კარგი იქნება თუ გაიმართება პოლიტიკური დებატები მეცნიერებათა აკადემიაში

irakli alasania

დღეს ბევრი საუბრობს ორ უაღრესად საჭირბოროტო საკითხზე. პირველი – საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ფორმატის გაფართოების და მეორე – ბიუჯეტის ძირითადი ორიენტირების შეცვლის აუცილებლობის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ბატონმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა საქართველო-რუსეთის დიალოგში გერმანიის აქტიურად ჩართვის მიზანშეწონილობის შესახებ, რასაც, ვიდრე „კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახლდათ არ მიესალმებოდა.

„თეთრების“ ლიდერი ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი  2008 წლიდან მოყოლებული, temuriდაბეჯითებით ადასტურებდა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებების პროცესში გერმანიის  ჩართვის,   ასევე ზოგადად საქართველო-გერმანიის ურთიერთობის გაღრმავების  აუცილებლობას, რაც, მისი აზრით,  ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი და სასიკეთო ნაბიჯი იქნებოდა. ამას „თეთრების“ ლიდერი ხაზს უსვამდა როგორც პოლიტიკურ განცხადებებში, ისე თავად ბატონ ალასანიასთან საუბრებში.

“ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გერმანია უნდა გახდეს ძირითადი ფიგურა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. მან ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში  არაერთხელ სიტყვითა და საქმით გამოხატა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი მხარდაჭერა. დღესაც, გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტივობასთან ერთად,  გერმანიაში წარმოდგენილი ქართული დიპკორპუსი, მისი ხელმძღვანელის ძალიხსმევით რჩება ამ მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად ” – ასეთია „თეთრების“ პოზიცია.

რამდენიმე კვირის წინ „თეთრების“ ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში  ასევე ვრცლად  ისაუბრა გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობის შესახებ.

„გერმანიასთან ურთიერთობა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ  გერმანიას ევროპა უსმენს.  თუ ვინმეს ამერიკა უწევს ანგარიშს, გერმანიაა და თუ რუსეთი უწევს ვინმეს ანგარიშს – გერმანია. გერმანია თავისი დიდი მაგალითით გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებთან. გერმანიის კანცლერი იმითაა ძლიერი,რომ ყოველთვის საკუთარი ხალხის სახელით ლაპარაკობს, როგორც ამერიკის ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან.

„ჩვენ გერმანიაში საოცრად კარგი ელჩი გვყავს, ბატონი ლადო ჭანტურია. მეამაყება,რომ მას ვიცნობ, ბატონი ლადო გახდა აღიარებული პროფესორი, დოქტორი, გერმანიის უპირველესი სამართლის ინსტიტუტის დირექტორი“ –  განაცხადა  „თეთრების“ ლიდერმა.

საინტერესოა, რომ ბატონი ალასანია ადრე განსხვავებულ მოსაზრებებს იზიარებდა, ახლა კი, გადმოვიდა ჩვენთვის მისაღებ პოზიციებზე ისე, რომ არც კი აღნიშნა იდეის ავტორი.

მეტიც, იმის გამო, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ გაცილებით უკეთესი წვდომა აქვთ საინფორმაციო საშუალებებისა, რამაც ხელი შეუწყო  მისი მოსაზრების აქტიურ პიარ-კომპანიას, როგორც მათი ორიგინალური იდეისა. პარტია „თეთრებს“ კი, რომელთაც არ გააჩნიათ უცხოელი და შინაური დამფინანსებლები, არასდროს ჰქონიათ საშუალება ეწარმოებინათ ფართო პიარკომპანია საკუთარი იდეებისა.  შედეგად, მიდის იდეების დაუფარავი პლაგიატი.

ამ დღეებშივე ბატონმა ალასანიამ ისაუბრა  სოციალური ბიუჯეტის ქვეყნისთვის მიუღებლობისა და განვითარების ბიუჯეტის აუცილებლობის თაობაზე,  რითაც ფაქტობრივად გაიმეორა  „თეთრების“ მიერ მრავალჯერ გაჟღერებული და სამწუხაროდ ყველა  მთავრობის მიერ იგნორირებული პოზიცია სოციალური ბიუჯეტის ქვეყნისთვის დამღუპველი ზემოქმედებისა და განვითარების ბიუჯეტის ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებლობის შესახებ. უფრო მეტიც,  არჩევნებში გამარჯვებისთანავე ქვეყნის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას „თეთრებმა“ წარვუდგინეთ პროგრამა  2030 წლამდე ქვეყნის განვითარების თაობაზე, სადაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენი თანმიმდევრული დამოკიდებულება ბიუჯეტის  პრიორიტეტების შესახებ –  ბიუჯეტი უნდა იყოს უპირველესად სახელმწიფოს განვითარების დოკუმენტი.

ბატონი ირაკლი ალასანია, ვიდრე კოალიციის წევრი გახლდათ, სრულად  იზიარებდა სოციალური ბიუჯეტთან დაკავშირებით ხელისუფლებისეულ დადებით შეხედულებას. დღეს კი, როგორც ჩანს მისი შეხედულება დაემთხვა ჩვენი პარტიის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

სწორედ ამიტომ ვთვლით საჭიროდ ღია პოლიტიკურ დისკუსიას, მით უფრო რომ რამდენიმე წლის წინ უკვე იყო მცდელობა ამ ორ პოლიტიკოსს შორის ერთგვარი „პოლიტიკური დუელი“ გამართულიყო. ეს იქნებოდა ერთგვარი  პაექრობა,  გარკვეული ფორმატის დებატები. ორ პოლიტიკურ ფიგურას შორის.

მაშინაც მიგვაჩნდა და ეხლაც მიგვაჩნია, რომ „პოლიტიკური დუელის“ გამართვა  დადებითი პრეცედენტი იქნებოდა , რადგან პოლიტიკოსები ერთმანეთთან ლანძღვა გინებით  კი არა, ცივილურად უნდა საუბრობდნენ და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში კი არა, დარბაზში დიალოგით და ინტელექტუალური  კამათით უნდა წყდებოდეს,

საკითხების თემატიკა და პრობლემების გადაწყვეტისადმი პოზიციების დაკავება იძლევა იმის ნაყოფიერ საფუძველს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ბატონ ირაკლი ალასანიას და პარტია „თეთრების“ ლიდერს ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს შორის გაიმართოს საჯარო პოლიტიკური დებატები. მიგვაჩნია, რომ  მაღალინტელექტუალურ ხასიათს მიანიჭებს დებატების მეცნიერების თანამონაწილეობით მეცნიერებათა აკადემიაში გამართვა.

პარტია “თეთრების”

პრეს-ცენტრი

12.12.2015წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *