ძლიერის დამფასებელი… ნიჭის ძალაუფლების ამღიარებელი … ზნეობის ტყვეობაში მცხოვრები – საქართველო გვინდა!

1“თეთრების” საახალწლო მილოცვა

 შეხვედრა ახალ წელთან ყოველთვის დიდ ადამიანურ განცდებთანაა დაკავშირებული. ზნეობრივი ადამიანი ამ დროს ინანიებს შეცდომებსა და ცოდვებს, ბოდიშს უხდის ყველას ვისაც აწყენინა, ფიქრობს ქვეყნაზე, მამულზე, ოჯახზე ამქვეყნიურ ყოფაზე, ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებსა და უპოვრებსროგორც ჩვენში იტყვიან, უშურველია. კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე.

ეს არის „თეთრების“ საშობაო და საახალწლო განწყობა დღევანდელ რთულ, პრობლემებით  და პოლიტიკური დაპირისპირებებით სავსე,  ხალხის სოციალური ყოფით დამძიმებულ საქართველოში.

მაინც იმედით ვართ სავსე. ისტორიულად ქვეყანაში ეროვნული სული და განწყობა სწორედ მძიმე პერიოდებში იწყებდა მძლავრობას. ამ სუნთქვითაა გაჟღენთილი სახელმწიფო  კაცების მიერ „მოქმედების მანიფესტით“ გაკეთებული დიდი შემოძახილი, : „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, რომელიც მთავრდება სიტყვებით: „მოქმედების დროა!  სიყვარული აგვამაღლებს!“

ვამაყობთ, რომ ამ შემოძახილს პარტია „თეთრები“ მაშინვე შეუერთდა. ჩვენ  ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ.

სწორედ პოლიტიკოსთა  მიერ  აღზევებული სიძულვილის  პოლიტიკის ფონზე სიყვარულით მოქმედების დროა! მომდევნო წელი ხომ გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის წელია.

ამ გენიალურმა მოაზროვნემ და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიდგინოს მეხსიერებაში, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს.

 სწორედ ასეთ დიდ ერთობას  შეუძლია გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრა ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად!

 ამაზე მეტი რა უნდა ვისურვოთ იმასთან ერთად, რაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელთა საახალწლო მილოცვებშია ჩამოყალიბებული. მაგრამ მაინც გვაქვს დროის შესაბამისი რამდენიმე კონკრეტული სურვილი. 

  • ღმერთმა ქნას, ხალხს ძლიერის დაფასება გვესწავლოს… 
  • ღმერთმა მისცეს ძალა და უნარი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთ, რომ პირადი ერთგულებით კი არა, ქვეყნისადმი ერთგულების უმთავრესი ნიშნით შეარჩიონ კადრები… 
  • ღმერთმა ქნას, რომ ხალხიც და ხელისუფლებაც მხოლოდ ერთ ძალაუფლებაზე ვფიქრობდეთ – ნიჭის ძალაუფლებაზე… 
  • არც ერთ ტყვეობაში ყოფნა არ ვარგა, მაგრამ ღმერთო მიეცი ქართველს, საქართველოს შვილებს, საქართველოს მოქალაქეებს როგორც დიდი მუხრანი ამბობს, „ზნეობის ტყვეობაში“ ცხოვრების ძალა და უნარი. 

სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ, „თეთრები“ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველოს დაბრუნების და მისი გაბრწყინების გზას.

 

ძლიერის დამფასებელი… ნიჭის ძალაუფლების ამღიარებელი … ზნეობის ტყვეობაში მცხოვრები – საქართველო გვინდა!

 

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო

თეიმურაზ შაშიაშვილი პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი

ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში

რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი

ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.

ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი

ინგა კაპანაძე ექიმი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე

შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი

მზია ჯგუშია ურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)

ავთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

გიორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი

სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე

შოთა ჯიქია – „თეთრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

 

31 დეკემბერი 2015 წელი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *