… ხელისუფალი, რომელიც ამას უარყოფს, საკუთარ თავს მტრობს და ეს ქვეყნის მტრობაცაა

 

1371640823_temuri_shashiashvili_2იყო პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, როცა ე.წ. „კარვის ქალებმა “ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა პირველი პრეზიდენტის, ეროვნული განწყობის  პოლიტიკოსის  ავტორიტეტსაც  და ქვეყანასაც.  შთაბეჭდილება მრჩება, რომ  დღეს , სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ახალი ფენომენი –  ე,წ,  „ფეისბუქის  ქალები“ აქა იქ კი მამაკაცებიც , რომელთა ქმედებაც არსით იგივეა:   საკმარისია,   ოდნავ  კრიტიკული გამოთქმა  გამოიყენო  ბატონ  ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, მყისვე  დაგესხმიან  თავს,  გამოგაცხადებენ  ქვეყნის  მოღალატედ  და ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლად.

ეს ბრმად ტაშის დამკვრელები და ქამელეონები,  საკუთარ თავს ბიძინა ივანიშვილის მეგობრებად  მიიჩნევენ. მე კი ვფიქრობ, რომ ბატონ ბიძინას  უფრო დიდი   მტრები არ ჰყავს,  ვიდრე  ეს  ხალხია.  გონებადაბინდულ ადამიანებს  აზროვნების  უნარი  დაკარგული  აქვთ.

დემოკრატიულ,  ან დემოკრატიის გზით მავალ ქვეყანაში  კრიტიკულად განწყობილი  კეთილმოსურნე  ნებისმიერი  რანგის ხელისუფალისათვის  ოქროს  ფონდია. ძლიერმა იცის ამ ხალხის ფასი და ადვილად იშორებს ბრმად ტაშისდამკვრელთ  და ქამელეონებს. ხელისუფალი, რომელიც  ამას უარყოფს, საკუთარ თავს მტრობს და ეს ქვეყნის მტრობაცაა.

იქნებ ჩვენ უფრო გვებრძვის ბატონი ივანიშვილი. გავიხსენოთ, სამი წლის წინ თქვა:  ვინც კარგი იყო, პარლამენტში შევიყვანეთ და თანამდებობებზე დავნიშნეთ  და ვინც გარეთ დარჩით, არავინ  არ ვარგიხართო. მაშინ ჩვენ გავჩუმდით. მერე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული,   ყველა არასწორად ყოფილა შერჩეული. მე არ შემირჩევია ეს ხალხი.

თავიდანვე ვთქვი, რომ პრეზიდენტად მარგველაშვილის არჩევა იყო დანაშაული. სწორედ დანაშაულად ვთვლიდი „თავისუფლების ინსტიტუტის“, „სოროსის ფონდის“ და ენ-დი-აი -ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, სათავეებთან მყოფი პიროვნების სახელწმიფო თანამდებობაზე დანიშვნას, მით უფრო მისი პრეზიდენტად არჩევისათვის თავის გადადებას.

მაშინ მე მივმართე  ადამიანურად,  კაცურად  ივანიშვილს, რომ თავს ნუ იკლავდა მარგველაშვილის  პრეზიდენტად არჩევაზე. დღეს რომ გვეუბნებით,  რომ არ ვარგა, მაშინ  მტრები ვიყავით?! არა,.

მტრები ვართ, დღეს, როცა ვამტკიცებთ, რომ  იმ ფულით, რომელიც ბიუჯეტშია, მინიმუმ ხუთჯერ მეტის გაკეთება შეიძლება, ვიდრე კეთდება?!

ჩვენ  ვიყავით გულწრფელები, პატიოსნები საქართველოსთან და არ ვიყავით მონური ფსიქოლოგიით, რომ ის გველაპარაკა, რაც  ვინმეს მოეწონებოდა.

ხელისუფალს, რომელსაც  მოსწონს,  რასაც იმას ეუბნებიან, რაც მას მოეწონება, ასეთი არც ხელისუფალი ვარგა და არც ის პიროვნება, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს.

პარტია “თეთრების” თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

ეს არის ფრაგმენტი “თეთრების” ლიდერის გამოსვლისა “ეროვნული თანხმობის  პარლამენტის ფორმირებისთვის საინიციატივო ჯგუფის კონგრესზე “თბილისი მერიოტში”

ყველა მასალა ნახეთ :ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *