ღია წერილი მომავალ დეპუტატებს

საპარლამენტო არჩევნების მარათონში ჩაბმულთა პოლიტიკური მრწამსის სხვადასხვაობათა მიუხედავად, საფიქრალია, რომ თითქმის ყველა მათგანი, მართალია სხვადასხვა ხარისხით, იმსახურებს მოქალაქეთა ნდობას. და თუ პატიოსან მოქალაქეთა ერთი ჯგუფისათვის მაინც არის რჩეული, ნიშნავს, რომ ის ღირსეული შვილია თავისი ერისა, ღირსეული ოპონენტია ხელისუფლებისა, ჩვენი ღირსეული კოლეგაა წინასაარჩევნო ბატალიების პერიოდში.

მივმართავთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ერთი კონკრეტული წინადადებით და ჩვენის მხრივ გამოვხატავთ წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას, ვინაიდან ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ არსებული ტოტალური და დესპოტური სახელმწიფო მანქანის დამარცხება არ ძალუძს არც ერთ ცალკე აღებულ ოპოზიციურ ძალას – თუნდაც ყველაზე მრავალრიცხოვანს, ყველაზე უზრუნველყოფილს, ყველაზე ძლიერს.
ძალა ერთობაშია, ბატონო კანდიდატებო!

(ღია წერილი მომავალ დეპუტატებს)

დეპუტატობის ყველა კანდიდატი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, არსებული ხელისუფლებისადმი ლოიალობის ხარისხისა და ა.შ. ობიექტურად დაინტერესებული უნდა იყოს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უფრო რეალურად გაცნობაში.

მიგვაჩნია, რომ საერთო საქმეს წაადგება მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატის ერთობლივი წერილების გაგზავნა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ( მერიები, გამგეობები, საკრებულოები), ორმლიტაც გამოთხოვილ იქნება ინფორმაციები ქალაქებისა და რაიონების სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების და ნაციონალების მმართველობის უკანასკნელი პერიოდის ზოგიერთი სპეციფიკური მონაცემის შესახებ.

მოსახლეობა დაინახავს:
– დეპუტატობის რომელი კანდიდატი აპირებს უკომპრომისო ბრძოლას ხალხის კეთილდღეობისათვის;
– დეპუტატობის რომელი კანდიდატი არ არის ნაციონალებისაგან მართული ფსევდოოპოზიციის წარმომადგენელი;
– დეპუტატობის რომელ კანდიდატს გააჩნია პოლიტიკური ნება და პიროვნული ვაჟკაცობა, ბოლომდე ებრძოლოს ქართველთმოძულე ხელისუფლებას;

მოსახლეობა დარწმუნდება:
– არსებული ხელისუფლებისაგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რომ დასამალი მართლაც ბევრია;
– ნაწილობრივი და არასწორი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომ ხელისუფლება განაგრძობს ხალხის მოტყუებას მისი არსებობის ბოლო დღეებშიც კი;
– სრული და სწორი ინფორმაციის მიღები შემთხვევაში, ჩვენვე, დეპუტატობის კანდიდატები ვიქნებით პირველები, ვინც პატივისცემით მოვეკიდებით არსებული ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ შესრულებულ სამუშაოს და ვიზრუნებთ ამ პიროვნებათა კვლავაც ხალხის სამსახურში ღირსეულად დატოვებაზე.

მოსახლეობა ირწმუნებს:
– მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სწრაფვას, შეცვალონ არსებული რეჟიმი;
– ამომრჩეველთა კეთილდღეობისათვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ერთობას მიუხედავად მათი პოლიტიკურ მრწამისს მრავალსახეობისა.
ხუთი კითხვა ხელისუფალს

დღევანდელი ხელისუფლების თითქმის ათწლიანი საქმიანობის სპეციფიკის გამო კითხვათა რიგი მართლაც რომ უსასრულოა. ამჟამად შემოვიფარგლებით მხოლოდ რამდენიმეს დასმით.

პირველი – ყველა გაანგარიშებით ჩვენში ფასები ყველა სახის საქონელსა და მომსახურებაზე ყალიბდება სახელმწიფო მანქანის მიერ და არა საბაზრო ურთიერთობათა კანონებით. ხელოვნურად არის გაზრდილი ფასები პურზე, შაქარზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, გაზზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე.
ჩვენი საფუძვლიანი ეჭვის მაგალითად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებისა და ამ სფეროდან ბიუჯეტში შესული თანხების თნაფარდობაც კმარა. მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხა ოთხჯერ აღემატება ამ მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილს. სახელმწიფო ზეწოლამ გაკოტრების პირს მიიყვანა არაერთი სადაზღვეო კომპანია.
ხელისუფლებისაგან ვითხოვთ დაწვრილებით ანალიზს ზემოთ ჩამოთვლილ საქონელზე და მომსახურებაზე ფასწარმოქმნის მექანიზმისა. როგორ ხდება, რომ ქვყნის საზღვართან მოტანილი გაზის ფასი ერთბაშად ორმაგდება, ხოლო უცხოეთში გატანილი ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმეჯერადად ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის შიგნით.

მეორე – მოვითხოვთ საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლო ფონდები. მათ შორის პრეზიდენტისა, პრემიერ-მინისტრისა, მინისტრების, გუბერნატორების, მერების, გამგებლების.
რეგიონში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა არაერთხელ გვიჩვენა ამ მიზნით გამოყოფილი თანხების სხვა მიმართულებებით წინასწარი გახარჯვა და ბიუჯეტში ცვლილებების ოპერატიულად შეტანის აუცილებლობა.

მესამე – გამოქვეყნდეს ყველა ქალაქის, რაიონის, სამინისტროს, აგრეთვე პარლამენტის, პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო მოხელეებზე და თანამდებობის პირებზე გაცემული ხელფასების, პრემიების, სამივლინებო ხარჯების მასალები. საზოაგდოებისათვის ცნობილი არაერთი ფაქტი მიუთითებს, რომ არსად ისე რელიეფურად არ ჩანს ფართომასშტაბიანი შიდა სახელისუიფლო ელიტარული კორუფცია, როგორც მათ მიერ სახელმწიფო თანხების ანალიზში.
სწორედ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატთა კორპუსის მუშობის შედეგად, ჯერ კიდევ მოქკავშირის ახალგაზრდულ ფრთაში საქმიანობიდან დაწყებული, შეიქმნა ინსტიტუციონალური კორუფციის პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო.
განსაკუთრების საყურადღებოა, რომ მოქკავშირში გენერალური მდივანი, ანუ მეორე კაცი, ხოლო პარლამენტში პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ანუ „მოქკავშირელ“ დეპუტატთა პირველი ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი იუსტიციის მინისტრი ამ პერიოდში გახლდათ თავად მიხეილ სააკაშვილი.

მეოთხე – ყველა ქალაქისა დარაიონის მიხედვით დახარჯული თანხების მითითებით გამოქვეყნდეს იმ ობიექტების სიები, რომელთა კეთილმოწყობა მოხდა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე.
გიფსოკარდონის კედლების, უხარისხო ბეტონის გზების რესურსამოწურული ავტობუსების, უხარისხო მშენებლობის გამო უბედური შემთხვევის არაერთი ფაქტი მიუთითებს ქვეყნის ფასადურ აღმშენებლობაზე და სახელმწიფო კორუფციის ყველაზე მაღალ დონეზე.

მეხუთე – გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კთილმოწყობის, სატელეფონი და სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში.
აქ გამოჩნდება სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტის ქვეყნის ხარჯზე წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრების არაერთი ფაქტი. განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მოლოდ ავტომობილების შესაძენად ყოველწლიურად 350-400 მილიონი (!) იხარჯება.
აქ წარმოჩნდება , თუ როგორ შექმნა ხელისუფლებამ 21-ე საუკუნის ფეოდალური სისტემა ადგილობრივი პაწაწინა ერთმმართველებით. რეალურად ჩამოაყალიბა პატრონ-ყმული ურთიერთობების ჯერ არნახული სახელმწიფო ვერტიკალი.

●●●

ამ ხუთ კითხვაზე პასუხი წარმოადგენს არა იმდენად მოსახლეობის უკიდურეს გაჭირვებასა და მმართველი ელიტის ფუფუნებას, რამდენადაც სახელმწიფო აპარატის სრულ დეგრადაციას, უპასუხისმგებლობას, უბრალოდ რომ ვთქვათ – კაცთმოძულეობას.

ხელისუფლებას ჩვენ არა მხოლოდ ვუსვამთ კითხვებს, არამედ წინასწარ ვეუბნებით, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული მათი პასუხი. ვფიქრობთ, ეს პატიოსანი პოლიტიკის კარგი მაგალითია მათთვის, ვინც პასუხს წლების მანძილზე არ გვცემს 2009 წელს პრეზიდენტისათვის ოფიციალურად გადაცემულ „ღირსების ულტიმატუმზე“.

ჩვენ წინასწარ პატიოსნად ვამბობთ, რომ პასუხი გამოყენებულ იქნება ერთხელ კიდევ იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა ხელისუფლების ყველა, ზოგადად საზოგადოება „ნაცმოძრაობამ“ ჩააგდო უმძიმეს სისტემურ კრიზისში, რომლის დაძლევის უპირველესი პირობაა ამ ერისმოძულე პოლიტიკური ძალის უპირობო წასვლა სახელმწიფო მმართველობდან. აღარაფერს ვამბობ მათ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

24 აგვისტო 2012წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *