აგვისტოს ომით მხოლოდ სამი კაცი ტრაბახობს – სააკაშვილი, პუტინი და მედვედევი…

gerbi1დრო ადასტურებს, რომ პუტინს აწყობს საქართველოს ის ხელისუფლება, რომელსაც (როგორც თავად ხაზგასმით აღნიშნავს) არ ელაპარაკება… საქართველოს და ქართველ ხალხს კი აწყობს ის ხელისუფლება, რომელთანაც არ დალაპარაკების უფლება პუტინს არ ექნება…

საქართველოში ყოველმა მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ რუსეთის გინება არ არის ქართული საქმე, პირიქით, რუსეთის გინება აძლიერებს რუსულ შოვინიზმს შენს ქვეყანაში და ამას ჩვენი მეგობრებიც გვეუბნებიან ევროპასა თუ ამერიკაში…

პუტინის ინტერესებში არ არის საქართველოსთან საუბარი, საქართველოს ინტერესებშია საუბარი რუსეთთან. ნუ ვიქნებით პუტინის მხარეს, ვიყოთ საქართველოსთან!…

გამოვფხიზლდეთ… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროა გავიგოთ ის, რაც მთელმა მსოფლიომ გაიგო: აგრესიული ტონით საუბარი რუსეთთან, რუსულ გავლენას აძლიერებს შენს ქვეყანაში…

ეს არის საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ფინეთის გამოცდილება… მათ ყველამ წააგო ომი რუსეთთან და დღეს ცდილობენ, არა თუ გააღიზიანონ, სტრატეგიულ მეგობრად თვლიან რუსეთს.

სააკაშვილი რუსეთთან აგრესიული საუბრით სკამს ინარჩუნებს,ქვეყანა თავზე გვემხობა…

რუსეთთან “მებრძოლმა” სააკააშვილმა რუსული სახელმწიფო ბიზნესი გააბატონა საქართველოში.

რუსეთის ვერც ერთი ხელისუფალი ვერ იოცნებებდა საქართველოს იმ სიმდიდრეების ხელში ჩაგდებას, რაც რუსეთთან “დაპირისპირებულმა” სააკაშვილმა გადასცა იმ პუტინს, რომელიც არ ელაპარაკება, მაგრამ მძიმე მომენტში ყოველთვის სააკაშვილის პოზიციებს ამაგრებს, როგორც ეს ორიოდ დღის წინ გააკეთა. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს საქართველოს გაუწონასწორებელი პრეზიდენტი… არავინ იცის, როგორ გამოიყენებს ამას პუტინი… ფაქტი ერთია – აგვისტოს ომით მხოლოდ სამი კაცი ტრაბახობს – სააკაშვილი, პუტინი და მედვედევი… მსოფლიო ისტორია გვასწავლის – ომი სწორედ მაშინ იწყება, როცა ძველი ომის ყველა მონაწილე ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს არა შენდობაზე, არამედ საუბრობს ომში გამარჯვებულის ენითა და განწყობით.

ამიტომ არის პირველი ოქტომბერი 21-ე საუკუნის დიდგორი საქართველოსთვის…

პირველ ოქტომბერს ან დავიხსნით თავს კრემლისა და თეთრი სახლის დიქტატისგან და ვიქნებით ამერიკის, რუსეთის და ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ან დავრჩებით ამერიკის წინაშე ნებით, რუსეთის წინაშე კი იძულებით დაჩოქილი და „სკამს მიკერებული“ სააკაშვილის მონებად…

ვიმოქმედოთ ღირსებით და ვიცხოვრებთ ღირსეულად!

თემურ შაშიაშვილი

10.08.2012

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *