მომავალი გაცილებით მეტს იტყვის და გაცილებით გულწრფელად, ვიდრე სკამებისათვის მებრძოლი პოლიტიზებული საქართველო

sკარგი კაცი წავიდა. საქართველოს უამრავი მოქალაქე მას გულწრფელი ცრემლით და გულისტკივილით გააცილებს. დიდი ხნის მეგობრები ვართ. მინდოდა ჩემი დიდი ტკივილი ამ მწუხარების გამო გამომეხატა. თავს ვიკავებ. საქართველოში ყველაფერი პოლიტიზებულია.

სამწუხაროდ, ჩვენში ძლიერი სიცოცხლეში სძულთ, გარდაცვალების შემდგომ – დითირამბებით ამკობენ , საკუთარი  პოლიტიკური ინტერესებისათათვის გონებისათვის მიუწვდომელ მასშტაბებში იყენებენ. ცოცხალს კლავენ, გარდაცვლილს -ლამის ძეგლს უდგამენ.

როგორც ჩანს, უკვე გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს, იმ პარტიაშიც, ბევრი „მეგობარი“  აღმოაჩნდა, რომელმაც შეიწირა და იმ პარტიაშიც, რომლის შესახებაც 10-15 დღის წინ თვითონ  თქვა, გაგვწირეს, აღარ ვჭირდებითო.

ბატონი სულხანი კარგი ოჯახის შვილი იყო და ბრწყინვალე ოჯახის მამა . გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ ამ დიდ ტრაგედიას.

ნათელში იყოს! მომავალი გაცილებით მეტს იტყვის და იტყვის  გაცილებით გულწრფელად, ვიდრე სკამებისათვის მებრძოლთა მიერ პოლიტიზებულ საქართველოში.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *