ივანე აფრიდონიძე: “მოსახლეობის ანაბრების პრობლემის მოგვარება მოგვარება ძალზედ მარტივი მექანიზმითაა შესაძლებელი”

ekonimikaგაზეთქრონიკისადმი” მიცემულ ინტერვიუში “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნების თემას ” ქვეყნის  დიდი სატკივარი” უწოდა.

ამასთან დაკავშირებით პარტია “თეთრებს” საკუთარი მოსაზრება მოაწოდა  ცნობილმა იურისტმა ივანე აფრიდონიძემ.  თავის წერილში ბატონი ივანე ანაბრების დაბრუნების მექანიზმებზე საუბრობს:

მოსახლეობისთვის საბჭოთა ანაბრების გაუფასურებით (პირდაპირ ვთქვათ, – წართმევით) მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად თუ ქვეყნის ხელისუფალმა არ დასძლია რადიკალური ნაბიჯის გადადგმის შიში, მაშინ “ყოველი შრომა დაკარგულია” და, უნდა აღიაროს, რომ მას ამის სურვილი არც ჰქონია და, მხოლოდ ეთვალთმაქცება საკუთარ ხალხს.

სინამდვილეში ამის მოგვარება ძალზედ მარტივი მექანიზმითაა შესაძლებელი.

პირველი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ესაა მეანაბრეებისაგან საშემნახველო წიგნაკების წარდგენის ვადის დადგენა (გონივრული იქნება, – ერთ წლიანის). ამ ვადაში მეანაბრე (მისი მემკვიდრე) ვალდებული იქნება წარუდგინოს საშემნახველო წიგნაკი სახელმწიფოს, ანაბრის სალეგალიზაციოდ, ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი აღარ მიიღება).

შენიშვნა: ესაა პირველი ფილტრი, რადგან წიგნაკების გარკვეული ნაწილი დაკარგულია ან მეანაბრე უმემკვიდრეოდაა გარდაცვლილი (ეს, დაახლოებით, მთელი ანაბრების საერთო მოცულობის 30 პროცენტამდე იქნება, თუ მეტი არა) …

მეორე, სალეგალიზაციოდ წარდგენილმა ყველა წიგნაკმა უნდა გაიაროს ექსპერტიზა, რათა გამოირიცხოს ჩანაწერის გაყალბება  (საექსპერტო ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ).

შენიშვნა: ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, თუ სახელმწიფოს დაცული არ აქვს საშემნახველო საბარათე დოკუმენტების ბაზა. (მაგ. ქუთაისში ეს ბაზა გროვებად ეყარა დრამატული თეატრის უკან რომ ცენტრალური შემნახველი სალაროს შენობა იყო იქ და, ამჟამად სადაა, ან არის თუ არა საერთოდ, არ ვიცი)…

მესამე ეტაპი, – ესაა ლეგალიზებული საშემნახველო წიგნაკების მიხედვით მთლიანი საანაბრე თანხის საერთო მოცულობის დადგენა (ხომ ჰგონიათ, რომ ეს თანხა 5 თუ 7 მილიარდია, სინამდვილეში, მისი ნახევარიც არ აღმოჩნდება), რომელიც სახელმწიფომ უნდა აიღოს შიდა სახელმწიფოებრივ ვალში.

მეოთხე ეტაპი – შიდა სახელმწიფო ვალზე სახელმწიფო ობლიგაციის გამოშვება, – 10, 20, 50, 100 და, ა.შ. ლარის ნომინალებით, რომელსაც მიიღებენ მეანაბრეები, ლეგალიზებული საანაბრე თანხის შესატყვისად.

მეხუთე ეტაპი – დადგენილი პერიოდულობით (თვიური, კვარტალური), “ლატარიის” პრინციპით, მომგებიანი ობლიგაციების ნომინალებით გათამაშება, მის სრულ ამოწურვამდე …

შენიშვნა: შესაძლოა ეს პროცესი გაგრძელდეს რამდენიმე ათწლეულს, მაგრამ ამას ხალხი აიტანს. ამის პრაქტიკა არსებობს 1947-1952 წლებში გამოშვებული სახელმწიფო ხესხის ობლიგაციების განაღგება რომ გადაავადა ხრუშჩოვმა და, 1970-80 იან წლებში რომ მთლიანად დაიფარა ნომინალების გათამაშებით, მის სრულ ამოწურვამდე  …

P.S  ამ საკითხებთან დაკავშირებით ბატონმა ივანემ სპეციალური წერილით მიმართა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს

 

(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: რაც უფრო დრო გადის, ყველა მომდევნო პარლამენტი, წინაზე უარესი ხდება”

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *