საშობაო და საახალწლო მილოცვა

ჩემს მეგობრებს და საერთოდ, ყველას . ჩემდამი განწყობის მიუხედავად, მტერსაც და მოყვარესაც!


12111926_748212455290426_1339764544050808211_nსიკეთე , სიხარული , წარმატებები 2016-ში!

ეს წელი ხომ , შოთა რუსთაველის და ყოველთა ქართველთა , საქართველოს შვილთა , საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის წელია!

სიყვარული აგვამაღლებს !

მეამაყება,რომ პარტია “თეთრების” პოლიტიკური საბჭო შეუერთდა “ქართული ერთობის დარბაზის” “მოქმედების მანიფესტს “– ერთი სამშობლო,ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო” და საახალწლო მილოცვაც ამ განწყობით შექმნა.

ვისურვებდი ,რომ სახელმწიფო კაცების ამ დიდ ქართულ შემოძახილს ყველა პოლიტიკური ძალა შეერთებოდა და ერთხელ მაინც გავერთიანებულიყავით მომავლის საქართველოსათვის ბრძოლაში.

მწამს და მჯერა,მხოლოდ ძლიერის დამფასებელი , ნიჭის ძალაუფლების ამღიარებელი , ზნეობის ტყვეობაში მცხოვრები , ტრადიციების პატივისმცემელი და პლანეტარულად მოაზროვნე საქართველო გაბრწყინდება.

შევთხოვოთ უფალს ,მოგვცეს ასეთი საქართველოსათვის ბრძოლის ძალა,ნიჭი და უნარი!

რწმენით და იმედით,
თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *