მართლაც მაოხრებელი გზირია. მომავალი ამას გაცილებით მეტად დაადასტურებს.

 

132მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეგობა” განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა მიერ ორიოდ დღის წინ ფეისბუქის გვერდზე. ამის საპასუხოდ, თეთრების ლიდერმა სპეციალური განცხადება გაკეთა:

“სააკაშვილი საშიში არასდროს ყოფილა – მისი ნამდვილი სახე  კარგად ჩანს აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებულ კადრებზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და ყველას მიწაზე გართხმულ საქართველოს მთავარსარდალად დაამახსოვრა თავი.

საშიშია არა სააკაშვილი, არამედ  ისინი, ვინც ეს არარაობა დასავლელი იმიჯმეიკერებისათვის გადახდილი მილიონებით- პრეზიდენტად შექმნა და ხალხის არჩევანად გააფორმა – დაწყებული ედუარდ შევარდნაძით, გაგრძელებული დასავლეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიებით, საინფორმაციო საშუალებებით და არასამთავრობოებით,  დამთავრებული მაკეინითა და მისი მსგავსი დასავლელი პოლიტიკოსებით, უამრავი დღევანდელი პარლამენტარით, თუ ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში მოკალათებული მედროვეებით….

საშიშია ყველა,  ვინც დღეს მას აქებს, ვისაც ის ნორმალური ჰგონია და ვისაც მართლა სჯერა, რომ ეს ბუტაფორიული არსება – იყო ომის რეალური დამწყები, ან რომელიმე ომის  ოდესმე მომგები…

მხოლოდ არაქართული განწყობის პოლიტიკოსს, სწორედ ავანტიურისტს შეეძლო და შეუძლია თქვას ,”მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეგობა”როგორც ეს განცხადება საკუთარ ფეისბუქზე გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. გაღიმებული სახით დგას კაცი, ამაყობს რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ომით, ვერ აცნობიერებს ამ ავანტიურის შედეგებს: 5 დღეში წაგებული  ომი, ასობით დაღუპული პირტიტველა ბიჭი,დანგრეული ოჯახები, ობლად დატოვებული შვილები… და რაც მთავარია, ფაქტიურად დაკარგული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი…”

დაფიქრებისა და ანალიზისათვის, „თეთრები“ გთავაზობთ განსაკუთრებულ პოზიციას.

დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ რუსეთთან ძალის ენით ლაპარაკი, იარაღით ლაპარაკი ნიშნავს შენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის, რუსული გავლენის გაძლიერებას. ეს პრინციპი ყველაზე, მეტად იმ ქვეყნებმა გააცობიერეს, რომლებიც რუსეთის პარტნიორები იყვნენ მეორე მსოფლიო ომში (აშშ და დიდი ბრიტანეთი) რომელთაც ომი ჰქონდათ რუსეთთან, (ფინეთი, შვეცია), რომელთაც რუსეთთან ომი წააგეს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, თურქეთი).  ჩვენ  – „მოქკავშირისა“ (რომლის გენერალური მდივანი მიხეილი გახლდათ) და მისი მემკვიდრე „ნაცმოძრაობის“ წყალობით, იმ ქვეყნებს შორის პირველი ვართ, რომელთაც ეს ვერ გავიცნობიერეთ, მიზეზი მარტივია, უკვე ათწლეულებია რუსეთის ლანძღვა-გინებით ყველაზე სწრაფად და მარტივად იპოვებ სკამს – მოდიხარ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომაა, რომ ქართული პოლიტიკა გაივსო სულმოკლე პოლიტიკოსებით, შლეგებით, სწორედ ისეთებით, როგორიც სააკაშვილია, რომელმაც საქართველოში რუსული გავლენა გააძლიერა არა მარტო ჩააბარა ტერიტორიები, ნებაყოფლობით გადასცა ქვეყნის საბადოები, მთელი ენერგეტიკის პატრონად აქცია) და ძალიან საჭირო იყო და არის იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც პირდაპირ არ და ვერ  უპირისპირდებიან რუსეთს, მაგრამ რუსეთთან სავაჭროდ სჭირდებოდათ და სჭირდებათ თავზეხელაღებული ხელისუფალი. ამ როლს წარმატებით ასრულებდა და ასრულებს „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის წარსულში საქართველოს პრეზიდენტად  და დღეს კი, ოდესის გუბერნატორად ყოფნის დროს.

მართლაც მაოხრებელი გზირია. მომავალი ამას გაცილებით მეტად დაადასტურებს.

20.07.2015წ

(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი მართლაც მაოხრებელი გზირია

(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი მართლაც მაოხრებელი გზირია!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *