თემურ შაშიაშვილი: მიკვირს,თქვენ რომ გგონიათ რომ ვდუმვარ…თუმცა ზოგჯერ “დუმილი რეკავს”

ამერიკაში მცხოვრები ქუთაისის მკვიდრის, გაზეთ “მამულის” რედაქტორის, მანუჩარ კაჭახიძის მიმართვას “თეთრების” ლიდერმა ღია წერილით უპასუხა:

10348446_10202800344022354_7211201961965997656_nჩემო მანუჩარ,მე კი ის მიკვირს,თქვენ რომ გგონიათ რომ ვდუმვარ…თუმცა ზოგჯერ “დუმილი რეკავს” (მუხრანი)….

ხალხი ისე დაამშიეს და დააუძლურეს და მდიდართა ისეთი კასტა შექმნეს (ძირითადში იმ ქვეყნიდან სადაც თქვენ იმყოფებით),რომ საქართველო კარგავს ეროვნულ დამოუკიდებლობას და რჩება უბრალოდ დამოუკიდებელ ქვეყნად დაკარგული ტერიტორიებით.

ეს კატასტროფაა… კატასტროფა სწორედ წარსულის უარყოფაშია,რადგან ვინც წარსულს უარყოფს წარსულში ცხოვრობს მომავლის გარეშე….ვინც წარსულს აანალიზებს,სწორედ ის იცავს ტრადიციებს,ცხოვრობს მომავალში.

მე ამ უკანასკნელთა რიგებში ვარ- “ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს”.ამ პასუხს ჩემი მამაპაპისეული სახლიდან გწერ.ორი დღეა აქ ვარ შვილ გიორგისთან ერთად.ცისკარს გელათში შევხვდი.გუშინ ყველა სასაფლაო მოვიარეთ.ბოლოს გივი ბრეგაძის და დიდი ოთარის საფლავებიდან “მწვანეყვავილაზე”ავედიყ…მუხლი მოვიდრიკე დიდი ქართველების წინაშე და ფიცი მივეცი:სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ საქართველოში საქართველოს გადარჩენისათვის, ქართველში – ქართველის, აფხაზში – აფხაზის , ოსში – ოსის გადარჩენისათვის….

ახალი კვირის შემდგომ გაცხადდება დიდი ქართული პოლიტიკური გუნდის შექმნის დაწყების პროცესი.ვიცი შეეცდებიან ჩვენს გასრესვას,მაგრამ მწამს და მჯერა – ღმერთი არ გაგვწირავს.

შენ დიდი ქართული გულის ბიჭი ხარ ამერიკაშიც კი აღნიშნე ორ მაისს “ქუთაისის დღე”….კარგი შემოძახილიც გააკეთე…ნახევარი საქართველო ქვეყნის გარეთ ცხოვრობს,ქართული საზღვარგარეთი დიდი ინტელექტუალური სიმდიდრეა…თქვენ იცით ნამდვილი ამერიკა,ნამდვილი ევროპა,ნამდვილი რუსეთი ,სწორედ მაშინ საქართველოში დარჩენილთა დიდი იმრავლესობა ჯერ კიდევ ილუზიებში და იუზიებით ცხოვრობს:ქვეყნის გარეთ ეძებს პატრონსა და მხსნელს…

ქვეყნის გარეთ მეგობრები ინდა ვეძებოთ!ამიტომ გვჭირდება დიდი რეზო ჩხეიხის წამოწყების – “ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების იდეის ბოლომდე მიყვანა.

კონგრესი დაიწყო გელათში , გაგრძელდება მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დასრულდება თბილისში დიდი ქართული პროგრამის მიღებით.

დიდი დღეებია – ქართული მიწისა და ქართული ზეცის ერთობის დღეები-ქრისტე აღდგა!გავძლიერდეთ საქართველოსათვის,დავამთავროთ საქართველიში გარედან მართული ხელისუფლებებიც და სხვათა შემყურე მონური განწყობებიც!

თურაშაულის პატრონი საქართველო,ტყეში არ ინდა ეძებდეს პანტას!

გლობალიზაცია სამყაროსა და კაცობრიობის განვითარების ობიექტური მოვლენაა,მისი შეჩერება არვის ძალუძს,მაგრამ ძლიერთ შეუძლიათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება.

ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ,ძლიერი ხალხი.ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და მუდმივად ცივილიზაციის მწვერვალზე უნდა ვიდგეთ!

ასეთია ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ჩემი პოზიცია.მე.არავის არაფერს მოვუწოდებ.ვისაც გვაქვს ქართული გული და სისხლი,დავდგეთ საქართველოსათვის!

და კიდევ ერთი და მთავარი – დავით აღმაშენებლის განწყობა ისტორიით დადასტურებული:ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი და ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე – ძლიერი საქართველო!

საქართველოს ბედი დღეს მის ყოველ კუთხე -კუნჭულში წყდება,როგორც იტყვიან,ყოველ ოჯახში და ყოველ ქართველში,მაგრამ ასე მგონია,რომ ქუთაისის , იმერეთის,დასავლეთ საქართველოს როლი არასდროს ყოფილა ისეთი დიდი და მეტყველი,როგორიც დღეს არის.ამიტომ ვიყრიდი კენჭს,ჩემო მეგობრო , ქუთაისის მერად...ეს ბევრმა იცოდა,მაგრამ ხელისუფლების შიშით, მისთვის გუნდრუკის ქნევით სკამის შენარჩუნების, თუ მოპოვების მიზნით, სოროსს დაუჭირა მხარი.

ვიფიქროთ მომავალზე!”

თემურ შაშიაშვილი

იხ.: მანუჩარ კაჭახიძე” მე თქვენი დუმილიც მაკვირვებს, ბატონო თემურ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *