დავამთავროთ ლაპარაკი – მოქმედების დროა!

news_86075 კარგ საწყისს ვხედავ  მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივაში, მოუსმინონ მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს, ქვეყანაში მინდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მას სისტემატური ხასიათი მიეცემა. პოზიტიურად ვაფასებ ბატონი ლევან ვასაძის გამოსვლას, რომელიც სოციალურ ქსელში ასეა დასათაურებული:  “სამშობლო და მისთვის აზროვნების გამბედაობა.” 

იმაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში და ისიც 21 – ე საუკუნეში სამშობლოსათვის აზროვნებას გამბედაობა  სჭირდება. ესაა რეალობა. თანამედროვე მსოფლიოს რეალობა, როცა ზესახელმწიფოები საუბრობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, რეალობაში კი  სხვა სახელმწიფოებზე ბატონობას, ადამიანებზე კონტროლის გაძლიერებას ისახავენ მიზნად და აღწევენ კიდეც. ეს არის მეგობრობა?!

დამაფიქრებელია…

რაც პოლიტიკაში ვარ, სხვა აზრი არ მქონია, რომ ქვეყნის  ხსნა არც რუსეთშია, არც ამერიკაში , არც ევროპაში – საქართველოშია, რეალურ დამოუკიდებლობაშია. ამ განწყობის ფუძემდებლურ პრინციპებზე დაყრდნობით 2004 წელს  შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა “წინ საქართველო”  და დავიწყეთ  მზადება   ეროვნული ყრილობისათვის… ყველაფერ ამას დაუპირისპირდა სააკაშვილის დიქტატორული მანქანა.  არაერთგზის დაგვარბიეს,  არაერთი წევრი ციხეში ჩაგვისვეს.

რეალური დამოუკიდებლობის ფუძემდებლურმა პრინციპებმა გაგვაერთიანა პარტია  “თეთრებში” . რეალური დამოუკიდებლობის დიდმა მუხტმა შეაერთა ჩვენი ქვეყნის კულტურის , ხელოვნებისა და მეცნიერების  დიდი წარმომადგენლები “ქართული ერთობის დარბაზში” .

საქართველოს ტრაგედია იმაშია , რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შინაგანად ამ განწყობისაა. მაგრამ  იგი ვერ იქცა რეალურ ძალად,  რადგან ქვეყნის გარედან დაფინანსებული ე.წ. “ნაღები”, რომელიც ბუნებით გამყიდველია და პროვინციული აზროვნებისაა, ახერხებს  ხელისუფლებაში მისვლას, მაშინ , როცა საქართველოს დამოუკიდებლობის რეალური  იდეის მატარებელი  საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები ერთმანეთთან მისვლასაც ვერ ვახერხებთ და  მხოლოდ ის  გამოგვდის, რომ სხვადასხვა  პუბლიკაციებით, სატელევიზიო გამოსვლებით, როგორც იტყვიან “საკუთარ ჭიას ვახარებთ” და  საზოგადოების თვალში უტოპისტებად ვყალიბდებით.

ვოცნებობდი და ვოცნებობ ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე. ვოცნებობდი და ვოცნებობ იმ საქართველოზე, რომლის ხელისუფლებაც ქვეყნის გარედან არ მოიმართება.

დადგა დრო მძლავრი მასშტაბის განახლებული ეროვნული მოძრაობის, რომელმაც ერთ მუშტად უნდა შეკრას რეალური დამოუკიდებლობის მატარებელი ძალები და ადამიანები და დაასრულოს  იმ პოლიტიკური ძალებისა და პიროვნებების პარპაში, რომლებიც ქვეყნის მომავალს რუსეთში,  ამერიკაში, თუ სხვა  ნებისმიერ ქვეყანაში ხედავენ.

მოქმედების დროა! 

 

P.S. აქ შეგიძლიათ ნახოთ  ლევან ვასაძის გამოსვლას მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *