თემურ შაშიაშვილის გამოსვლა

თემურ შაშიაშვილის გამოსვლა “თეთრების” პოზიციის ჟურნალისტებისათვის წარდგენის დროს

news_58717ბატონებო, პარტიის პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს დაგვავალა წარმოვადგინოთ პარტიის ხელმძღვანელების პოზიცია, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს სიამაყით ვამბობთ, რომ მეცნიერებაზე ორიენტირებული პარტია ვართ. ჩვენში ჭარბობენ მეცნიერები, მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც სერიოზული პოლიტიკური ხედვა აქვთ და ქუჩის პოლიტიკა მიაჩნიათ მიუღებლად. ჩვენ ვეყრდნობით ანალიზს, წარმოვადგენთ ბევრისთვის შესაძლოა მიუღებელ პოზიციას, რისთვისაც წინასწარ ვუხდით ბოდიშს ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს – პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს. ჩვენი პოზიციით ვებრძვით არა პოლიტიკოსებს, არამედ წარმოვადგენთ ანალიზს ქვეყანაში შექმნილი რეალობისა.

მთავარია ვიცოდეთ რა ვართ, სად ვართ და რა გვინდა. ჩვენი წინაპრები ასე მოქმედებენ და ჩვენი პოზიციაც ასეთია. ჩვენ წლებია ვმუშაობთ იმ ანალიზზე, რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რა პოტენციალია ქვეყანაში და ბერკეტები, რომელიც ამ პოტენციალს მოქმედებაში მოიყვანს.

ჩვენ მივესალმებით ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელთაც ანალოგიური პოზიცია გააჩნიათ. თუ არ იცი, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ძალიან ცუდია, თუ არ იცი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა, კიდევ უფრო უარესი და თუ არ გაქვს პროგრამა, ამ პოტენციალის მოქმედებაში მოყვანის, ხელისუფლებაში მოსვლაზე არ უნდა იფიქრო. ჩვენ ამ სამთა ერთობაზე ვსაუბრობთ მუდმივად და დღესაც გამორჩეულად ვამბობთ.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ფულისუფლების ქვეყანაში . სამწუხაროდ, პოლიტიკაც, ხელისუფლებაც ქველმოქმედების სფეროც კი დღეს ბიზნესად იქცა. დღეს რეალურად საქართველო არის ერთი სინდიკატი, რომელიც უჭირავს ხელში ასამდე საეჭვო რეპუტაციის ბანკირს, (მე არ ვამბობ, რომ ბანკირები ცუდი ადამიანები არიან) , რომლებიც უზომოდ გამდიდრდნენ და მართავენ ქვეყანას. ქვეყანას მართლა სჭირდება ცივილური ბანკები, კარგი ბანკები. ქვეყანას სჭირდება პროგრესული ბანკი, რომელიც ემსახურება ხალხს და მძევლად არ ჰყავს ხალხი აყვანილი,. 15 მილიარდი აქვს გატანილი საქართველოს ბანკიდან იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. გირაოდ კი ჩადებულია 300 მილიარდი ღირებულების ქონება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ არა დამოუკიდებელი , არამედ მდიდარ ბანკირთა ტყვეობაში ჩავარდნილი სახელმწიფო. დღეს ეს პიროვნებები ძალიან სერიოზულად არიან მობილიზებული. რომ შეინარჩუნონ საბანკო ხელისუფლება ქვეყანაში, და მომართულნი არიან, რომ ისევ ბატონობდნენ ხალხზე. ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა ის პროგრესს ემსახურება. მაგრამ როცა ფული ხალხის მორჩილებაში მოყვანისათვისაა გამოყენებული, ეს უკვე სიბნელეს ნიშნავს – ჩვენ პრაქტიკულად ამ მდგომარეობაში ვართ დღეს.

ვამბობთ ხმამაღლა: ჩვენ გვჭირდება არა ფულისუფლების სახელმწოფო, არამედ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დავკარგეთ ეროვნული დამოუკიდებლობა / საბჭოთა კავშირის დროსაც კი ჩვენმა დიდმა ხალხმა შეინარჩუნა ეროვნული დამოუკიდებლობა. პირველობდნენ ნებისმიერ სფეროში- მეცნიერება, სპორტი, განათლება ხელოვნება… დღეს ჩვენ პრაქტიკულად ქართულ ცნობიერებას ვკარგავთ და ვრჩებით ამორფულ, საზღვრებდაუზუსტებელ, დაქუცმაცებულ ტერიტორიად.

საქართველოს სჭირდება ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ორივე ერთად. ეს პრინციპულია. თუ ჩვენ დავკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ხელისუფალი, ვინც ემსახურება ან რუსეთს ან ამერიკას, ქართულ სიძლიერეზე არ იმუშავებს .. არა და დღეს საქართველოში პოლიტიკური ძალების, ბანკების, არასამთავრობოების, პრესის და პოილიტიკოსების დიდი ნაწილი სწორედ უცხოეთიდან იმართება და ძალიან კარგად იმართება მიღებული გულუხვი დაფინანსების სანაცვლოდ.

ბანკირთა, პოლიტიკოსთა, ხელისუფალთა ერთ ნაწილში ქურდული მენტალიტეტი სჭარბობს. და ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო პროცესში გააქტიურდნენ ქურდებთან დაკავშირებული ადამიანები.

საქართველოში ყველა ლაპარაკობს, ახალგაზრდობას დავუთმოთ გზა და გააფუჭეს ახალგაზრდობა. ახალგაზრდობას კარგი განათლება უნდა მისცე, ბიზნესში უნდა შეიყვანო და ღირსეული ცხოვრების საშუალება მისცე, და არა ის, რო მ ხელისუფლებაში მოგყავდეს. ეს მცდარი პოზიცია, რომელიც, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დამკვიდრდა, ძლიერდება და ძლიერდება და გონიათ, რაც უფრო მეტ ახალგაზრდას მოიყვან ხელისუფლებაში, მით უკეთესია. ამერიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ იქ არ ირჩევენ უცნობს , საქართველო არის სუსტი, იმის გამო რომ არ ირჩევენ ნაცნობს. ყველას გონია, რომ ახალი რომ მოდის, ის არის უკეთესი. ამერიკაში20 წელი აკვირდებიან პიროვნებას და თუ დარწმუნდებიან, რომ ეს პოლიტიკოსი არის სერიოზული, წესიერი, მაშინ ფიქრობენ მის ხელისუფლებაში მოყვანაზე. 69 წლის რეიგანი ორი ვადით მოიყვანეს და საშუალება რომ ყოფილიყო, კიდევ დარჩებოდა. ძლიერია ჩინეთი იქ თუ 60 წელი არ შეუსრულდა ხელისუფლებას ვერ ანდობენ. იაპონიაში 56 და 60 წელი არის, ხედავთ, გერმანიაში როგორი მდგომარეობაა..

ეს 25 წელია, ხელისუფლებაში ქუჩიდან მოდიან.

ამ წლებში საქართველოს ჰყავდა სამი ტიპის პარლამენტი. პირველი პარლამენტი, გამსახურდიას პარლამენტად ცნობილი, იყო სერიოზულად ეროვნული იდეით დატვირთული ადამიანებით.. მეორე პარლამენტი შევარდნაძესთან იყო დაკავშირებული და იყო პოლიტიკოსების პარლამენტი. შემდგომი და ყველა მომდევნო პერიოდი არის დაკავშირებული ფულთან. პირველმა პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მეორე პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. ყველა დანარჩენი დაინტერესებულია ფულით და დაკავშირებულია მხოლოდ ფულთან. რაც მეტი ფულიანი მოდის, მით უფრო ცუდად ვცხოვრობთ. რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებზე, მით მეტ ფულს ამოიღებენ ისინი, ვინც ამ ფულს ხარჯავს.

ყველა პარლამენტი აქამდე იყო მოლაპარაკე პარლამენტი. ჩვენ არ გვყოლია კანონშემოქმედი პარლამენტი. მოლაპარაკე პარლამენტი კი ყოველთვის დაკავშირებულია ინტრიგასთან. სხვა მეტი საშუალება არ აქვთ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში და ესეც კარგად ჩანს დღეს

ჩვენ აქამდე გვყავდა ბელადების მიერ და მათი პოლიტიკური გემოვნებით შედგენილი პარლამენტი. ჩვენ არ გვყავდა პიროვნებათა პარლამენტი. მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს სჭირდება არა ბელადების გემოვნებით შერჩეული არამედ პიროვნებათა და პიროვნებაზე ორიენტირებული პარლამენტი.

ჩვენ მეცნიერებათან და სერიოზულ ადამიანებთან კონსულტაციების შედეგად გავაკეთეთ დასკვნა – ქვეყნისათვის მთავარია სამი რამ: სამართლიანობა ერთობა და პროგრესი.

სამართლიანობაში არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ წართმეული ქონება დაუბრუნდეს ადამიანებს. რა თქმა უნდა, წართმეული უნდა დაბრუნდეს, მაგრამ უპირველესია რომ ხალხს დაუბრუნდეს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო. მაშინ დაიწყება სამართლიანობა. სამართლიანობა დაიწყება, როცა ვიტყვით, რომ შეცდომა და დანაშაული იყო 1991 წლის შეიარაღებული აჯანყება; 2003 წელს იმ ფორმით ხელისუფლების შეცვლა; ამ ხნის განმავლობაში დანაშაულებრივ რეჟიმის თმენა და ჩვენი ქვეყნის გარე მეგობრებისგან იმ რეჟიმუს მხარდაჭერა. ჩვენს „მეგობრებს“ გარედან აინტერესებთ ქვეყანა, რომელიც მათგან იქნება მართული და სრულიად არ აღელვებთ არც დემოკრატია და არც ქართლი სული.

ჩვენი პოზიცია გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ სათაურით „ხსნა ეროვნული თანხმობის“ პარლამენტშია ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ ქვეყნის მომავალს. „თეთრები“ ვერთვებით საარჩევნო პროცესში ამ პოზიციით. ხაზს ვუსვამ – ვერთვებით. მაგრამ როგორ შედეგამდე მივალთ, ეს სხვა რამეა. ჩვენ ყოველგვარი კოალიციების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ვთვლით, რომ დანაშაული იყო რომ აქამდე კოალიციები იქმნებოდა არჩევნებამდე. კოალიციები შეიძლება შეიქმნას არჩევნების შემდეგ.

ჩვენ „თეთრები“ ვერთვებით საარჩევნო პროცესში პოზიციით.

ჩვენ შეცდომად ვთვლით პარტიების მოწოდებას ყველა პარტიის გაერთიანების შესახებ. ჩვენ ყველა პარტია რომ გავერთიანდეთ ვინც გარეთ ვართ და მარტო ლიდერები შევიდეთ პარლამენტში.მთელი საქართველოს მოსახლეობას შეეშინდება ასეთი პარლამენტის. და მეც შემეშინდება ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ ეღირება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რომ ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, არამედ იმაზე, დავჯდეთ მრგვალ მაგიდასთან და ვიფიქროთ ვინც დღეს რთულ და გადამწყვეტ ქვეყანაშია საჭირო პარლამენტისთვის., იქნებ მინდია უგრეხელიძეა საჭირო პარლამენტისთვის, იქნებ ლადო ჭანტურია უფრო საჭიროა პარლამენტისთვის, ვიდრე თუნდაც თემურ შაშიაშვილი. ასე ვაყენებთ ჩვენ საკითხს. ვიფიქროთ არა იმაზე, რომ საკუთარი სკამი გვქონდეს პარლამენტში არამედ რომ ძლიერები იყვნენ პარლამენტში ასეთი თანამშრომლობის შესახებ მივმართავთ პარტიებს.

ჩვენ „თეთრები“ ასეთ პოზიციით ვერთვებით საარჩევნო პროცესში.

დაბოლოს. გამოკვეთილად და განსაკუთრებით ვამბობთ.: დავით აღმაშენებელზე საუბრობს ის, ვინც მომავალშია. მან ერთადერთმა შეძლო, საქართველოს გეოგრაფია ექცია პოლიტიკად. დამოუკიდებელი საქართველოს 25 წელი ადასტურებს იმას, რომ იმის საპირისპიროდ ვმოქმედებთ, რასაც აკეთებდა დავით აღმაშენებელი. ჩვენ უნიკალური, ღვთითბოძებული გეოგრაფიული მდგომარეობა საქართველოს დამონების ბაზისად ვაქციეთ . ჩვენ მუდმივად ვემონებით ვიღაცას. ჩვენ გვჭირდება ის პოლიტიკოსები პარლამენტში, რომლებიც შეძლებენ დავით აღმაშენებლის იდეის განხორციელებას. რომელიც ძლიერს უჭერდა მხარს და სუსტს ეხმარებოდა. მეფე რომელმაც გეოგრაფია აქცია პოლიტიკად. რომელმაც დიდგორით გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია… ევროპული ცივილიზაციაც გადასარჩენია, საქართველოში საქართველოა გადასარჩენი, და ქართველში ქართველია გადასარჩენი, აფხაზში – აფხაზი, ოსში- ოსი... უნდა ვიფიქროთ ვინ სჭირდება დღევანდელ მდგომარეობაში საქართველოს. თუ გადაწყვეტილებას ამ კრიტერიუმით მიიღებს ამომრჩეველი, საქართველოში ძალიან მალე შეიცვლება მდგომარეობა. ქვეყნის წინსვლა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობილ სისტემურ ცვლილებებშია. ჩვენ ცნობილ მოღვაწეებთან, პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, დიდი ხანია ვმუშაობთ იმ კონცეფციაზე და მისი  განხორციელების კონკრეტულ მექანიზმებზე, რომ საქართველოს მომავალი პარლამენტი გახდეს ინოვაციური აზროვნების და მაღალი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე პიროვნებათა დიდი ეროვნული დარბაზი. აღნიშნულზე უახლოეს დღეებში (სავარაუდოდ 15 ივნისამდე, როგორც კი დავამთავრებთ კონსულტაციებს) ვაცნობებთ საზოგადოებას. 

 

ნახეთ: ჩვენ „თეთრები“ ვერთვებით საარჩევნო პროცესში პოზიციით

სრულად პრესკონფერენციის ყველა მასალა 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *