„თეთრების“ მოღვაწეობის ახალი ეტაპი

gerbi1სამი წლის წინ, 2009 წლის 7 აპრილს, გაკეთდა პოლიტიკური განცხადება განსხვავებული პრინციპებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკური ძალის ფორმირების თაობაზე.

ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების მიერ, უცხოელ მეგობართა დიდი მხარდაჭერით შეიქმნა დოკუმენტი „საქართველო დღეს“, რომელშიც არის მოცემული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის კომპლექსური ანალიზი. „თეთრების“ მიერვე შეიქმნა დოკუმენტი „საქართველოს პოტენციალი“, რომელშიც შეკრებილია ანალიტიკური მასალა შესაბამისი დასკვნებით ქვეყნის ბუნებრივი, გეო-პოლიტიკური, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების თაობაზე. პრაქტიკულად დასრულებულია და სექტემბერში საზოგადოებას წარედგინება დოკუმენტი „საქართველო ხვალ“, რომელშიც თვალნათლივ ჩანს , რას სთავაზობენ „თეთრები“ ქვეყანას.

დამთავრდა პოლიტიკური ძალა „თეთრების“ პარტიად ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი.

მას შემდეგ,რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის უფლებამოსილება, მათ მიერ გუშინ, 27 ივლისს, გაიცა პირველი მოწმობა, რომლის თანახმად მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „თეთრებს“ მიენიჭა პარტიის სტატუსი. საყურადღებოა, რომ პარტიის კონგრესის გადაწყვეტილებასთან ერთად წარდგენილ იქნა გაცილებით მეტი ხელისმოწერა, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული ათასისა.

ვულოცავთ პარტიის ყველა წევრს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას!

მადლობას ვუხდით მეცნიერთა და პრაქტიკოს-სპეციალისტთა ფართო წრეს, რომელთა ძალისხმევით მომზადდა საპროგრამო დოკუმენტები: „საქართველო დღეს“, „საქართველოს პოტენციალი“, „საქართველო ხვალ“.

ჩვენთვის პარტიის შექმნა თვითმიზანი არ იყო.უმთავრესი და უპირველესი გახლდათ, გვეჩვენებინა მდგომარეობის სერიოზული ანალიზი განვითარებაში: რა არის დღეს, რა პოტენციალს ფლობს სახელმწიფო, რას შეიძლება მივაღწიოთ ხვალ. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყანაში, რომელშიც ფართო მხარდაჭერას პოულობენ სოციალური დემაგოგიის ნიშნით გამორჩეული პოლიტიკური ძალები.

მხოლოდ მეცნიერული ანალიზის საფუძველზე გახდა შესაძლებელი სრულიად განსხვავებული ფილოსოფიისა და მენტალობის პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც ადამიანში ადამიანს ხედავს და არა ამომრჩეველს; რომელიც თვლის, რომ საქართველოში საქართველოა გადასარჩენი.

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თეიმურაზ შაშიაშვილი

2012 წლის 28 ივლისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *