გიორგობიდან გიორგობამდე – დიდი ქართული დრო

 

 1445აფასებს რა   “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი    და „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი  მმართველობის შედეგად  შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, თემურ შაშიაშვილი ასკვნის, რომ დღეს როგორც არასდროს, დადგა ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლის განსაკუთრებული ეტაპი: ქვეყანას  სჭირდება ერთობა და პროგრესი,  ქვეყანას  სჭირდება პოლიტიკოსების მიერ პასუხისმგებლობით ნათქვამი სიტყვა და ამ სიტყვის შესრულება…“ 

2012 წლის  1 ოქტომბერს  ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ ხალხის მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ მძიმეა! ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედან მართულ და ნაქებ-ნადიდებ ხელისუფალთ!

წინა ხელისუფლების მიერ აშენებული  ილუზორული სახელმწიფო  კვლავ ილუზიებში გვტოვებს. ილუზია ანგრევს, ანგრევს ქვეყანასაც და ადამიანის ოცნებასაც; ილუზია წარსულში ჩარჩენაა.

ვისურვებდი ამ წლის გიორგობიდან – გიორგობამდე მაინც აერჩია ხალხს და ქვეყანას მისი და არა გარე ძალთა მსახური ხელისუფლება, რათა  ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც: ქვეყანას მართავს ხელისუფლებახელისუფლებას მართავს საზოგადოებასაზოგადოებას წარმართავს ინტელექტი და ზნეობა.

გიორგობიდან   გიორგობამდე – ეს არის ჩვენი დრო, დიდი ქართული დრო: ან ვმარცხდებით, როგორც ხალხი და  ვრჩებით ქართული ცნობიერების გარეშე, ან ვიმარჯვებთ და ვადასტურებთ, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი მომავლის ქვეყანა ვართ 

დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ .ასეთია ”თეთრების” პოზიცია.

სწორედ გიორგობა დღეს ვამბობთ:

ქართული , მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის  გადარჩენის  სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს“,  –  მიაჩნია „თეთრების“ ლიდერს.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

6.05.2015წ

გიორგობიდან გიორგობამდე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *