„ნაციონალური“ მაჟორიტარები „მოქკავშირის“ წარსულიდან

„ნაციონალური მოძრაობა“ (ყოფილი „მოქკავშირი“) ყოველი არჩევნების წინ, როგორც წესი, ხალხს „წარსულში დაბრუნებით“ აშინებს… „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა სწორედ რომ წარსულში დაბრუნებაა, იმ წარსულში, რომელსაც მე „პოლიტიკური პროსტიტუციის და სისტემური კორუფციის დამკვიდრების ეპოქა“ ვუწოდე.

… „მომავალში მცხოვრები“ ვერავინ ვნახეთ საქართველოში. ხელისუფლებამ კი რომელმაც „მეტი საარგებელი“ მოუტანა საკუთარ თავს ხალხი გაიხსენა არჩევნების წინ ცინიკური ლოზუგით: „მეტი სარგებელი ხალხს“.

გთავაზობთ ერთად გავიხსენოთ ხსენებული კანდიდატების არც თუ შორეული წარსული:

• მიხეილ მაჭავარიანი – „მოქკავშირის“ აქტიური წევრი, პარტიის გენერალური მდივანი, „შემოსავლების“ ყოფილი მინისტრი.

• მერაბ სამადაშვილი – „ყველა დროის“ კორუმპირებული პარლამენტარი, „მოქკავშირის“ აქტიური წევრი.

• არჩილ გეგენავა – „ფულის ტომრად“ აღიარებული დეპუტატი, რომლის ერთადერთი ფუნქცია „ნაცმოს“ დაფინანსებაა.

• გიორგი კარბელაშვილი – „მოქკავშირელთა“ მეგობარი, შევარდნაძის დროს მინისტრის მოადგილე.

• ანდრია ურუშაძე – მეტსახელად „ჯანმრთელობის სისტემის დამაქცევარი“

თუ ბაქრაძე – უგულავას ვენდობით სწორედ ეს ხალხია საქართველოს მომავალი. მე ვეკითხები საქართველოში არსებულ საელჩოებს და აკრედიტებულ ელჩებს „მოქკავშირის“ და „ნაცმოს“ მიერ დეპუტატებად დანიშნული ბიზნესმენები როდიდან გახდნენ დემოკრატიის საყრდენები ?!

„ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებად კიდევ ერთხელ ასახელებს „ფულის ტომრებს“…

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებად ასახელებს სუფთა და წესიერ ადამიანებს.

საზოგადოებას ჩვენი კოალიცია ამ დღეებში წარუდგენს დეპუტატობის კანდიდატებს.

სააკაშვილმა სრულიად უკონტროლო გახადა საკუთარი პარტიული ჯიბე მაშინ, როცა სასტიკი კონტროლი დააწესა ოპოზიციის პარტიულ თუ პერსონალურ ანგარიშებზე

ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ რეალურ ოპოზიციურ ძალებს – შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ერთიანი ძალით დავამარცხოთ „მოქკავშირის“ წარსულის აზროვნებით მოსული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

თემურ შაშიაშვილი

14.08.2012

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *