჭოშია.

ამაყი ვარ იმ ერთსულოვნებით, რომელიც საბჭოსა და საერთოდ კრებაშია.

ამაყი ვარ ჩვენი პრინციპებით:
• ამ ხელისუფლებასთან გარიგება არ შეიძლება
• ამ საარჩევნო გარემოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ შეიძლება
• არჩევნების გაყალბების პატიება არ შეიძლება.

ამაყი ვარ იმით, რომ პოლიტიკოსებისაგან შეურაცხყოფილ და შეგინებულ საქართველოში მოიძებნა გამარჯვების ფორმულა: ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტებისა და პოლიტიკოსების ერთობა და რომ სწორედ ეს არის სახალხო კრების საყრდენი.

ამაყი ვარ და მწამს და მჯერა, რომ ჩვენ ერთგული ვიქნებით იმის, რასაც დასაწყისშივე დავპირდით ხალხს: ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე!

ამაყი ვარ, მწამს და მჯერა, ჩვენ ვართ იმ ხალხთან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სახალხო კრების წევრები, რომლებიც ამ პრინციპებს იზიარებენ.

ვიყავი და ვრჩები იმ პრინციპის ერთგული, რომ სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ. მიხარია, რომ ასეთია კრების, მისი აღმასრულებელი საბჭოს განწყობა. სწორედ ეს არის ქართული ტრადიციული და მომავალზე ორიენტირებული განწყობა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს არ სჭირდება ისეთი ხელსუფალი, რომელიც ერთგულებას ან ამერიკას უმტკიცებს, ან რუსეთს, რომ საქართველოს სჭირდება საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთგული ხელისუფალი. ჩვენ ვიცით ეს – სწორედ ეს არის ჩვენი სიძლიერე.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 13 მარტი

მისამართი: 0178, თბილისი, ღამბაშიძის. ქ№4;
ტელ: 2-443 446; 5(90) 40 54 55; 599 27 40 53 899 26 56 22
ელ-ფოსტა: tetrebigeorgia@gmail.com;
ვებ-გვერდი: www.tetrebi.org

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *