რამდენიმე კითხვა ხელისუფლებას

mTavrovaდღევანდელი ხელისუფლების დეკლარირებულად თითქმის ათწლიანი, ხოლო რეალურად ოცწლიანი საქმიანობის სპეციფიკის გამო კითხვათა რიგი მართლაც რომ უსასრულოა. ამჟამად შემოვიფარგლებით მხოლოდ რამდენიმეს დასმით.

პირველი – ყველა გაანგარიშებით სახელმწიფო მანქანის მიერ და არა საბაზრო ურთიერთობათა კანონებით აყალიბდება ფასები ყველა სახის საქონელზე და მომსახურებაზე. ხელოვნურად არის გაზრდილი ფასები პურზე, შაქარზე, პირველადი მოხმარების საგნევზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, გაზზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე.

ჩვენი საფუძვლიანი ეჭვის მაგალითად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებისა და ამ სფეროდან ბიუჯეტში შესული თანხების თანაფარდობაც კმარა. მოსახკეობის ჯიბიდან ამოღებული თანხა 4-ჯერ აღემატება ამ მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილს. სახელმწიფო ზეწოლამ გაკოტრების პირას მიიყვანა არაერთი სადაზღვეო კომპანია.

ხელისუფლებისაგან ვითხოვთ ზემოთჩამოთვლილ საქონელზე და მომსახურებაზე ფასწარმოქმნის მექანიზმის დაწვრილებითი ანალიზის გამოქვეყნებას. როგორ ხდება, რომ ქვეყნის საზღვართან შემოტანილი გაზის ფასი ერთბაშად ორმაგდება, ხოლო უცხოეთში გატანილი ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმეჯერადად ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის შიგნით.

მეორე – მოვითხოვთ საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლო ფონდები. მათ შორის პრეზიდენტისა, პრემიერ-მინისტრისა, მინისტრების, გუბერნატორების, მერების, გამგებლების.

რეგიონებში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა არაერთხელ გვიჩვენა ამ მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების სხვა მიმართულებით წინასრწარი გახარჯვა და ბიუჯეტში ცვლილებების ოპერატიულად შეტაბნის აუცილებლობა.

მესამე – მოვითხოვთ გამოქვეყნდეს ყველა ქალაქის, რაიონის, სამინისტროს, პარლამენტის, პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო მოხელეებზე და თანამდებობის პირებზე ხელფასების, პრემიების, სამივლინებო ხარჯების არაერთი ფაქტი მიუთითებს, რომ არსად ისე რელიეფურად არ ჩანს ფართომასშტაბიანი შიდა სახელისუფლო ელიტური კორუფცია, როგორც მათ მიერ სახელმწიფო თანხების გამოყენების ანალიზში.

სწორედ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატთა კორპუსის მუშაობის შედეგად, ჯერ კიდევ „მოქკავშირის“ ახალგაზრდულ ფრთაში საქმიანობიდან დაწყებული, შეიქმნა ინტიტუციონალური კორუფციის პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო.

განსაკუთრების საყურადღებოა, რომ მოქკავშირში გენერალური მდივანი , ანუ მეორე კაცი, ხოლო პარლამენტში მართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ანუ მოქკავშირელ დეპუტატთა კორპუსის პირველი ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი, იუსტიციის მინისტრი ამ პერიოდში გახლდათ მიხეილ სააკაშვილი.

მეოთხე – ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით დახარჯული თანხების მითითებით გამოქვეყნდეს იმ ობიექტები სიები, რომელთა კეთილმოწყობა მოხდა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე.

გიპსოკარდონის კედლების, უხარისხო ბეტონის გზების, რესურსამოწურული ავტობუსების, უხარისხო მშენებლობების გამო უბედური შემთხვევის არაერთი ფაქტი მოიუთითებს ქვეყნის ფასადურ აღმშენებლობაზე დასახელისუფლო კორუფციის ყველაზე მაღალ დონეზე.

მეხუთე – გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო და სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში.

აქ გამოჩნდება სახელმწიფოდა პოლიტიკური ელიტის ქვეყნის ხარჯზე წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრების არაერთი ფაქტი, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მხოლოდ ავტომობილების შესაძენად ყოველწლიურად 350-400 მილიონი იხარჯება.

აქ გამოჩნდება, თუ როგორ შექმნა ხელისუფლებამ 21-ე საუკუნის ფეოდალური სისტემა ადგილობრივი მასშტაბის პაწაწინა ერთმმართველებით, რეალურად როგორ ჩამოაყალიბა პატრონ-ყმული ურთიერთობების ჯერ არნახული სახელისუფლო ვერტიკალი.

●●●

ამ კითხვების დასმა გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ხოლო პასუხის გაცემა – ხელისუფლების მოვალეობა.

ამ კითხვებზე პასუხი წარმოაჩენს არა იმდენად მოსახლეობის უკიდურეს გაჭირვებას და მმართველი ელიტის ფუფუნებას, რამდენადაც სახელმწიფო აპარატის სრულ დეგრადაციას, უპასუხისმგებლობას, უბრალოდ რომ ვთქვათ – კაცთმოძულეობას.

ხელისუფლებას ჩვენ არა მხოლოდ ვუსვამთ კითხვებს, არამედ წინასწარ ვეუბნებით თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული მათი პასუხი. ვფიქრობთ, ეს პატიოსანი პოლიტიკის კარგი მაგალითია მათთვის, ვინც პასუხს წლების მანძილზე არ გვცემს 2009 წელს პრეზიდენტისათვის ოფიციალურად გადაცემულ „ღირსების ულტიმატუმზე“

ჩვენ წინასწარ, პატიოსნად ვამბობთ, რომ პასუხი გამოყენებული იქნება კიდევ ერთხელ იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა, ხელისუფლების ყველა შტო „ნაცმოძრაობამ“ ჩააგდო უმძიმეს სისტემურ კრიზისში, რომლის დაძლევის უპირველესი პირობაა ამ ერისმოძულე პოლიტიკური ძალის უპირობო წასვლა სახელმწიფო მმართველობიდან. აღარაფერს ვამბობთ მათ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

 

პარტია “თეთრები”

2012 წლის 6 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *