(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: რაც უფრო დრო გადის, ყველა მომდევნო პარლამენტი, წინაზე უარესი ხდება”

ghnადრე კრემლის წინაშე ვიჩოქებოდით, ეხლა თეთრი სახლის წინაშე ვიხრით ქედს. სად არის გამოსავალი? ამაზე “ალიას” “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

მე ვერ ვხედავ რომ ვინმეს გარედან საქართველოს მეგობრობა უნდა , რუსეთსაც თათის დადება უნდა და ამერიკასაც. ჩვენში უკვე გამეფდა პროვინციალიზმი, გამოსულად და განათლებულად ითვლება ის, ვინც აქებს ამერიკას, ჩამორენილია, ვინც  ლაპარაკობს პატრიოტიზმზე. ამერიკას აქებენ არა იმიტომ, რომ საქართველოს რამე შემატონ და შეცვალონ, არამედ იმიტომ რომ სკამი მოიპოვონ. შეინარუნონ და ფული იშოვონ.

ამას წინათ ერთმა მითხრა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთაინდებით კარგი იქნება და მხარსაც დაგიჭერთო. კი, ბატონო, ჩამოვწეროთ სია, ვინ არის ამ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებში? მარტო ლიდერებიც რომ დავასახელო თუ არ შეგეშინდებათ, ბოდიშს მოვიხდი…

ჩვენთან ძლიერი უყვართ მხოლოდ მკვდარი, როდესაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, ცხონებულმა რეზო ჩხეიძემ „ჰუმანიზმის მანიფესტით“ მიმართა: პრეზიდენტო, პირველ რიგში ციხეებიდან გამოუშვით ქალები და ბავშვები, 65 წელს გადაცილებულ  ადამიანებს მიეცით შეღავათი და შერჩევით მაინც გაათავისუფლეთო. არა, ამათ გამოუშვეს ვინც აწყობდა. მავანი პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებულიო, მავანი ასეაო, მავანი ისეო. ბოლოს  რაც მივიღეთ, ვნახეთ,. ბოლოს, სანამ ბატონი რეზო ცოცხალი იყო, სულ ახსენებდა პრეზიდენტს, წერილი რომ გამოგიგზავნეთ მიპასუხეთო. ამან პასუხი არ  აღირსა. როცა ჩხეიძე გარდაიცვალა, დაკრძალვის დროს მარგველაშვილი მივიდა და ლამის საფლავთან ბრიფინგი გამართა. აქო- ადიდა გარდაცვლილი რეზო  ჩხეიძე!

იგივეს თქმა შემიძლია მერაბ ბერძენიშვილზეც. მას ჯვარი სწერია… ,ამ ახალ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა წერილობით. თუ მთელი ხელისუფლება არა, ვინმე მაინც უნდა მისულიყო მასთან, ან პირველი პირი მიიწვევდა თავისთან. არც ერთი მომხდარა, არც მეორე, არც მესამე. საქართველოს ხელისუფლების 99 პროცენტი  ნამყოფი არ არის მერაბ ბერძებიშვილის სახელოსნოში. ვიღაც სოროსელი დააბერტყებს რაღაც სისულელეს და მეორე დღესვე ხელისუფლების ყველა წევრი განმარტებებს აკეთებს. ბერძენიშვილი რას ფიქრობს, ეს არ აინტერესებთ. მას არაფერი არ უნდა, არც თანამდებობა. ისეთ ასაკშია, იცხოვრა ყველაფერი ნახა. ეს ქალაქის მერი რომ მოდიოდა, პირდებოდა, როგორც კი მერი გავხდები, აღმაშენებლის ძეგლს უკან დავაბრუნებო. რამდენი ხანი გავიდა? ადამიანი მიმართავს პრემიერებს, პრეზიდენტს, მერს, მაგრამ პასუხსაც არ აძლევენ. არ აინტერესებთ. ..

ხალხიც ყველაფერს ეგუება. საღამოს ელოდებიან,  აბა ერთი „მაესტროსთან“ დაკავშირებით რას იტყვიან? რაში მაინტერესებს რომელი ტელევიზია ვისია? უბედურება ის არის, რომ ვიღაც პოლიტიკანებისაა! ტელევიზიები გახდნენ პარტიების მსახურები. ტეტჩერის გამონათქვამია, პარტიულ ტელევიზიას ვერ ვუყურებ, ასეთ შეურაცხყოფას საკუთარ თავს ვერ მივაყენებო.

კიდევ ერთი სატკივარი. მაგალითად, სახელმწიფოს აქვს მოქალაქეების ვალი, თუნდაც ანაბრები, ეს არის რამდენიმე მილიარდი. ერთი ლარის დაბრუნება ვინმემ დაიწყო?

 – არა, ეს თემა მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურდება ხოლმე

– თვითონ ხალხი რამეს ითხოვს? ხედავთ, რომ ხალხი ამასაც შეეგუა . ესე იგი ხელისუფლება არ გიბრუნებს ერთ ლარსაც კი, რომელიც  კანონიერად გეკუთვნის და ამ დროს არ გპატიობს ერთ ლარს, თუ არ გადაიხდი,. ამოგაცლის ჯიბიდან და შეიძლება დაგაპატიმროს კიდეც.

როდესაც შენ მეწარმე არ გყავს ხელის გულზე, რა ხელისუფლება ხარ? დღეს მეწარმეს უნდა ეგერებოდე, უვლიდე, რისკიანი მოქმედების საშუალებას აძლევდე. შენს ნათესავებს არ უნდა აპარპაშებდე, კონკურენციას  ქმნიდე,

რაც ყველა დროის დეპუტატებმა მიიღეს ეს ფულში რომ გავზომოთ,   გადადის ათეულობით მილიარდში არადა, სულ არის  ლაპარაკი 1000 კაცზე… ესე იგი, კალოშებით მოსულმა ათასმა  კაცმა ხელისუფლებაში მოსვლით იშოვა დიდი ფული დაუკვირდით, რაც უფრო გადის დრო, ყველა მომდევნო  პარლამენტი უარესი ხდება. ყველაზე გაჭირვებული დარჩა ზვიად გამსახურდიას პარლამენტი. მას შემდეგ ყველა გამდიდრდა.

სააკაშვილის დროს ამერიკელები ძირითადად ეხმარებოდნენ სამხედრო უწყებას, ახლა მაგათ  რომ საქართველო  აინტერესებდეთ. დავით კეზერაშვილს დაიცავდნენ, რომელსაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტი აქვს წაღებული? რა ამერიკის დაზვერვის იმ ხელმძღვანელმა, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, არ იცის, რა წაიღეს კეზერაშვილმა და ოქრუაშვილმა ? არ იცის, რომ კეზერაშვილი მართლა კალოშებით მოვიდა? როცა ამ ხალხს იცავ, საქართველოს მეგობარი გქვია? ათასჯერ ვთქვი, 4 მილიარდი, რომ მისცეს ხელისუფლებას ცხინვალის ომის შემდეგ, ეს ფული სად წავიდა? საქართველოში არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ჩავა ამერიკაში და იტყვის, დიდ პატივს ვცემ ამერიკას, ჩვენ მოვედით ახალი ხელისუფლება . გთხოვთ დაინტერესდით, სად წავიდა თქვენი დახმარება . გამოაქვეყნეთ  ყველაფერი, და მაშინ დაგიჯერებთ, რომ მეგობრები ხართ.

არა, ძლიერი საქართველო არავის აწყობს… ერთი ამერიკული კომპანია არ არის შემოსული საქართველოში, უხსოვარ დროში შემოვიდა“ეიეს თელასი“ რომელიც გააგდეს და ყველაფერი მისცეს რუსს. ეხლა ესენი სხედან და სხვას ელაპარაკებიან რუსეთუმეობაზე.

ამას წინათ გამოვიდა ამერიკის ელჩი და დაიცვა ჩვენი პატრიარქი, მისი ავტორიტეტი დიდია ქვეყანაშიო. ჩვენ ამას წამოვეგეთ, ფოჩიანი კანფეტები გვიყვარს, არავინ არ ვიკითხეთ: კი მაგრამ,შენ, ამერიკის ელჩო, თუ პატრიარქი ასეთი კარგია, მაშინ იმას რატომღა აფინანსებ, ვინც მას ძირს უთხრის და ებრძვის? ამათ ასეთი პოლიტიკა აქვთ დამუშავებული . თვითონ ავტორიტეტებს არ ებრძვიან , ფულს მისცემენ და ბინძურ  საქმეს ისევ ქართველებს გააკეთებინებენ . ეს არის მეგობრობა?

დაუკვირდით, სად არის მართლმადიდებლობა? საბერძნეთში, უკრაინაში, საქართველოში, რუსეთში, სერბეთში. სწორედ ამ ქვეყნებში მიდის ბრძოლები. ეს ბრძოლა არის პარადოქსული. საქართველოში სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლის დირიჟორი გახლავთ ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ამბობს რომ ის არის ათეისტი. და იქ დასძენს, სოციალიზმის მთავარი უბედურება. იყო ათეიზმიო. თუ ათეიზმი მაშინ იყო უბედურება. ახლა   ბედნიერებაა? ამერიკის ყველა მიმდევარი იძახის, ათეისტი გახლავართო. მე მეგონა, ბიძინა ივანიშვილი ამ მოღალატეებს მაინც გასცემდა პასუხს, მაგრამ რაც უფრო მეტ პარტიაში გადახტა კაცი, ის უფრო მოსწონს. ამ ქვეყანაში უბედურება ის კი არ არის, რომ სიმართლე სძულთ, უბედურება ისაა, რომ ყველაზე მეტად სიმართლის მთქმელი სძულთ.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *