საქართველოს ტოტალური გაღატაკებით წარმატებული ხელისუფლება

 

gerbi1

• ხელისუფლებას წარმატებით ეხერხება :

სხვისი ფულის კონტროლი;
ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღება;
ფულის წართმევა;
წილებში ჩაჯდომა;
სიცრუე და დემაგოგია;

• ქვეყნისთვის ყალბი იქნება ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც გაყალბებულ არჩევნებს შეეგუება და აღიარებს!
• ან ჩვენ ვეთანხმებით არჩევნებამდე ქვეყნის გარეთ დაწერილ არჩევნების შედეგებს, ან ვიცავთ ღირსებას და ვიცავთ ყოველ ხმას !

ცივილიზირებულ და ცივილიზაციისაკენ მიმავალ ქვეყნებში ქვეყნის ბიუჯეტის მინიმუმ 70% სამეწარმეო საქმიანობაზე მოდის და ხელისუფლება იზომება იმის მიხედვით თუ როგორია ადამიანის თავისუფლების ხარისხი, რამდენად მაღალია ადამიანთა ცხოვრების დონე, რამდენად გადამხდელუნარიანია მოსახლეობა. ანუ ხელისუფლება იზომება იმის მიხედვით, თუ როგორ არის დაცული ქვეყანაში ადამიანისთვის ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების უფლება.

საქართველოში პირიქითაა: ბიუჯეტის 85-90% მოსახლეობის ჯიბიდან არის ამოღებული, თავისუფალი ადამიანი სანთლით საძებარია, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება, მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ აქვს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევრის მიღების საშუალება. მოსახლეობის გადამხდელუნარიანობის დონე ნულს უტოლდება. ხელისუფლება მონობას ითხოვს მდიდრისგანაც და ღარიბისგანაც. არც მდიდარია თავისუფალი და მით უფრო არც ღარიბი.

საქართველოში მდიდარი რომ გახდე, ხელისუფლებას უნდა გაეგო ფეხქვეშ… საქართველოში ლუკმა-პური რომ იშოვო, ამასაც ხელსიუფლების ნება სჭირდება. ასეთ დღეშია მოსახლეობის 95 პროცენტი… საშუალო ფენა, რომელსაც ნაკლებად, ან პრაქტიკულად არ აინტერესებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც კი და საერთოდ გამორიცხავს მასთან ლაქუცს – მხოლოდ 5 პროცენტია.
ეს არის კლასიკური დიქტატურის, უფრო სწორად 21-ე საუკუნის მონათმფლობელობის ახალი ტიპის ქვეყანა.

და ამ ფონზე სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იჩემებს, რომ წარმატებულია. ასე სჯერათ თავად და ასე სჯერათ მათ უცხოელ მეგობრებსა თუ ლობისტებს…

წარმატებული ნამდვილად არის:
• სხვისი ფულის კონტროლში;
• ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღებაში;
• ფულის წართმევაში;
• წილებში ჩაჯდომაში;
• სიცრუესა და დემაგოგიაში;

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მეტად აკონტროლებს ხელისუფლება სხვის ფულს, მით მეტად უკონტროლოს ხდის საკუთარ ჯიბეს, საკუთარი ოჯახის შემოსავლებს, ქვეყნის ბიუჯეტის – ხალხის ფულის ხარჯვას.

პირდაპირ ვთქვათ, სააკაშვილმა, ხელისუფლებამ, „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი და პარტიის ჯიბის ფულად აქცია ქვეყნის ბიუჯეტი, ხალხის ფული. ექსპერტთა დასკვნით, ბიუჯეტში შესული ყოველი ერთი ლარი მხოლოდ 20 თეთრის საქვეყნო საქმეს აკეთებს, 40 -45% – კორუფციულია, 35-40% – პრეზიდენტის და „ნაცმოძრაობის“ სკამების შენარჩუნებისათვის იხარჯება.

დანაშაული სახეზეა – ქვეყნის ბიუჯეტი იქცა ნაციონალების პარტიულ ანუ საარჩევნო ფულად, მაშინ როცა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს საკუთარი ფულის ხარჯვის საშუალებას არ აძლევენ საარჩევნო პროცესის წარმართვისათვის.
შეუიარაღებელი თვალითაც სჩანს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალა – დატკბა და დაითაფლა ხალხთან მიმართებაში, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ხალხოსნები ხდებიან… ამ ეტაპზე მათ ეს ხალხოსნობა უცხოეთისთვის და უცხოელი მეგობრებისთვის საჩვენებლად უფრო სჭირდებათ, რომ გაამართლონ არჩევნების გაყალბება. ისინი ადამიანში ადამიანს კი არა, ამომრჩეველს ხედავენ, თუმცა არცერთი მოაზროვნე ადამიანი ასეთ ხელისუფლებას გვერდით არ დაუდგება, მხარს არ დაუჭერს და ხმას არ მისცემს!

ქვეყნისთვის საბედისწერო ჟამი დგას: ან ჩვენ ვეთანხმებით არჩევნებამდე ქვეყნის გარეთ დაწერილ არჩევნების შედეგებს, ან ვიცავთ ღირსებას და ვიცავთ ყოველ ხმას. მზად ვარ ნებისმიერთან კამათისათვის: თუ არჩევნების შედეგებით პირველ ადგილზე არ იქნება „ქართული ოცნება“ და მას 50%-ზე მეტი ხმა არ ექნება, თუ „ნაცმოძრაობას“ 20%-ზე მეტი და მის სატელიტ პარტიებთან ერთად 30% -ზე მეტი ექნება – ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა და ქვეყნისთვის ყალბი იქნება ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც გაყალბებულ არჩევნებს შეეგუება და აღიარებს!

ღირსებისათვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი დგება.
დავდგებით ღირსეულად – ვიცხოვრებთ ღირსეულად!

ასეთია „თეთრების“ პოზიცია

თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 23 ივლისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *