ფეისბუქის კომენტარები: პაატა ბურჭულაძე –ხელოვნებაში!

1289222307_url“თეთრების” ლიდერის ინტერვიუმ სააგენტო ივერიონს, სადაც საუბარია მომღერალ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე საინტერესო კომენტარები.

(ივერიონი)თემურ შაშიაშვილი: პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლა მიწასთან გაასწორებს!

მანჩო გაჩკა საინტერესოა ბურჭულაძემ რატომ გაწირა თავი აგრერიგად––არც სახელი აკლია, არც ფული არც დიდება, ნუთუ ეს დამპალი პოლიტიკა ღირს იმის ფასად რომ თავი გაიფარჩაგო, იქნებ მართლა სჯობს სადაც არის იქ დაეტიოს. ლა–სკალადან დაწყებული მსოფლიოს ნებისმიერი სცენა ღიაა მისთვის, ნუთუ ღირს ეს ყველაფერი დათმო, გაცვალო იმაში რაც შენი არ არის, მაგრამ რას გაიგებ ძაღლის თავი სად არის დამარხული!

Marina Tsereteli არავითარი თავის განწირვა ,ეს გარედან არის მანჩო დავალებული,მართალია მან ბევრი კარგი გააკეთა,მაგრამ ვეთანხმები ბატ,თემურს ის მიწაზე დაენარცხება,

მანჩო გაჩკა მეც მაგას ვამბობ, რომ მიწასთან გასწორდება და როგორც შენ ამბობ, რომ ზევიდან არის ნაბრძანები, ეს კიდევ ერთი იმის დასტური, რომ ადამიანები თავის თავს აღარ ეკუთვნიან, მათ რაღაც უხილავი ბინძური და ბოროტი ძალა მართავთ.

Малхаз Тархнишвили ე.ი. არ ყოფილა ნამდვილი ქველმოქმედი. ყველაფერს წინასწარ გათვლილი და გაწერილი გეგმით ასრულებდა, რაც ძალიან საწყენი და სამწუხაროა. რაში სჭირდება პოლიტიკაში მოსვლა, სახელი აკლია ხალხის სიყვარული, პატივისცემა თუ ფინანსურად უჭირს? აი ხალხის რისხვას და სახელის გაფუჭებას კი ნამდვილად დაიმსახურებს პოლიტიკაში მოსვლით

სერგო კურტანიძე დიდი არეალია სპეკულაციისათვის

Малхаз Тархнишвили დაავალეს, არ მგონია რომ მისი ინციატივაა. მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი *რგოლია* ვინ დაავალა და რა როლი მისცეს ეს არის

Schorena Dshanchoteli ბ.პაატა ბურჭულაძე –ხელოვნებაში! ბ.თეიმურაზ შაშიაშვილი სასაწრაფოდ– პოლიტიკაში!!!

Roland Matiashvili და თუ აიძულებენ..? სხვანაირად არ ჯდება ლოგიკაში..
Schorena Dshanchoteli ძლიერ სახელმწიფოში ფული არ იხარჯება პოლიტიკისათვის, პოლიტიკა თვითონ ხარჯავს ფულს და ის უბედურებაა დღეს, ვინც დახარჯა ფული, ყველას პოლიტიკოსი ჰგონია თავი!!! წარმატებები თქვენ ბ. თემურ, ვხედავ თქვენს, შორსმჭვრეტელობას, მიუხედავად ბევრი “დაკარგული წლებისა”, მაგრამ მჯერა გამოთქმის: “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”, მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა მიაღწიოს უფლისქვეყანამ!!!
Малхаз Тархнишвили დაკარგავს მოსახლეობის ნდობას და სიყვარულს 100 %, ითრევენ რაღაც დიდ ავანტიურაში. თავს გააყოფინეს ყლუფში რომელიც ნელ ნელა გაგუდავს. ძალიან სამწუხაროა, დავიჯერო ვერ ხვდება მაგდენს , რაღაც არ მგონია
სერგო კურტანიძე ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე აგრერიგად ღირსეული ქართველი, მაგრამ პოლიტიკაში ???? შეიძლება ძველ მოდურია, მაგრამ დიდ პოლიტიკამდე ქველმოქმედების გარდა გარკვეული საფეხურების გავლაა საჭირო.ჩვენ უკვე ვიწვნიეთ, როცა ზოგიერთმა მინისტრმა შრომის წიგნაკი სწორედ მინისტრის პოსტის დაკავებისას გახსნა!!!!!!!!
Manana Mameishvili აი, რა აიძულებთ და რატომ იღებენ ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ამას ვერ ვხსნი ვერაფრით… ან დიდი თანხის შეთავაზება, ანდა, მართლა სამშობლოს სიყვარული? მემგონი, უფრო პირველი …

Shalva Kacharava … საინტერესოა, – რამდენჯერ უნდა ითქვას, ნუთუ ასე გაუგებარია:… ნუ ავირჩევთ „პირო-ვნებებს“, ნუ ავირჩევთ ამერიკული წესით „პრეზიდენტებს“, ავირჩიოთ ცხოვრებისეული გზა, გზის არჩევის შემდეგ კი, „გზის მშენებელ-მოჯამაგირეებად“ ანუ ქვეყნის მსახურად, უშიშრად დავნიშნოთ ნებისმიერი გვარის წარმომადგენელი, რამეთუ ერის მიერ არჩეული გზის გამრუდება არავის ძალუძს!

– მერაბ კოსტავა 1989 წ.

– ნაცვლად იმისა, „ზემოთ-ხსენებული“ სიტყვები ყოველ ქართველს საქმედ წარმოგვეჩინა, – პირველად ცხოვრებაში, ამერიკული წესით „პრეზიდენტად“ ზვიად გამსახურდია ავირჩიეთ და დღემდე ე.წ. – „მაგ-ჯორის-ტარებს“, „კან-დიდა-ტურებსა“ და „პრეზიდენტებს“ ვირჩევთ, შემდე კი, მათ კრიტიკასა და ლანძღვა-გინებას წლობით ვერ ველევით და იმასაც ვერ ვხვდებთ, ამით, ჩვენს მიერვე, – ერის მამა-მარჩენლებად არჩეულ „პირო-ვნებებთან“ ერთად, საკუთარ თავსაც რომ ვილანძღავთ!..

Малхаз Тархнишвили ერთი რამ გამკვირვებია ამ ადამიანების, რატომ იმეორებენ სხვის შეცდომებს. ხომ ხედავენ რომ ყველა *ცხვირთან და კისერთან * ერთად სახელსაც იტეხენ პოლიტიკაში მოსვლით. აკეთე შენი საყვარელი საქმე რაც იცი *ხუთიანზე* ეხლა კიდევ რამდენი მედროვე , არა კეთილსინდისიერი და *ცხრა ღობეზე* გადამხტარი მიეტმასნება ამ ახალ მოძრაობას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ფინალი ნათელია. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც პური რომ * მეპურემ გამოაცხოს*?
Marina Gurgenishvili ძალიან მეცოდება, ცოტა ხანში მისი ავტორიტეტისგან არაფერი დარჩებააა…
Nana Chankvetadze ნაკრები ყველა პარტიიდან საუკეთესოების … მეტი არაფერი გვეშველება. ის ვისაც სამშობლო უყვარს, მერე ფული:)))) თორე ხომ ხედავთ, მარტო ფული მთავრობას:– გვაქვს და ყველა ნაბიჯით უკან….

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *