ღირს ბრძოლაც და თავშეწირვაც ნიჭის ძალაუფლების ეროვნული სახელმწიფოსათვის!

 

news_86075ხალხმა განსაჯოს,სწორი ვიყავი თუ არა მაშინ და სწორი ვარ თუ არა დღეს ამ შეფასებებში!

ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისათვის 2003 წლის ივნისში მიწერილი წერილი,არ არის ჩემი გაბედულების მაჩვენებელი – ეს იყო იმერეთისა და ქუთაისის დიდი შემოძახილი საქართველოსათვის…

საბედნიეროდ,ბევრი ფიქრობდა მაშინ ასე!

სამწუხაროდ,დღეს ჭკუას გვარიგებენ და გვეუფროსებიან
სწორედ ისინი მაშინ:

> ხელისუფლებაში რომ იყვნენ და არაფერი არ გაითვალისწინეს

> დამანგრეველი პოლიტიკური ავანტიურისტების გვერდით რომ დადგნენ და 2003 წლის ე.წ.ვარდების რევოლუცია მოახდინეს რუსეთ-ამერიკის ნებითა და მხარდაჭერით

> პოლიტავანტიურისტებს რომ აფინანსებდნენ რუსეთ-ამერიკის დავალებით

და კიდევ ისინი გავარიგებენ ჭკუას და გვეუფროსებიან, რომელთაც ყოველ მთავრობასთან მოძებნეს საერთო ანუ კლასიკური მოღალატენი,რომლებიც შენთან არიან,ვიდრე ძლიერი ხარ და მტრად გექცევიან,როგორც დასუსტებას იწყებ…ანუ ისინი ძლიერ გამსახურდიას აღმერთებდნენ,მაგრამ როგორც კი მის მიმართ ხალხში ბუნებრივი უკმაყოფილება გაჩნდა-პირველებმა ჩაარტყეს ზურგში დანა-გადაჯგუფდნენ შევარდნაძის ბანაკში….

ვიდრე შევარდნაძე ძლიერად იყო მისი ქებით გამდიდრდნენ,ხალხი გაყვლიფეს,შევარდნაძის ავტორიტეტი მიწასთან გაასწორეს და მერე მასაც გაუსწორდნენ-პირველებმა ჩასცეს ზურგში დანა – გადაჯგუფდნენ სააკაშვილთან….

ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად იმართებოდა და იმართება დასავლეთის სექტანტური ჯგუფებისაგან და სწორედ მათი რჩევა-დარიგებებით მან ყველაზე მდგრადი გუნდი შექმნა,რადგან საფუძვლად დაუდო სექტის პრინციპი: ხელისუფლებაში მხოლოდ კომპრომეტირებული.-ვიდრე წევრი ხარ და ხარ სექტური ცხოვრების მორჩილი,არავინ გეხება,მაგრამ გასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია.

ივანიშვილმა ისევ პოლიტიკურ მეძავებზე დაყრდნობით და ფულის ძალით, შეძლო ამ ჯგუფის შერყევა,მაგრამ მხოლოდ შერყევა…მართვა კი იგივე პრინციპით გააგრძელა-ძლიერთა იგნორირება,მორჩილთა აღზევება.

სამწუხარო ის არის,რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა უმაღლესი ხელისუფალისათვის კადრების შერჩევის ერთი პრინციპია გამეფებული:პირადი ერთგულება.

საქართველო საბედნიეროდ სავსეა ქვეყნის ერთგული ძლიერებით,მათ არ შეუძლიათ ბელადებისადმი (მით უფრო,გამოგონილი ბელადებისამი) მონური ფსიქოლოგიის ერთგულებით ცხოვრება,რაც ბედნიერებაა,მაგრამ იგი მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანის ამომრჩეველთა წყალობით-ქვეყნის და მისი ყოველი ოჯახის,ყოველი მცხოვრების უბედურებად იქცა და ამის წყალობით დიდი ხანია,სწორედ დიდი ხანია ვცხოვრობთ პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში..

ვაი,რომ იგი გაგრძელდება,თუ ქვეყანაში გონებამ არ გაიმარჯვა კუჭზე…, და ეს არ მოხდება ,ვიდრე გვგონია ,რომ ქვეყნის მომავალი და ჩვენი ნორმალური ცხოვრება ბელადთან და მილიარდელთანაა დაკავშირებული…მით უფრო იმ ბელადებთან,რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან და იმ მილიარდერთან,რომელიც ქვეყნის გარედანაა ტერორიზებული და საკუთარი მილიარდების შენარჩუნებისათვის,მისივე მილიარდების მსხვერპლად აქცია ქვეყანა.

ორმაგი უბედურება გვჭირს:ივანიშვილამდე გამოგონილი ბელადების მსხვერპლი ვიყავით,მისი მოსვლის შემდეგ-მილიარდების მსხვერპლადაც ვიქეცით.

მოქმედების დროა!

მწამს და მჯერა,ქვეყნის მომავალი ნიჭის ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული და არა ბელადისა და ფულის ბატონობასთან!

ღირს ბრძოლაც და თავშეწირვაც ნიჭის ძალაუფლების ეროვნული სახელმწიფოსათვის.

სწორედ ეს არის დავით აღმაშენებლის გზა!

ახლა გამოჩნდება, ჰყავს თუ არა ქვეყანას სახელმწიფო კაცები,ქართული სულისა და ცნობიერების ელიტა, სახელმწიფოზე მოფიქრალი და გარედან მართვისაგან თავისუფალი პოლიტიკოსები , რომელთა გამოჩენას,ასპარეზზე აქტიურად გამოსვლას და მართალ სიტყვას ხალხი დიდი ხანია ელოდება!

ამ შესავლით ვაქვეყნებ ხელისუფლებისადმი 2003 წლის მიმართვას.“ხალხმა განსაჯოს ყველაფერი”,სწორი ვიყავი თუ არა მაშინ და სწორი ვარ თუ არა დღეს იმ შეფასებებში,რომელიც ზემოთ გავაკეთე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *