(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი მართლაც მაოხრებელი გზირია

„მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეგობა”  – სააკაშვილის მიერ ორიოდ დღის წინ ფეისბუქის გვერდზე გაკეთებული ამ განცხადების პასუხად „თეთრების“ ლიდერმა განცხადება გააკეთა.

„სააკაშვილი საშიში არასდროს ყოფილა – მისი ნამდვილი სახე კარგად ჩანს აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებულ კადრებზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და ყველას მიწაზე გართხმულ საქართველოს მთავარსარდალად დაამახსოვრა თავი. საშიშია არა სააკაშვილი, არამედ  ისინი, ვინც ის დასავლელი იმიჯმეიკერებისათვის გადახდილი მილიონებით- პრეზიდენტად შექმნა და ხალხის არჩევანად გააფორმა – დაწყებული ედუარდ შევარდნაძით, გაგრძელებული დასავლეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიებით, საინფორმაციო საშუალებებით და არასამთავრობოებით,  დამთავრებული მაკეინითა და მისი მსგავსი დასავლელი პოლიტიკოსებით, უამრავი დღევანდელი პარლამენტარით, თუ ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში მოკალათებული მედროვეებით….საშიშია ყველა,  ვინც დღეს მას აქებს, ვისაც ის ნორმალური ჰგონია და ვისაც მართლა სჯერა, რომ ეს ბუტაფორიული არსება – იყო ომის რეალური დამწყები, ან რომელიმე ომის  ოდესმე მომგები…მხოლოდ არაქართული განწყობის პოლიტიკოსს, სწორედ ავანტიურისტს შეეძლო ასეთი განცხადების გაკეთება“,  -აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

შაშიაშვილის თქმით, სააკაშვილი თავის ავანტიურის შედეგებს ვერ აცნობიერებს.

„ეს  კაცი გაღიმებული სახით ამაყობს რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ომით, ვერ აცნობიერებს ამ ავანტიურის შედეგებს: 5 დღეში წაგებული  ომი, ასობით დაღუპული პირტიტველა ბიჭი,დანგრეული ოჯახები, ობლად დატოვებული შვილები, ძაძებში ჩაცმული დედები… და რაც მთავარია, ფაქტიურად დაკარგული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი… სწორედ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკით გააძლიერა  საქართველოში რუსული გავლენა (მან  არა მარტო ჩააბარა ტერიტორიები, ნებაყოფლობით გადასცა ქვეყნის საბადოები, მთელი ენერგეტიკის პატრონად აქცია). როგორც ჩანს, ის  მეტად  საჭირო იყო და არის დასავლეთის გარკვეულ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ არ და ვერ  უპირისპირდებიან რუსეთს, მაგრამ მასთან სავაჭროდ  სჭირდებათ სააკაშვილისნაირი თავზეხელაღებული ხელისუფალი. რომელიც თავის პარტიასთან ერთად  ამ როლს წარმატებით ასრულებდა წარსულში საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის და დღეს კი ოდესის გუბერნატორად ყოფნის დროს. მართლაც მაოხრებელი გზირია. მომავალი ამას გაცილებით მეტად დაადასტურებს“,  – აღნიშნა „თეთრების“ ლიდერმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *